დონიკა
ჩინა ახალგაზრდა ალბანელი ხელოვანია, რომელიც
ტირანასა
(ალბანეთი) და კლუჟ-ნაპოკაში (რუმინეთი) ცხოვრობს.
ის ძირითადათ მუშაობს ვიდეო ხელოვნების, ვიდეო ინსტალაციისა და მოკლე ფილმების სფეროში.
დამთავრებული აქვს ტირანას სამხატვრო აკადემიის მულტიმედია ხელოვნების ფაკულტეტი. ამჟამად
სწავლობს ფოტოგრაფიასა და ვიდეო ხელოვნებას კლუჟ-ნაპოკას ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტში.
დონიკა ცანას მიღებული აქვს მონაწილეობა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ გამოფენებსა
და პროექტებში.
ხელოვანის ინტერესთა სფეროებს განეკუთვნება
შემეცნების
პროცესი, ადამიანების მიერ სამყაროს აღქმა და პირადი და კოლექტიური გამოცდილების საფუძველზე
სხვადასხვა ფენომენთან შეხვედრის ანალიზი. ხელოვანის შემოქმედების ძირითადი ობიექტია თავად ის, მისი ისტორია და ის ამბები,
რომლებიც მის გარშემო ხდება. ის ცდილობს ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა თვალსაზრისი,
გაანალიზოს მომხდარი და ის, რაც ახლა ხდება; გამოიკვლიოს ფიზიკური და ემოციური ასპექტები,
რომლებიც უნივერსალურ კითხვებსა და თემებში ჩაღრმავებისათვის საწყის წერტილს წარმოადგენს.
დონიკას აინტერესებს სოციალური სტატუსის თემა და საზოგადოების მხრიდან მისი, როგორც
ადამიანის აღქმა და განსჯა. ის ცდილობს ინტერიერსა
და ექსტერიერს შორის დაპირისპირების შექმნასა და მათ მრავალფეროვან წარმოჩენას; შესაძლებლობების შექმნას სხვადასხვა ფენომენის მიუკერძოებელი
შეფასებისათვის; ჩვენს პირად და კოლექტიურ განსჯასთან დაკავშირებული კითხვების დასმას.
დონიკასთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავად პროცესი, რომელსაც ის სხვადასხვა მოვლენის
დაწყებისა და განვითარების სფეროდ განიხილავს.
დონიკა ჩინას რეზიდენცია არის გეოეარსა და T.I.C.A-ს (ალბანეთი) შორის გაცვლითი პროგრამის ნაწილი. იგი მოწვეულ იქნა პროექტში "აღმოაჩინე ელიავა" მონაწილეობის მისაღებად.
პროექტი ხორციელდება GALA (Green Art Lab Alliance) ფარგლებში, ევროკავშირის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით.
დონიკა ჩინა იმუშავებს თბილისში მცხოვრებ და მომუშავე ავსტრიელ ხელოვანთან, კატარინა შტადლერთან ერთად.
დამატებითი ინფორმაცია პროექტ GALA-ს შესახებ იხილეთ:
პროექტი ხორციელდება GALA (Green Art Lab Alliance) ფარგლებში, ევროკავშირის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით.
დონიკა ჩინა იმუშავებს თბილისში მცხოვრებ და მომუშავე ავსტრიელ ხელოვანთან, კატარინა შტადლერთან ერთად.
დამატებითი ინფორმაცია პროექტ GALA-ს შესახებ იხილეთ:
/////////////////////////////////////////
Donika Cina is a young Albanian artist. She lives between Tirana,
Albania and Cluj-Napoca, Romania. Donika usually works in the medium of video
art, video installation and short movies. She graduated from the Faculty of Multimedia
Art at the Academy of Arts in Tirana and continues to study photography and video
at the University of Arts and Design in Cluj-Napoca, Romania. She has been part
of numerous national and international exhibitions and projects.
Donika Cina is interested in the cognition processes, in the way we see
the world and the way we are introduced to the diverse phenomena on the basis
of our personal and collective experiences. The subject of the most
of her works is she herself, her story and the stories of the surrounding crowd.
She is working on comparing of different points of view regarding to what had
happened and what is actually happening; investigation of physical and
emotional aspects, which serve as a starting point for proceeding into the more
universal questions and themes; gaining of a social status, the way Donika is
perceived and judged by the society. Donika creates a confrontation between the
exterior and the interior by presenting them in a multifaceted way. She tries
to give all the possible chances to the impartial evaluation of a phenomenon and
puts under question mark our ways of personal and collective judgment. Donika
puts a great importance into the process itself, considering it to be a
segment where different events start and develop.
Donika Cinas residency stay is part of an exchange program between GeoAIR and T.I.C.A.(Albania). She is invited to participate in the project "Discover Eliava". It is implementing in the frame of GALA (Green Art Lab Alliance) project, with the support of the Culture Programme of the European
Union.
Donika Cinas will be working with in Tbilisi based, Austrian artist Katharina Stadler.
Donika Cinas will be working with in Tbilisi based, Austrian artist Katharina Stadler.
more info about GALA: http://www.transartists.org/green-art-lab-alliance
Donika Cinas residency stay is kindly supported by Tbilisi cultural activity center
No comments:
Post a Comment