19.12.12

კლიფ მედორი / მელისა პოტერი / მირიამ შაერი - Clifton Meador / Melissa Potter / Miriam Schaer

ვორკშოპი - artist's book - workshop

23.01.2013
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გრიბოედოვის ქ. 22, 0108 თბილისი
7 სართული, გრაფიკის მიმართულება.
პრეზენტაცია ჩატარდა 713 ოთახში, სარეკლამო გრაფიკის სახელოსნოში. ვორკშოფი - 704 ოთახში.


23.01.2013 
Tbilisi State Academy of Arts, 22 Griboyedov St. 0108 Tbilisi
7th Floor, Direction of Graphics.

Presentation took place in room 713, Advertisement Design studio. The workshop - in room 704.

ენა: ინგლისური ქართული თარგმანით
დასაწყისი 10:00
ხანგრძლივობა - 5სთ.
Language: English with Georgian translation
Beginning at 10:00
Duration - 5 hours


კლიფტონ მედორმა, მელისა პოტერმა და მირიამ შაერმა ჩაატარეს  ვორკშოფი სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან წიგნის კეთებით. დასაწყისში მათ წარადგინეს და განიხილეს თავიანთი ნამუშევრები. ამის შემდეგ, მათ მონაწილეებს  გააცნეს სხვადასხვა, ალტერნატიული წიგნის სტუქტურა და განიხილეს თუ რა გამომსახველობით  პოტენციალს, თხრობითობასა და სახელოვნებო კვლევის საფუძველს გვთავაზობს წიგნების სხვადასხვა სტრუქტურები. ვორკშოფის განმავლობაში მონაწილეებმა ისწავლეს და გააკეთეს სხვადასხვა სტრუქტურის წიგნების ნიმუშები და საბოლოოდ მიიღეს წიგნთა სხვადასხა ფორმატების ნაკრები.


Clifton Meador, Melissa Potter and Miriam Schaer conducted a workshop for student working on books. In the beginning, they presented and discussed own works and lead participants through a variety of alternative book structures and discussed the ways that various structures offer expressive potential, narrative opportunities, and ground for artistic exploration. Afterwards, they conducted a book structure workshop. Throughout the workshop, students learnt and made book samples of different structures and in the end had the toolkit of various book formats.


კლიფ მედორი არის ხელოვანი, რომლის ნამუშევრებშიც კომბინირებულია მისი მწერლობა, ფოტოგრაფია, ბეჭდვა და დიზაინი. იგი იყენებს ამ დისციპლინებს იმ სახელოვნებო წიგნების შესაქმნელად, რომლებიც ხსნიან თუ როგორ ეფუძნება იდენტობა კულტურის, ისტორიისა და ადგილის ნარატივებს. მას მიღებული აქვს მრავალი სტიპენდია, რომელთაგან გამოირჩევა NYFA-ს ორი  სტიპენდია. ასევე იგი იყო Fullbright-ის სტიპენდიანტი საქართველოში. მისი ნამუშევრები მრავალ მნიშვნელოვან სახელოვნებო წიგნების კოლექციებშია, როგორებიცაა ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ბიბლიოთეკა, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი ლონდონში და იელის სახელოვნებო წიგნების კოლექცია. სანამ მედორი პროფესორი გახდებოდა, ის იყო „ნექსუს პრესის“ დირექტორი და მონაწილეობდა მრავალი სახელოვნებო წიგნების შექმნაში. 11 წლის მანძილზე ის ასწავლიდა გრაფიკულ დიზაინს ნიუ იორკის ნიუ პალცის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი ასევე არის ვიზუალური კვლევის ლაბორატორიაში ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამის თანადამაარსებელი. 2005 წელს კლიფ მედორი გახდა ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამის „წიგნისა და ქაღალდის“  დირექტორი ჩიკაგოს კოლუმბიის კოლეჯში. ეს არის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტებს იფიქრონ წიგნის ხელოვნებაზე, როგორც იმ სივრცეზე სადაც შესაძლებელია თანამედროვე ხელოვნების შექმნა.

მელისა პოტერი არის მულტიმედია ხელოვანი, რომლის ნამუშევრებიც ეხება ქალთა გარდაქმნას და მათი ქორწინებიდან დედობამდე გარდაქმნის წეს-ჩვეულებებს. მისი ნამუშევრები გამოიხატება ქაღალდის, გრაფიკულ, ბეჭდურ, სკულპტურულ და ვიდეო-ანიმაციურ ფორმებში. იგი იფინებოდა  ნიუ იორკის უაით ქოლუმნსში“, ბრონქსის ხელოვნების მუზეუმში, პროგრამაში ნიუ იორკი საბაზრო ხელოვანის თვალით, ფესტივალზე VideoDumbo, სერბეთში ბელგრადის ზვონო გალერეაში და სხვადასხვა გამოფენებზე, უნივერსიტეტებსა და გალერეებში საერთაშორისო მასშტაბით. მისი განათლება მოიცავს  სამაგისტრო ხარისხს რათგერსის უნივერსიტეტის მეისონ გროსის სახელოვნებო სკოლიდან და ხელოვნების საბაკალავრო ხარისხს ვირჯინიის ქომონველსის უნივერსიტეტიდან. ის არის ფემინისტური კრიტიკული ჯგუფის, Art364B დამაარსებელი და იფინება მათთან ერთადაც. მელისა პოტერს ორჯერ აქვს მიღებული Fullbright-ის სტიპენდია და 2009 წლის იანვარში მიღებული აქვს უფროსი სპეციალისტის ჯილდო ბელგრადში. 2006 წელს ის იყო Fullbright-ის „ტრადიციული მეცნიერი“, რის ფარგლებშიც ის ახორციელებდა ხელით ქაღალდზე მუშაობის პროგრამას სერბეთის ბელგრადის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. მან, ასევე, მიიღო მრავალი სხვა სტიპენდია და მონაწილეობდა რეზიდენციების პროგრამაში სერბეთსა და ბოსნიაში, რომელთა რიცხვშიც შედის ArtsLink და the Trust for Mutual Understanding. ამ პროგრამების საშუალებით, იგი თანამშრომლობდა ხელოვანებთან ყოფილი იუგოსლავიიდან. ასევე ატარებდა უორქშოპებს ქაღალდზე მუშაობასთან დაკავშირებით. მის ამჟამინდელ ფილმზე მუშაობას ხელს უწყობს სერბეთის კულტურის სამინისტრო და ჩიკაგოს კოლუმბიის კოლეჯი. ასევე, იგი არის ჩიკაგოს კოლუმბიის კოლეჯის ინტერდისციპლინარული ხელოვნების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი.  მისი კრიტიკული ესეები ხელოვნებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ბალკანურ ხელოვნებაზე, გამოქვეყნებულია ისეთ პუბლიკაციებში, როგორებიცაა BOMB, Art Papers, Chicago Art Magazine, Flash Art, Metropolis M, Proximity Magazine, Hand Papermaking, and AfterImage.

მირიამ შაერი არის ბრუკლინელი მულტიმედია წიგნის ხელოვანი და ლექტორი ჩიკაგოს კოლუმბიის კოლეჯის „წიგნისა და ქაღალდის“ ინტერდისციპლინარულ პროგრამაში. ის ხშირად იყენებს ტანსაცმლის დეტალებს, როგორებიცაა ქამრები, ბიუსჰალტერები და წინსაფრები. ასევე, ის იყენებს საბავშვო ტანსაცმლის მასალას უნიკალური და მცირედი გამოცემებისთვის. ქსოვილები გამოყენებულია მოსართავად, რათა წარმოაჩინოს ხელნაკეთ წიგნებში ჩადებული იდეები, რომლებიც განიხილავს ქალურ, სოციალურ და სულიერ საკითხებს. მისი ნამუშევრები იფინება მრავალ მუზეუმში, როგორებიცაა მანჰეტენის ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმი და ბიბლიის მუზეუმი ხელოვნებაში, ასევე, ევერსონის მუზეუმი სირაკუზში, ნიუ იორკი. მისი ნაშრომები წარმოდგენილია მრავალ კოლექციაში, როგორებიცაა იელის უნივერსიტეტის ხელოვნების წიგნების კოლექცია, მატა და არტურ ჯაფას კოლექცია: წიგნი როგორც ესთეტური ობიექტი ფლორიდის ატლანტიკის უნივერსიტეტში, ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმში და ჩრდილოეთ კაროლინის დიუკის უნივერსიტეტის სალი ბინგამის ქალთა ისტორიისა და კულტურის ცენტრში. მისმა ნამუშევრებმა მოიპოვა NYFA-ს ხელოვანთა სტიპენდია, ბრუკლინის მუზეუმის ელიზაბეთ ა. სექლერის ფემინისტური ხელოვნების წევრობა და წარდგენა სამხრეთ კორეის ჩეონგუს საერთაშორისო ხელოვნების ბიენალეზე. ეგვიპტეში, ალექსანდრიაში ის იყო ხელოვანი რეზიდენციაში 2007 წლის ალექსანდრიის ბიბლიოთეკის „წიგნის წარმოსახვის ბიენალეს“ ფარგლებში.   

//////////////////////////////////////////////////////////////////////

Clifton Meador is an artist whose works combine his writing, photography, printmaking, and design. He uses these disciplines to make artist’s books that explore how the narratives of culture, history, and place are the basis for identity. He has been the recipient of numerous grants and fellowships, most notably  having been twice the recipient of NYFA fellowships and as a Fulbright Scholar to the Republic of Georgia. His work is in many major collections of book art, including the Library of the Museum of Modern Art in New York, the Victoria and Albert Museum in London, and the Yale Art of the Book collection. Before becoming a professor, he was the director of Nexus Press, and collaborated on many well-known artists’ books. He taught graphic design at the State University of New York New Paltz for eleven years, and co-founded an interdisciplinary MFA program, the Visual Research Laboratory. In 2005, he became director of the Interdisciplinary MFA in Book and Paper at Columbia College Chicago, a graduate program that encourages students to think of the book arts and papermaking as sites for creating contemporary art.
Melissa Potter is a multi-media artist whose work deals with the commodification of women and their rites of passage from marriage to motherhood.  Her work is expressed in papermaking, drawing, print, sculpture, and video animation.  She exhibited at venues including White Columns in NYC, Bronx Museum of the Arts, Bronx, NY through the Artist in the Marketplace program, the VideoDumbo Festival, Galerija Zvono in Belgrade, Serbia in addition to exhibitions in universities and galleries internationally.  Her education includes an MFA from Mason Gross School of the Arts, Rutgers University and a BFA from Virginia Commonwealth University.  She is the founder of the feminist critique group, Art364B, and exhibits with them as well. Ms. Potter is a two-time Fulbright recipient, with a January 2009 Senior Specialist award in Belgrade, Serbia.  In 2006, she was a Fulbright Traditional Scholar implementing a hand papermaking program at the Faculty of Fine Arts, University of Belgrade in Belgrade, Serbia.  She has been the recipient of other awards and residencies in Serbia and Bosnia, including ArtsLink and the Trust for Mutual Understanding, through which she has collaborated with artists from the Former Yugoslavia and taught workshops on papermaking.  The Ministry of Culture of Serbia, and Columbia College Chicago currently support her film work.  She is an Assistant Professor in the Interdisciplinary Arts Department of Columbia College Chicago. Her critical essays on art, particularly art in the Balkans, have been printed inBOMB, Art Papers, Chicago Art Magazine, Flash Art, Metropolis M, Proximity Magazine, Hand Papermaking, and AfterImage.

Miriam Schaer is a Brooklyn-based multimedia book artist, and a Lecturer in the Interdisciplinary MFA Program in Book and Paper at Columbia College in Chicago. Ms. Schaer frequently uses garments such as girdles, bustiers, brassieres, and aprons as well as children’s' clothing as materials for unique and limited edition books. The fabrics are manipulated and embellished to serve as enclosures, inside which hand-made books explore feminine, social, and spiritual issues. Her work has been numerous museum shows including the Museum of Art and Design and The Museum of the Bible in Art, both in Manhattan, and the Everson Museum in Syracuse, NY. Her work represented in numerous collections, including the Arts of the Book Collection at Yale University; the Mata & Arthur Jaffe Collection: Book as Aesthetic Object at Florida Atlantic University, Boca Raton, FL; the Brooklyn Museum of Art; and the Sallie Bingham Center for Women's History & Culture, Duke University, Durham, NC. Her work has earned a NYFA Artists Fellowship, inclusion in the Elizabeth A. Sackler Center for the Feminist Art Base at the Brooklyn Museum, and representation at the Cheongju International Craft Biennale in South Korea. She was artist-in-residence for the 2007 Imagining the Book Biennale at the Library of Alexandria in Alexandria, Egypt.


No comments:

Post a Comment