დეზერტირების ბაზრის აუდიო ტური / Dezerters Bazaar Soundwalk
გეპატიჟებით დეზერტირების ბაზრის აუდიო ტურის პრეზენტაციაზე
შაბათს, 29 ნოემბერს 2-დან 5 საათამდე.
შეხვედრის ადგილი კაფე კაფკა.
აღმოაჩინე თბილისის ცნობილი ბაზარი საქართველოში პირველი აუდიო ტურის თანხლებით.
დეზერტირების ბაზრის აუდიო ტური თბილისის ცენტრალურ ბაზარში არსებული ხმოვანი გამოცდილებაა. ის ეფუძნება იმ მიგრანტთა ისტორიებს, ვინც აქ პროდუქტების საყიდლად მოდიან. ბაზარი საჯარო სივრცეა, სადაც მთელი ქალაქი ყოველდღიურად იკრიბება იმისათვის, რომ მათი კულტურისათვის დამახასიათებელი კერძების ინგრედიენტები შეიძინონ. ბაზრის ყოველდღიური აურზაურისა და საქმის კეთების პარალელურად, ეს აუდიო ტური მსმენელს ამოგზაურებს იმ პირად მოგონებებში, რაც აქ ადამიანების მიერ კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტების ყიდვას უკავშირდება.
დეზერტირების ბაზრის აუდიო ტური მისი ყოველდღიური ქმედებების, შენობებისა და სახეების უკან არსებულ ისტორიებს გაამხელს.
გეოეარის მიერ შექმნილი დეზერტირების ბაზრის აუდიო ტურის ქართული და ინგლისური ვერსიების ჩამოსატვირთად მიყევით ინსტრუქციას:
1. თავდაპირველად MP3 ფაილი (ინგლისური ან ქართული ვერსია) გადმოწერეთ კომპიუტერში და შემდეგ, გადაიტანეთ ტელეფონზე, MP3 ფლეიერზე ან ტაბლეტზე
2. გადმოწერეთ და/ან ამობეჭდეთ დეზერტირების ბაზრის აუდიო ტურის რუქა
3. ტელეფონით, MP3 ფლეიერით ან ტაბლეტით და ყურსასმენებით წადით კაფე კაფკასთან დეზერტირების ბაზრის მახლობლად.
დეზერტირების ბაზრის აუდიო ტური შექმნილია მარიკე სპლინტის მიერ გეოეართან თანამშრომლობით პროექტ “კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიების” ფარგლებში, ლექსო ჯანიაშვილის და CES განსაკუთრებული მხარდაჭერით.
პროექტი ხორციელდება პრინც კლაუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
You are most welcome to join us for the launching of Dezerters Bazaar Soundwalk on
Saturday, November 29th between 14:00-17:00.
Meeting point at Caffca Café.
Rediscover Tbilisi’s famous market with the first ever soundwalk in Georgia.
Dezerters Bazaar Soundwalk is an interactive and immersive audio experience through the central market in Tbilisi, based on migrants’ stories who shop there. The market is the public space where the whole city comes together, every day, to find the ingredients for the recipes belonging to their culture. In the midst of all the hustle and bustle of the regular market activities, this soundwalk transports the listener to all kinds of intimate memories related to the dishes that people are buying their ingredients for.
Dezerters Bazaar Soundwalk unveils the stories behind the everyday actions, the buildings and the faces of the market.
GeoAIR’s Dezerters Bazaar Soundwalk MP3 track in English and Georgian is available for download. Please, follow instructions:
1. Download the MP3 in English or Georgian first to your computer, and then transfer it to your phone, MP3 player or tablet.
2. Download and/or print out the Dezerters Bazaar Soundwalk Map
3. With your phone, MP3 player or tablet, AND headphones go to Caffca Cafe at Dezerters Bazaar
Dezerters Bazaar Soundwalk is realized by Marike Splint in collaboration with GeoAIR + Archidrome in the framework of “Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories” project with generous support of Lexo Janiashvili and CES.
Project is implemented with the financial support of the Prince Claus Fund.
---------
მარიკე სპლინტი არის ამსტერდამში მოღვაწე თეატრის რეჟისორი და მასწავლებელი, რომლის საქმიანობაც ხორციელდება ადგილობრივი და საერთაშორისო კუთხით. მისი პროფესიული გამოცდილება უკავშირდება როგორც კლასიკური სპექტაკლების გადააზრებას, ასევე, თანამშრომლობის საფუძველზე ახალი სცენარებისა და პერფორმანსების შექმნას. მარიკეს ყველაზე მეტად აინტერესებს ადგილსპეციფიური თეატრის თემა და საერთაშორისო თანამშრომლობა. 2011 წლიდან მოყოლებული, ის არის ევროპის წამყვანი ადგილსპეციფიური თეატრის ფესტივალის, Oerol-ის ერთ-ერთი რეზიდენტ-რეჟისორი. ასევე, ის არის Roma B.-ს სამხატვრო ხელმძღვანელი და ადგილობრივ თემთან ერთად მომუშავე თეატრალური სივრცის, Theaterstraat-ის დამფუძნებელი და წევრი. 2011-წლიდან, მარიკე წარმოადგენს ასოცირებულ ხელმძღვანელს TG Space-ში, სადაც პოსტ-ინდუსტრიულ სივრცეებთან დაკავშირებული კოლექტიური მეხსიერების შთაგონებით იქმნება ინტერაქტიული აპლიკაციები.
გეოეარის რეზიდენციაში მისი ყოფნის დროს, მარიკე იმუშავებს პროექტ „კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიების“ ფარგლებში და თბილისის ერთ-ერთ ბაზარში შექმნის ინტერაქტიულ ხმოვან ტურს. ბაზარი საჯარო სივრცეა, სადაც ყველანი მივდივართ იმ ინგრედიენტების საშოვნელად, რაც ჩვენი კულტურისთვის დამახასიათებელ კერძებს სჭირდება. ბაზარი ყოველდღე არსებობს, მოვაჭრეები ერთსა და იმავე ადგილზე არიან. ყიდვა, ვაჭრობა, აწონა, გასინჯვა, ყნოსვა და შეგრძნება იქ ყოველდღიურად ხორციელდება. ამ ყველაფრის პარალელურად, მარიკე შექმნის გარემოს, სადაც სტუმარი იმოგზაურებს იმ პირად მოგონებებში, რაც კონკრეტულ კერძებსა და მათი ინგრედიენტების შეძენას უკავშირდება. ხმოვანი ტური ბაზრის ყოველდღიური ქმედებების უკან არსებულ ისტორიებს გაამხელს.
--
Marike Splint is a theatre director and educator, based in Amsterdam, working nationally and
internationally. Her experience ranges from re-imagining classic plays to collaborating on original scripts and creating devised performances. She has a strong interest in immersive site-specific theatre and international collaboration. Since 2011, she has been one of the resident directors of Oerol, Europe’s leading site-specific theatre festival. She is the artistic director of Roma B. and founding member of the Theaterstraat, a shared theatre space working together with the local community. Since 2011, she has also been associate director at TG Space, creating interactive apps in former industrial spaces inspired by the collective memory of that place.
During her residency stay at GeoAIR, Marike will work within the project “Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories” and create an interactive sound walk through one of the markets in Tbilisi. The market is the public space where everyone comes together to find the ingredients for the recipes belonging to their culture. The market happens every day; the merchants are there every day at the same place; the same actions of buying, bargaining, weighing, tasting, smelling, feeling occur every day. In the midst of all this she will create an experience that transports the audience to all kinds of intimate memories related to the dishes that people are buying their ingredients for. The soundwalk will unveil the stories behind the everyday actions at the market.
მარიკე სპლინტის რეზიდენცია არის პროექტ “კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიების” ნაწილი, რომელიც ხორციელდება პრინც კლაუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
Marike Splint’s residency is the part of the “Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories” project, implemented with the financial support of the Prince Claus Fund.
Photo by Alex Perret |

No comments:
Post a Comment