შეხვედრა ქეტრინ ჰემელრაიკთან
Meeting with Catherine Hemelryk
19.05.2011, 17:00-20:00
სამხატვრო აკადემიის თავისუფალი სახელოსნო
გრიბოედოვის 22
ქეთრინ ჰემელრაიკი ისაუბრებს პროტესტზე, როგორც ხელოვნების ფორმაზე. იგი განიხილავს ნომედა და გედემინას ურბონასების მიერ ვილნიუსში მოწყობილი პროექტს Pro-Test Lab-ს. პროექტი მოეწყო ლიტვაში საჯარო სივრცის პრივატიზების პერიოდში და ფოკუსირებული იყო კინო ლიეტუვას სიმბლოლურ სივრცეზე. ქეთრინ ჰემელრაიკი აგრეთვე ისაუბრებს პროტესტის, როგორც ხელოვნების ფორმის სხვა მაგალითებზე, როგორიცაა უახლესი დროის კამპანია "გადაარჩინეთ ხელოვნება" (Save the Arts) ბრიტანეთში პასუხად მთავრობის მიერ ხელოვნების და განათლების ფონდის ბიუჯეტის შემცირებაზე. იგი ისაუბრებს არის თუ არა საზღვარი პოლიტიკურ ეპიგრამებს, საჯარო პროტესტსა და აქცია როგორც ხელოვნების ფორმას შორის და რა ხდება, როდესაც ისინი ეფარებიან ერთმანეთს.
Catherine Hemelryk will talk about protest as an art form. She will discuss the Pro-Test Lab steered by Nomeda and Gediminas Urbonas in Vilnius at a time of privatization of public space in Lithuania, whose project used the iconic Cinema Lietuva as its focus. With a nod to the political activism of the 1960s and 70s, she will also talk about other examples of protest as art including the recent Save the Arts campaign in the UK as a result of government cuts to arts funding and education, asking if there is a line between political epigram, protest publicity, action as art and what happens when they overlap.
Disobedience Archive / Disobedience east / Nomeda and Gediminas Urbonas, Pro-test lab archive, 2005-2007, Video Still, Courtesy of the artist.
ქეთრინ ჰემელრაიკი (დაიბადა 1978 წელს რაგბიში, დიდი ბრიტანეთი), დამოუკიდებელი კურატორი. მუშაობს და ცხოვრობს ლონდონში, ნორთემპტონში და რაგბიში.
ქეთრინ ჰემელრაიკმა დაამთავრა ხელოვნების სამეფო კოლეჯის მაგისტრატურა თანამედროვე ხელოვნების კურატორობის განხრით, ასევე დაამთავრა ნიუკასტელის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი ფერწერის განხრით (იგი მონაწილეობდა ერაზმუსის გაცვლით პროგრამაში, VSVU (სამხატვრო აკადემიაში) ბრატისლავაში). ამჟამად სწავლობს პოლიტიკას ღია უნივერსიტეტში.
ქეთრინ ჰემელრაიკი მუშაობს ბრიტანეთის მასშტაბით სახელოვნებო პროექტებზე და ასევე ნახევარ განაკვეთზე Fishmarket Gallery-ში ნორთემპტონში. 2005-2008 წლებში იგი იყო ვილნიუსის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (CAC Vilnius) კურატორი, სადაც კურატორობდა გამოფენებს, რომელთა შორისაა “ზღაპრები სამოგზაურო ჟურნალიდან” და “მე და ექსტრემალური უნარები”. ის ასევე მუშაობდა CAC TV-სა და Info Lab-თან ერთად, სადაც ხელმძღვანელობდა ხელოვანთა ინტერვენციებს და აწყობდა ჯგუფურ დისკუსიებს. ის აფუძნებდა საკურატორო რეზიდენციებს და უძღვებოდა პროექტებს ჰურნის სასტუმრო მარია კაპელში (Hotel MariaKapel), მაგაცინში (ბელგრადი), ბერლინის გალერეა ანტიე ვაქსში (Galerie Antje Wachs), კურატორობდა საგამოფენო პროგრამებსა და ღონისძიებებს_CPD ბარი წმ. ედმუნდის გალერეაში (Bury St Edmunds Art Gallery) და BCA აღმოსავლეთ ინგლისში. ქეთრინ ჰემელრაიკს რეგულარულად აქვს მოხსენებები და კითხულობს ლექციებს. მის მიერ დაწერილ და რედაქტირებულ ესეებსა და კრიტიკულ სტატიებს შორისაა Channa Boon (გამომცემლობა: Stroom, Siaures Atenai, Estonia Art) მანვე დააარსა Beyond – ინფორმაციის გავრცელების ქსელი ინგლისის აღმოსავლეთ ნაწილისათვის. ის არის წევრი ხელოვანთა საბჭოსი (Arts Council Escalator) და მიღებული აქვს მონაწილეობა პროექტებში: Wysing Arts Centre და Mind Radio.
2011 წელს ქეთრინ ჰემელრაიკი კურატირებს პროექტს, რომელშიც ჩართულია ხუთი სახელმწიფო სახლი (stately home), ხუთი თანამედროვე მწერალი და ხელოვანი ჰეილი ლოკი. იგი ეხება სახლებში პარალერული სამყაროების ინტეგრირებას.
Catherine Hemelryk (Born 1978 in Rugby, UK) independent curator, lives and works in London, Northampton and Rugby.
Catherine Hemelryk holds an MA Curating Contemporary Art from the Royal College of Art, London, and BA (hons) Fine Art from Newcastle University (with an Erasmus Exchange to VSVU Bratislava). She is currently studying Politics at the Open University.
Catherine Hemelryk is an independent curator with projects across the UK and Europe as well as Curator three days a week at the Fishmarket Gallery in Northampton. She was Curator at CAC Vilnius from 2005-2008 where she curated exhibitions including Tales From the Travel Journal vol. I and Extreme Crafts. She also worked with CAC TV and the Info Lab, commissioning artist interventions and establishing a Discussion group. She has undertaken curatorial residencies and curated projects at Hotel MariaKapel in Hoorn, Magacin in Belgrade, Galerie Antje Wachs in Berlin and has curated programmes of exhibitions, events and CPD for Bury St Edmunds Art Gallery and BCA in the East of England. Catherine regularly gives talks and lectures and has edited and written essays and performance writings and reviews for publications including Channa Boon published by Stroom, Siaures Atenai, Estonia Art and has established Beyond, an information distribution network for the East of England. She is an Arts Council Escalator Artist and has participated in projects at Wysing Arts Centre and Mind Radio.
In 2011 she is curating a project with five stately homes, five contemporary writers and artist Hayley Lock, embedding parallel worlds within the houses.
Residency stay of Catherine Hemelryk is supported by:
Arts Council England
Arts Council England
No comments:
Post a Comment