19.12.12

კლიფ მედორი / მელისა პოტერი / მირიამ შაერი - Clifton Meador / Melissa Potter / Miriam Schaer

ვორკშოპი - artist's book - workshop

23.01.2013
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გრიბოედოვის ქ. 22, 0108 თბილისი
7 სართული, გრაფიკის მიმართულება.
პრეზენტაცია ჩატარდა 713 ოთახში, სარეკლამო გრაფიკის სახელოსნოში. ვორკშოფი - 704 ოთახში.


23.01.2013 
Tbilisi State Academy of Arts, 22 Griboyedov St. 0108 Tbilisi
7th Floor, Direction of Graphics.

Presentation took place in room 713, Advertisement Design studio. The workshop - in room 704.

ენა: ინგლისური ქართული თარგმანით
დასაწყისი 10:00
ხანგრძლივობა - 5სთ.
Language: English with Georgian translation
Beginning at 10:00
Duration - 5 hours


კლიფტონ მედორმა, მელისა პოტერმა და მირიამ შაერმა ჩაატარეს  ვორკშოფი სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან წიგნის კეთებით. დასაწყისში მათ წარადგინეს და განიხილეს თავიანთი ნამუშევრები. ამის შემდეგ, მათ მონაწილეებს  გააცნეს სხვადასხვა, ალტერნატიული წიგნის სტუქტურა და განიხილეს თუ რა გამომსახველობით  პოტენციალს, თხრობითობასა და სახელოვნებო კვლევის საფუძველს გვთავაზობს წიგნების სხვადასხვა სტრუქტურები. ვორკშოფის განმავლობაში მონაწილეებმა ისწავლეს და გააკეთეს სხვადასხვა სტრუქტურის წიგნების ნიმუშები და საბოლოოდ მიიღეს წიგნთა სხვადასხა ფორმატების ნაკრები.


Clifton Meador, Melissa Potter and Miriam Schaer conducted a workshop for student working on books. In the beginning, they presented and discussed own works and lead participants through a variety of alternative book structures and discussed the ways that various structures offer expressive potential, narrative opportunities, and ground for artistic exploration. Afterwards, they conducted a book structure workshop. Throughout the workshop, students learnt and made book samples of different structures and in the end had the toolkit of various book formats.


კლიფ მედორი არის ხელოვანი, რომლის ნამუშევრებშიც კომბინირებულია მისი მწერლობა, ფოტოგრაფია, ბეჭდვა და დიზაინი. იგი იყენებს ამ დისციპლინებს იმ სახელოვნებო წიგნების შესაქმნელად, რომლებიც ხსნიან თუ როგორ ეფუძნება იდენტობა კულტურის, ისტორიისა და ადგილის ნარატივებს. მას მიღებული აქვს მრავალი სტიპენდია, რომელთაგან გამოირჩევა NYFA-ს ორი  სტიპენდია. ასევე იგი იყო Fullbright-ის სტიპენდიანტი საქართველოში. მისი ნამუშევრები მრავალ მნიშვნელოვან სახელოვნებო წიგნების კოლექციებშია, როგორებიცაა ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ბიბლიოთეკა, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი ლონდონში და იელის სახელოვნებო წიგნების კოლექცია. სანამ მედორი პროფესორი გახდებოდა, ის იყო „ნექსუს პრესის“ დირექტორი და მონაწილეობდა მრავალი სახელოვნებო წიგნების შექმნაში. 11 წლის მანძილზე ის ასწავლიდა გრაფიკულ დიზაინს ნიუ იორკის ნიუ პალცის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი ასევე არის ვიზუალური კვლევის ლაბორატორიაში ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამის თანადამაარსებელი. 2005 წელს კლიფ მედორი გახდა ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამის „წიგნისა და ქაღალდის“  დირექტორი ჩიკაგოს კოლუმბიის კოლეჯში. ეს არის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტებს იფიქრონ წიგნის ხელოვნებაზე, როგორც იმ სივრცეზე სადაც შესაძლებელია თანამედროვე ხელოვნების შექმნა.

მელისა პოტერი არის მულტიმედია ხელოვანი, რომლის ნამუშევრებიც ეხება ქალთა გარდაქმნას და მათი ქორწინებიდან დედობამდე გარდაქმნის წეს-ჩვეულებებს. მისი ნამუშევრები გამოიხატება ქაღალდის, გრაფიკულ, ბეჭდურ, სკულპტურულ და ვიდეო-ანიმაციურ ფორმებში. იგი იფინებოდა  ნიუ იორკის უაით ქოლუმნსში“, ბრონქსის ხელოვნების მუზეუმში, პროგრამაში ნიუ იორკი საბაზრო ხელოვანის თვალით, ფესტივალზე VideoDumbo, სერბეთში ბელგრადის ზვონო გალერეაში და სხვადასხვა გამოფენებზე, უნივერსიტეტებსა და გალერეებში საერთაშორისო მასშტაბით. მისი განათლება მოიცავს  სამაგისტრო ხარისხს რათგერსის უნივერსიტეტის მეისონ გროსის სახელოვნებო სკოლიდან და ხელოვნების საბაკალავრო ხარისხს ვირჯინიის ქომონველსის უნივერსიტეტიდან. ის არის ფემინისტური კრიტიკული ჯგუფის, Art364B დამაარსებელი და იფინება მათთან ერთადაც. მელისა პოტერს ორჯერ აქვს მიღებული Fullbright-ის სტიპენდია და 2009 წლის იანვარში მიღებული აქვს უფროსი სპეციალისტის ჯილდო ბელგრადში. 2006 წელს ის იყო Fullbright-ის „ტრადიციული მეცნიერი“, რის ფარგლებშიც ის ახორციელებდა ხელით ქაღალდზე მუშაობის პროგრამას სერბეთის ბელგრადის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. მან, ასევე, მიიღო მრავალი სხვა სტიპენდია და მონაწილეობდა რეზიდენციების პროგრამაში სერბეთსა და ბოსნიაში, რომელთა რიცხვშიც შედის ArtsLink და the Trust for Mutual Understanding. ამ პროგრამების საშუალებით, იგი თანამშრომლობდა ხელოვანებთან ყოფილი იუგოსლავიიდან. ასევე ატარებდა უორქშოპებს ქაღალდზე მუშაობასთან დაკავშირებით. მის ამჟამინდელ ფილმზე მუშაობას ხელს უწყობს სერბეთის კულტურის სამინისტრო და ჩიკაგოს კოლუმბიის კოლეჯი. ასევე, იგი არის ჩიკაგოს კოლუმბიის კოლეჯის ინტერდისციპლინარული ხელოვნების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი.  მისი კრიტიკული ესეები ხელოვნებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ბალკანურ ხელოვნებაზე, გამოქვეყნებულია ისეთ პუბლიკაციებში, როგორებიცაა BOMB, Art Papers, Chicago Art Magazine, Flash Art, Metropolis M, Proximity Magazine, Hand Papermaking, and AfterImage.

მირიამ შაერი არის ბრუკლინელი მულტიმედია წიგნის ხელოვანი და ლექტორი ჩიკაგოს კოლუმბიის კოლეჯის „წიგნისა და ქაღალდის“ ინტერდისციპლინარულ პროგრამაში. ის ხშირად იყენებს ტანსაცმლის დეტალებს, როგორებიცაა ქამრები, ბიუსჰალტერები და წინსაფრები. ასევე, ის იყენებს საბავშვო ტანსაცმლის მასალას უნიკალური და მცირედი გამოცემებისთვის. ქსოვილები გამოყენებულია მოსართავად, რათა წარმოაჩინოს ხელნაკეთ წიგნებში ჩადებული იდეები, რომლებიც განიხილავს ქალურ, სოციალურ და სულიერ საკითხებს. მისი ნამუშევრები იფინება მრავალ მუზეუმში, როგორებიცაა მანჰეტენის ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმი და ბიბლიის მუზეუმი ხელოვნებაში, ასევე, ევერსონის მუზეუმი სირაკუზში, ნიუ იორკი. მისი ნაშრომები წარმოდგენილია მრავალ კოლექციაში, როგორებიცაა იელის უნივერსიტეტის ხელოვნების წიგნების კოლექცია, მატა და არტურ ჯაფას კოლექცია: წიგნი როგორც ესთეტური ობიექტი ფლორიდის ატლანტიკის უნივერსიტეტში, ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმში და ჩრდილოეთ კაროლინის დიუკის უნივერსიტეტის სალი ბინგამის ქალთა ისტორიისა და კულტურის ცენტრში. მისმა ნამუშევრებმა მოიპოვა NYFA-ს ხელოვანთა სტიპენდია, ბრუკლინის მუზეუმის ელიზაბეთ ა. სექლერის ფემინისტური ხელოვნების წევრობა და წარდგენა სამხრეთ კორეის ჩეონგუს საერთაშორისო ხელოვნების ბიენალეზე. ეგვიპტეში, ალექსანდრიაში ის იყო ხელოვანი რეზიდენციაში 2007 წლის ალექსანდრიის ბიბლიოთეკის „წიგნის წარმოსახვის ბიენალეს“ ფარგლებში.   

//////////////////////////////////////////////////////////////////////

Clifton Meador is an artist whose works combine his writing, photography, printmaking, and design. He uses these disciplines to make artist’s books that explore how the narratives of culture, history, and place are the basis for identity. He has been the recipient of numerous grants and fellowships, most notably  having been twice the recipient of NYFA fellowships and as a Fulbright Scholar to the Republic of Georgia. His work is in many major collections of book art, including the Library of the Museum of Modern Art in New York, the Victoria and Albert Museum in London, and the Yale Art of the Book collection. Before becoming a professor, he was the director of Nexus Press, and collaborated on many well-known artists’ books. He taught graphic design at the State University of New York New Paltz for eleven years, and co-founded an interdisciplinary MFA program, the Visual Research Laboratory. In 2005, he became director of the Interdisciplinary MFA in Book and Paper at Columbia College Chicago, a graduate program that encourages students to think of the book arts and papermaking as sites for creating contemporary art.
Melissa Potter is a multi-media artist whose work deals with the commodification of women and their rites of passage from marriage to motherhood.  Her work is expressed in papermaking, drawing, print, sculpture, and video animation.  She exhibited at venues including White Columns in NYC, Bronx Museum of the Arts, Bronx, NY through the Artist in the Marketplace program, the VideoDumbo Festival, Galerija Zvono in Belgrade, Serbia in addition to exhibitions in universities and galleries internationally.  Her education includes an MFA from Mason Gross School of the Arts, Rutgers University and a BFA from Virginia Commonwealth University.  She is the founder of the feminist critique group, Art364B, and exhibits with them as well. Ms. Potter is a two-time Fulbright recipient, with a January 2009 Senior Specialist award in Belgrade, Serbia.  In 2006, she was a Fulbright Traditional Scholar implementing a hand papermaking program at the Faculty of Fine Arts, University of Belgrade in Belgrade, Serbia.  She has been the recipient of other awards and residencies in Serbia and Bosnia, including ArtsLink and the Trust for Mutual Understanding, through which she has collaborated with artists from the Former Yugoslavia and taught workshops on papermaking.  The Ministry of Culture of Serbia, and Columbia College Chicago currently support her film work.  She is an Assistant Professor in the Interdisciplinary Arts Department of Columbia College Chicago. Her critical essays on art, particularly art in the Balkans, have been printed inBOMB, Art Papers, Chicago Art Magazine, Flash Art, Metropolis M, Proximity Magazine, Hand Papermaking, and AfterImage.

Miriam Schaer is a Brooklyn-based multimedia book artist, and a Lecturer in the Interdisciplinary MFA Program in Book and Paper at Columbia College in Chicago. Ms. Schaer frequently uses garments such as girdles, bustiers, brassieres, and aprons as well as children’s' clothing as materials for unique and limited edition books. The fabrics are manipulated and embellished to serve as enclosures, inside which hand-made books explore feminine, social, and spiritual issues. Her work has been numerous museum shows including the Museum of Art and Design and The Museum of the Bible in Art, both in Manhattan, and the Everson Museum in Syracuse, NY. Her work represented in numerous collections, including the Arts of the Book Collection at Yale University; the Mata & Arthur Jaffe Collection: Book as Aesthetic Object at Florida Atlantic University, Boca Raton, FL; the Brooklyn Museum of Art; and the Sallie Bingham Center for Women's History & Culture, Duke University, Durham, NC. Her work has earned a NYFA Artists Fellowship, inclusion in the Elizabeth A. Sackler Center for the Feminist Art Base at the Brooklyn Museum, and representation at the Cheongju International Craft Biennale in South Korea. She was artist-in-residence for the 2007 Imagining the Book Biennale at the Library of Alexandria in Alexandria, Egypt.


30.11.12

ელიანე ესტერ ბოტსი / Eliane Esther Bots


ელიანე ესტერ ბოტსი დაიბადა 1986 ამსტერდამშინიდერლანდებშიდაამთავრა უტრეხტის სამხატვრო აკადემია (HKU). დამთავრების შემდეგ, მან  შეისწავლა „დოკუმენტი და თანამედროვე ხელოვნება“ ვიზუალური ხელოვნების სკოლაში (საფრანგეთი). 
ელიანე ბოტსი მუშაობს მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და ვიდეოზე, თავის ნამუშევრებში იგი აერთიანებს ფილმს, დოკუმენტალიზმს და ვიზუალურ ხელოვნებას. ვიზუალურად იგი რეალობასთან ახლოს რჩება და ამავდროულად,  გადაღების და მონტაჟის დროს ინარჩუნებს თავისუფლებას, რათა შეცვალოს და დაარეგულიროს სიტუაცია, გარემოცვა და სიუჟეტი. თავისი ნამუშევრებით ელიანე ბოტსი გადმოსცემს დაფარულ, მოულოდნელ და ყოველდღიურ ისტორიებს ადამიანებსა და ადგილების შესახებ. ის აჩვენებს რეალობასა და ჩვენ გარემოში არსებულ კინემატოგრაფიულ სილამაზეს. 
სახელოვნებო სამუშაოს  პარალელურად იგი ასწავლის უტრეხტის სამხატვრო აკადემიაში და მუშაობს როგორც თანაკურატორი არასამთავრობო ორგანიზაციაში Satellietgroep.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ: www.twosmallthings.com


Eliane Esther Bots (1986, Amsterdam, The Netherlands) graduated art academy Utrecht (HKU) and post-graduate trajectory 'Document and Contemporary art' at European school of visual art (France). 
She makes short films/videos, which balance between film, documentary and visual art. Visually she stays close to reality and at the same time she takes the freedom, during filming and editing, to change and adjust the situation, setting and storyline. With her work she tells hidden, unexpected and everyday life stories of people and places. She shows the visual cinematic beauty within reality and the daily life surrounding us. 
Besides her work as an artist she is a teacher in Art Academy Utrecht and works as a co-curator for the NGO Satellietgroep.
For more information visit www.twosmallthings.com

31.10.12

პარან პური / Paran Pour




პარან პური მონაწილეობს პროექტში „დროებითი დღეები: თბილისი“, სადაც გამოიფინება მისი და შტეფი შონეს თანამშრომლობითი პროექტი, „ოცდაორი დაისი“.

გამოფენის გახსნა შაბათს, 24 ნოემბერს, 17:00 სთ-ზე


თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
საგამოფენო დარბაზი (ძველი შენობა)
გრიბოედოვის ქ. 22, 0108 თბილისი


Paran Pour is participating in Interim Days:Tbilisi. On the exhibition she will present a collaborative project with Steffi Schöne, called ‘twentytwo sunsets'.


Exhibition opening Saturday 24th 17:00.

                                            
Tbilisi State Academy of Arts
Exhibition Hall (old building)
22 Griboyedov St. 0108 Tbilisi


პარან პური დაიბადა ირანში (1983 .), ცხოვრობს და მუშაობს ვენაში, ავსტრია. დაამთავრა კომუნიკაციის დიზაინის ფაკულტეტი და ამჟამად ვენის სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურის სტუდენდია ვიდეო ხელოვნების განხრით. თავის ვიდეო ნამუშევრებში და ინსტალაციებში იგი განიხილავს არქიტექტურას, როგორც საარსებო გარემოს, რომელიც ავლენს ძალოვან სტრუქტურებს და კულტურულ ფორმებს.

Paran Pour is born in Iran and is currently living and working in Vienna.
She graduated in Communication Design and is studying Fine Arts, now.
In her video works and installations she deals with architecture as a living environment, which reveals power structures and cultural patterns.

www.paranpour.com 



პარან პურის რეზიდენციაში მონაწილეობა ხორციელდება BLACK SEA CALLING Artist-in-Residence გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებულია გრაცის თანამედროვე ხელოვნების ასოციაციასა და ავსტრიის ევროპული და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტროს კულტურის პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლობით.

Paran Pour's residency is realized within the BLACK SEA CALLING Artist-in-Residence Exchange Programm, organized by association for contemporary art Graz in collaboration with the Department for Cultural Politics of the Austrian Federal Ministry for European and International Affairs.

1.10.12

პია ლანცინგერი და მიხაელ ჰაუფენი / Pia Lanzinger and Michael Hauffen



















ნამუშევრების პრეზენტაცია  შეხვედრა ხელოვანთანPresentation and Artist Talk
TBC ARTAREA  TV 2.0. ნ. ნიკოლაძის ქ. # 5  3 სართ. (მარჯვნივ) 
TBC ARTAREA TV 2.0  5 N.Nikoladze st. 3 Fl. (right) 

18.30   25.10.2012

ხანგრძლივობა: 1,5 სთ.
Duration: approx. 1,5 hour


პია ლანცინგერი მონაწილეობას მიიღებს არტისტერიუმში, 5-15 ოქტომბერი, ქარვასლა, თბილისი ისტორიის მუზეუმი. 

პია ლანცინგერი ბერლინში მოღვაწე ხელოვანია. იგი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო გამოფენებში და რეზიდენციებში; ასწავლის აკადემიებსა და უნივერსიტეტებში; არის სახელოვნები ჟიურების წევრი და ეწევა კურატორულ საქმიანობას, როგორც ინსტიტუციებში ასევე საჯარო სივრცეში.
მისი ნამუშევრები ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე ცხოვრების ნაკლებად თვალსაჩინო ასპექტებზე, შემოაქვს არქიტექტურული ელემენტები სოციალური და ისტორიული აღქმის ფარგლებში, რითაც იკვლევს კონფლიქტის სათავეებს, რა თავის მხრივ წარმოშობს ალტერნატივების შესაძლებლობას. პია ლანცინგერის თემატიკა (პოსტ)მოდერნისტულ ცხოვრებას, მუშაობას და გენდერს ეხება. მისი მზერა მიმართულია ისეთი კონტექსტის პერფორმატიულ და ნარატიულ ასპექტებზე,  რაც ღიად არ ჩანს. მისი ნამუშევრები ხშირად კოლაბორაციული ხასიათისაა და თანამონაწილე მხატვრებისთვის ერთგვარ მედია ექსპერიმენტად იქცევა. მისი მიზანია, გამოეყოს დომინანტური წესების და დანაყოფების ზონებს და როგორც თანამონაწილე, აქტიურად ჩერთოს ყოველდღიურობის თამაშში.
Pia Lanzinger will participate in Artisterium, 5-15 October, Karvasla, Tbilisi History Museum
Pia Lanzinger works as an artist in Berlin. International exhibition activities, working and project scholarships as well as residencies in South Korea, Worpswede, Paris and Edinburgh; activity as a lecturer in academies and universities, as a jury member and as a curator of exhibitions in art institutions and in the public space.
Her works deal with less observed structures of contemporary living spaces, and apply aspects of architectural pre-settings to social and historical frames of reference. In doing so, they also look for the roots of conflicts; that is, available alternatives. Thematically, they deal with relations concerning (post)modern life, work and gender. Her point of view is directed preferentially towards narrative and performative procedures of the positioning in sceneries of obfuscating contexts. The projects are often based on cooperations with the people the artist see as co-partners in media experiments. If one succeeds in discerning fractures or zones of indetermination within the dominant rules, and stimulate a desire for an active play with the rules of everyday existence on such basis, Pia Lanzinger has come closer to her aim.

Georgian Journal: http://www.georgianjournal.ge/index.php/city-lights/11452-pia-lanzinger-artistic-talk-and-presentation
TBCARTAREA TV 2.0 : http://www.youtube.com/watch?v=qdFgVIUWZCY&feature=share
///////////////////////////

მიხაელ ჰაუფენი / Michael Hauffen



















სემინარი/ვორკშოფი 
seminar / workshop 

ხელოვნების კრიტიკაროგორც ხელოვნება 
Art criticism as art 

29.10.2012   15.00  

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია,  გრიბოედოვის . 22 . რესტავრაციისხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი. 3 სართ. „ამერიკული კაბინეტი
Tbilisi State Academy of Arts, 22 Griboyedov st. The department of restoration, art history and theory. 3 fl. “American room”




განმანათლებლობის შემდეგ ხელოვნებასა და ხელოვნების კრიტიკას დაწყვილებულად ვხვდებით. ხელოვნების კრიტიკა ორივეა - ოპონენტიც და მხადამჭერიც. გამიჯვნის მცდელობები ზეგავლენას ახდენს ხელოვნების ავტონომიაზე, თუმცა, ასევე, მნიშვნელოვნად ფუნქციონირებს როგორც თვითკრიტიკა ხელოვნებაში. ავანგარდული ხელოვნების კონცეპტი გემოვნების ჩამოყალიბებული ნორმებისა და შესაბამისი სამომხმარებლო ბურჟუაზიული დამოკიდებულებების დაძლევის ნიშანდობლივ მოთხოვნას განსაზღვრავს. შესაბამისად, ხელოვნების ფორმები, რომლებიც განსაკუთრებით კრიტიკულია, ცენტრალურ პოზიციებს მოიაზრებენ.
ამ პერსპექტივიდან, ცხადია, რომ ხელოვნების კრიტიკა არ შეიძლება დამოუკიდებლად არსებობდეს. ეს არ არის მეცნიერება (მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო წყაროებს ეფუძნება) და ეს არ არის მარტივი თარგმნა, არ არის უბრალო საქმე, რამდენადაც ის იყენებს ესთეტური პროდუქციისა და იდეების საკუთარ ფორმებს. როგორც დიალოგური პარტნიორი და უკუქცევითი დონეების გარანტორი, საკუთარი პოზიციის მიუხედავად, ხელოვნების კრიტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელოვნებო სისტემაში.
ამ ურთიერთობების მაგალითები წარმოდგენილი იქნება ხელოვანებისა და ხელოვნების კრიტიკოსების მანიფესტების მაგალითზე. მანიფესტები ხელოვნების კრიტიკის მოკლე ფორმებია: ისინი ზღვარს ავლებენ არსებულ პოზიციებსა და ტენდენციებს შორის და ასევე, ყურადღებას ამახვილებენ საკუთარ პოზიციებზე.
ეს სემინარი იქნება მცდელობა შეიქმნას მსგავსი პროდუქტიული დაძაბულობა მოკლე მანიფესტების ფორმით, რომლებიც უკავშირდება სახელოვნებო სისტემის სხვადასხვა დონეს და მონაწილეთა მდგომარეობას. მანიფესტები განხილული და რედაქტირებული იქნება ვორქშოფზე. 

მიხაელ ჰაუფენი ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში. განათლებით სოციოლოგმა და ფერმწერმა, მან თეორიული დისკუსიების და ესთეტიკური პრაქტიკის ინტერაქციის სერია წამოიწყო, რასაც დღესაც აგრძელებს.
პროქტისთვის “სინელის მოძრაობა” (Movement of Slowness) 1993, რომლის ფარგლებშიც მან პროვოკატიული შეკითხვების მეშვეობით ადამიანები ხელოვნების სოციალურ ლიმიტს დაუპირისპირა, მიხაელ ჰაუფენმა ქალაქ მიუნჰენის გრანტი მოიპივა.
ნამუშევარში “ილაპარაკე ხელოვნებით ხელოვნებაზე” (Talk about / as Art) მან გამოხატა თავისი გამოცდილება საუბრისა ხელოვნებაზე კომპუტერის მიერ შექმნილი წინადადებებით, რომლებიც ასახული იყო მონიტორზე. 1994 წლიდან მისი არტ-კრიტიკა იბეჭდება ისეთ ჟურნალებში, როგორებიცაა "Kunstforum International", "springerin"(ვენა) დაKunstbulletin“ (ციურიხი).

//////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////



With the age of Enlightenment art comes paired with art criticism. Art criticism is both opponent and supporter. Demarcation trends are affecting the autonomy of art, but also function increasingly within the art itself as art critique. The concept of avant-garde art marks the inherent claim to exceed established norms of taste and corresponding bourgeois consumerist attitudes. Art forms that are especially critical assume therefore a central position.

From this perspective it is obvious, that art criticism cannot be an autonomous entity. It is not a science (even if it is based on scientific resources), and it is no mere translation, not just a trade, because it takes its own forms of aesthetic production and ideas into the game. Within the art system it plays a vital role by acting as a dialogue partner and a guarantor of reflexive levels, regardless of the vote, which it provides.

Examples of this relationship is to be presented on the basis of manifestos by artists and art critics. Manifests are a short form of art criticism: they demarcate existing positions and trends and highlight their own frontline.

The seminar will now be attempting to create such a productive tension in the form of short manifestos, which refer to different levels of the art system and / of the participants own situation. The manifestos are discussed in the workshop and get edited.


Michael Hauffen lives in Berlin. He studied sociology and painting and started a series of interactions between theoretical discussions and aesthetic practices, which is not finished yet.
With the project "Movement of Slowness" (1993) he received a grant from the City of Munich for confronting people with provocative questions concerning the social limits of art.
In his work "Talk about / as Art" he reflected his experience of talking about art in an installation containing computer-generated sentences appearing on a monitor.
Since 1994 he is practicing the art of criticizing works of art in "Kunstforum International", "springerin" (Vienna) and „Kunstbulletin“ (Zurich).


24.9.12

ევი შუბერტი / Evy Schubert




















ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანი ვიდეო ფილმების ჩვენება
Experimental Shorts - Video screening 

ენა ინგლისური ქართული თარგმანით (ფილმები არ იქნება ნათარგმნი)
Language: English with Georgian translation (films will be not translated)  


TBCARTAREA  TV 2.0. . ნიკოლაძის . # 5  3 სართ. (მარჯვნივ
TBCARTAREA TV 2.0  5 N.Nikoladze st. 3 Fl. (right) 


19.30   28.09.2012

ხანგრძლივობა: 1 სთ.
Duration: approx. 1 hour

ევი შუბერტი, რეჟისორი და ფოტოგრაფი, ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში, (გერმანია). პრეზენტაციისთვის იგი აწყობს გერმანული თანამედროვე ვიდეო პერფორმანსის და ვიდეო ნამუშევრების ჩვენებას. ვიდეო ჩვენების დროს ყურადღება გამახვილებული იქნება პერფორმანსზე, საკუთარი თავის სოციალურ და/ან პოლიტიკურ კონტექსტში. ნაჩვენები იქნება ისეთი ხელოვანების ნამუშევრები, როგორებიცაა ბიორნ მელუზი, ჰერბრეტ ფრიტჩიშარამ ენთეკაბი და ევი შუბერტი, გაიმართება დისკუსია.



Evy Schubert, director and photographer, living and working in Berlin, Germany, holds a screening on contemporary video performance and video art from Germany. The screening focusses on performance of the self in a social and or political context. Works by artists such as Bjoern Melhus, Herbert Fritsch, Shahram Entekhabi and Evy Schubert will be presented and discussed.

/////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////


ევი შუბერტი დაიბადა 1981 წელს, ქალაქ ბრემენში, გერმანია, ამჟამად იგი ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში. ფოტოგრაფიაში მან განათლება მიიღო ‘Spéos Photographic Institute’-ში პარიზი, ხოლო სარეჟისორო განათლება თეატრში ‘Volksbuehne am Rosa-Luxemburg-Platz’, ბერლინი. ამასთან ერთად იგი ფლობს აკადემიურ დიპლომს სოციალურ მეცნიერებასა და კომუნიკაციის დარგებში (ბაკალავრის ხარისხი), ერფურტის უნივერსიტეტი (University of Erfurt) და სამაგისტრო ხარისხს თეატრმცოდნეობაში, თავისუფალი უნივერსიტეტი, ბერლინი (Freie Universitaet Berlin).
ევი შუბერტის ნამუშევრები არის სოციოლოგიის, პოლიტიკური და კულტურული ფენომენების სიმბიოზი რთიც იგი თავის არტისტულ ენას ქმნის რომელიც ვიდეოს, პერფორმანსების და ფოტოგრაფიის სახით გვევლინება.

ამჟამად ევი შუბერტი მუშაობს სამნაწილიან ვიდეოპერფორმანსზე რომელიც დროის აღქმას ეხება. ამ ტრიპტიხის პირველ ნაწილიში “Ich warte nicht auf dich mit diesem Tag” (“ამ დღით მე შენ არ გელოდები”) ოთხი მოხუცებული ადამიანი გვაჩვენებს დროის ამაოებას მაშინ, როდესაც ისინი სიცოცხლის და სიკვდილს შორის არიან. მეორე ნაწილი ფილმისა იქნება პასუხი პირველზე და მას ევი შბერტი საქართველოში, გეოეარის რეზიდენციაში ყოფნისას გადაიღებს.


Evy Schubert, born in 1981 in Bremen, Germany, living and working in Berlin, got educated as a photographer at ‘Spéos Photographic Institute’, Paris, and as a director at the theatre ‘Volksbuehne am Rosa-Luxemburg-Platz’, Berlin. Furthermore she holds an academic degree in social sciences and communication science (BA, University of Erfurt) as well as theatre science (MA, Freie Universitaet Berlin).

Her work can be understood as a symbiosis of these fields in order to discover a sociological, political and/ or cultural phenomenon leading to an artistic result varying from video performance to still photography. 

Currently Evy Schubert is working on a triptych of video performances that deal with the perception of time. In the first work of this circle “Ich warte nicht auf dich mit diesem Tag” (“I am not waiting for you with this day”) four elderly people demonstrate and reflect the stillness and usefulness of time and waiting at the in-between of life and death. This video performance is currently being post-produced. The second filmic work will be a direct answer to “Ich warte nicht auf dich mit diesem Tag” and will be realized throughout an artistic residency at GeoAIR in Tbilisi, Georgia.

დილა მშვიდობისა, საქართველო! რუსთავი2 / Dila Mshvidobisa, Sakartvelo! Rustavi2.28.09.2012 /07.45 h.

TBCARTAREA TV 2.0
http://www.youtube.com/watch?v=sDGN6v3cdC4&feature=share