7.12.14

რიჩარდ ბაქსტორმი / Richard Baxstrom

ყოველდღიურობის რითმი: თბილისელი მიგრანტების ისტორიები / Rhythm of the Everyday: Tbilisi Migrant Stories

23.12.2014 - ფილმის საჯარო ჩვენება, ვარდების რევოლუციის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი / Public screening at Rose Revolution Square underground passage

ფოტოები / Photos

ფილმი / Film

--
რიჩარდ ბაქსტორმი არის ედინბურგის უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის ლექტორი. ის არის ავტორი წიგნისა - Houses in Motion: The Experience of Place and the Problem of Belief in Urban Malaysia (Stanford University Press 2008). ასევე, ტოდ მეიერსთან ერთად ის გახლავთ თანარედაქტორი პუბლიკაციისა anthropologies (Creative Capitalism 2008), რომელიც შეეხება ხელოვნებისა და ანთროპოლოგიის კავშირით მიღებულ შედეგებს. როგორც ბალტიმორში არსებული სახელოვნებო კოლექტივის Creative Capitalism-ის წევრს (2005 წლიდან / დაარსებიდან), რიჩარდს მონაწილეობა აქვს მიღებული გამოფენებში აშშ-ში, ნიდერლანდებსა და მალაიზიაში, ასევე, ის მუშაობდა სხვადასხვა დამოუკიდებელ ფილმებზე და იბეჭდება ისეთ ჟურნალებსა და პერიოდულ გამოცემებში, როგორებიცაა: Esse: arts + opinions, Parachute: revue d’art contemporain, Rue Descartes, and Off the Edge. მისი ბოლო დროის წიგნი (ტოდ მეიერსთან ერთად), Realizing the Witch: Science, Cinema, and the Mastery of the Invisible გამოიცემა 2015 წელს Fordham University Press-ის მიერ.

გეოეარმა, რიჩარდ ბაქსტრომთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი და ვორქშოპი ყოველდღიურობის რითმი: თბილისელი მიგრანტების ისტორიები."

არსებობს თუ არა საზღვარი სამეცნიერო და სახელოვნებო ნამუშევრებს შორის? სად და როგორ იკვეთებიან ისინი? რა კავშირია თანამედროვე ხელოვნებასა და ანთროპოლოგიას შორის? როგორ შეიძლება დავუკავშირდეთ ურბანული გარემოს ყოველდღიურობას, შესაბამის სოციალურ საკითხებს და მოვახდინოთ ამ ცოდნით ვიზუალური ენით გადმოცემა?

ეს პროექტის საწყისი კითხვები იყო. ინტერდისციპლინარული პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს ვორქშოპი შეიქმნა პროექტ „კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები“-ს ფარგლებში. ვორქშოპის თემა შეეხებოდა თბილისის ურბანულ გარემოს, აქ მცხოვრებ „ახალ“ მიგრანტებს და ქალაქის შესაბამის რითმს, რიტუალებსა და ყოველდღიურობას. ვორქშოპში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოღვაწე ხელოვანებმა და მკვლევარებმა. ორკვირიანი ინტენსიური სამუშაო მოიცავდა საკითხავ მასალას, თეორიულ დისკუსიებს, ფილმების ჩვენებებსა და განხილვებს, ასევე, საეველე სამუშაოს, ერთმანეთის სამუშაო პროცესის შეფასებასა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნას, რაც საბოლოო ნამუშევრას შეადგენს.


Richard Baxstrom is Lecturer in Social Anthropology at the University of Edinburgh. He is the author of Houses in Motion: The Experience of Place and the Problem of Belief in Urban Malaysia (Stanford University Press 2008). With Todd Meyers, he is also the co-editor of anthropologies (Creative Capitalism 2008), a volume devoted to the outcomes of the convergences existing between art and anthropology. A member of the Baltimore-based art collective Creative Capitalism since its founding in 2005, Baxstrom has participated in gallery shows in the USA, the Netherlands, and Malaysia, has worked in a variety of capacities in several independent films, and has published in a number of journals and periodicals, including Esse: arts + opinions, Parachute: revue d’art contemporain, Rue Descartes, and Off the Edge. Baxstrom's latest book (with Todd Meyers), Realizing the Witch: Science, Cinema, and the Mastery of the Invisible, will be published by Fordham University Press in 2015.

GeoAIR collaborated with Richard Baxstrom and implemented the project and the workshop "Rhythm of the Everyday: Tbilisi Migrant Stories." 

What are the boundaries, if any, between scientific and artistic works? Where and how do they intersect? What is the link between the practices of anthropology and contemporary art? How can we engage with the everyday of the urban environment, related social issues and communicate this knowledge through the visual?

These were some of the starting questions of the project. Thinking on the interdisciplinary practice, this workshop was conceptualized in the framework of “Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories” project. The theme of the workshop concerned the urban realm of Tbilisi, the “new” migrants living here and respective rhythm, rituals and everydayness of the city. Artists and researchers in Georgia participated in the workshop. Two weeks of intensive work included readings, theoretical debates, film screenings and discussions, as well as fieldwork, evaluation of each other’s work progress and the making of short films constituting to the final work.

რეზიდენცია არის ნაწილი პროექტისა “კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები,” რომელიც ხორციელდება პრინც კლაუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

რიჩარდ ბაქსტრომის რეზიდენციას ფინანსურად მხარი დაუჭირა CEC ArtsLink-ი, Global Art Lab პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს Kettering Family Foundation.

The residency and project is part of the ‘Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories’ project supported by the Prince Claus Fund.

Richard Baxstrom’s residency project was supported by CEC ArtsLink as part of their Global Art Lab program with support from the Kettering Family Foundation.



No comments:

Post a Comment