2.10.14

კარლი შმიტი / Carly Schmitt


ღონისძიებები თბილისში / Events in Tbilisi

#1 - 26.10.2014 

აქვს თუ არა ამერიკულ საკვებს უკეთესი გემო საქართველოში? / Does American food taste better in Georgia? @ ბუკიას ბაღი / Bukia Garden

#2 - 29.10.2014

რეცეპტების გაცვლა / Recipe Exchange @ ბაუჰაუსი / Bauhaus




კარლი შმიტი (აშშ) გახლავთ ხელოვანი და სახელოვნებო ინიციატივის Artist @ Large დამაარსებელი და პრეზიდენტი, რომლიც ფარგლებშიც ის ახორციელებს ფართომასშტაბიან საჯარო ხელოვნების პროექტებსა და თემური ჩართულობის სახელოვნებო ინიციატივებს. ბაკალავრის ხარისხი მას მიღებული აქვს მაკალისტერ კოლეჯიდან და სახვითი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი - ბაუჰაუსის უნივერსიტეტიდან (ვაიმარი, გერმანია). კარლი გახლავთ “Alexander von Humboldt German Chancellor Fellowship”-ის მფლობელი და საკუთარი ნამუშევრები წარდგენილი აქვს გერმანულ სახლში (ნიუ-იორკი), Temporäre Kunsthalle (ბერლინი) და სხვადასხვა უნივერსიტეტებში აშშ-სა და ევროპის მასშტაბით. ის ყველაზე მეტად ცნობილია იმ ნამუშევრებით, სადაც სხვადასხვა სახელოვნებო მიდგომით შლის პირობით საზღვრებს ხელოვნებასა და ყოველდღიურობას შორის. თავისი საჯარო ნამუშევრებით ის ქმნის მოულოდნელ გარემოებებსა და უჩვეულო კონტექსტებს, რათა დააკავშიროს ცარიელი ადგილები, შექმნას ხიდები და შეკრიბოს ადამიანები. კარლის ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და აშშ-ში.

გეოეარის რეზიდენციაში მისი ყოფნის დროს, კარლიმ იმუშავა პროექტ “კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიების” ფარგლებში და შექმნა ნამუშევრები მის მიმდინარე პროექტში ARAS - The American Reputation Aid Society. ARAS გახლავთ ინტერაქტიული ინსტალაცია და საჯარო კულინარიული პერფორმანსი, რომელშიც გამოიყენება მოძრავი სამზარეულო / ქუჩის მოვაჭრის დახლი, როგორც კულტურათაშორისი დიალოგის პლატფორმა. ეს არის მიმდინარე საჯარო პერფორმანსი, რომლის ფარგლებშიც სატირულად განიხილება დახმარების ფონდის იდეა და გაიცემა საოჯახო წესით მომზადებული საუკეთესო “ამერიკული საკვები”. ამის საშუალებით ის იწვევს ადამიანებს, რათა ისაუბრონ საკვებზე, კულტურაზე, ინდუსტრიალიზაციაზე, პირად ისტორიებზე, ეროვნულ იდენტობასა და საერთაშორისო პოლიტიკაზე. ეს პროექტი, ასევე, ეხმაურება რამდენიმე ამერიკულ ტრადიციას, კერძოდ, ე.წ. “Bake Sales, Pancake Breakfasts, Community Pie Socials” და ასევე, ზოგჯერ იმ უზრუნველ დამოკიდებულებას, რომ “კარგი საკვებით ყველაფრის მოგვარებაა შესაძლებელი.”

Carly Schmitt (USA) is a public artist and artistic entrepreneur. Schmitt is the President, founder and CEO of Artist @ Large, a small art business under which she executes large-scale public art projects and curates various community-based artistic initiatives. She holds a B.A. from Macalester College, and a M.F.A from the Bauhaus University in Weimar Germany.  She is a recipient of the prestigious Alexander von Humboldt German Chancellor Fellowship, and has presented her work at the German House in New York City, the Temporäre Kunsthalle in Berlin, and at various universities throughout the United States and Europe. Schmitt is best known for her work that blurs the conventional boundary between art and life through a variety of artistic approaches. Her public artworks aims to span gaps, build bridges and bring people together through a system of unexpected circumstances and extraordinary contexts. Schmitt’s work can be encountered throughout Europe and the United States.

During her stay at GeoAIR residency, Carly worked within “Cooking Imagination: Tbilisi Migrant Stories” project and developed works under her ongoing project ARAS - The American Reputation Aid Society. ARAS is an interactive-installation and public-cooking-performance, which uses a mobile kitchen, street-vendor's cart, as platform for a meaningful inter-cultural conversation. ARAS is an ongoing public performances that, using the satirical personal of an aid foundation, distributes excellent examples of home-cooked „American food“ as an invitation for a conversation about food, culture, industrialization, personal histories, national identity and international policy. This project references the American tradition of Bake Sales, Pancake Breakfasts, Community Pie Socials, and the sometimes seemingly cavalier belief that “good food can fix anything.”

--
პროექტი “კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები” ხორციელდება პრინც კლაუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

კარლი შმიტის რეზიდენციას ფინანსურად მხარს უჭერს CEC ArtsLink-ი, Global Art Lab პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს Kettering Family Foundation.

“Cooking Imaginations: Tbilisi Migrant Stories” project is implemented with the financial support of the Prince Claus Fund.

Carly Schmitt’s residency project is supported by CEC ArtsLink as part of their Global Art Lab program with support from the Kettering Family Foundation.



No comments:

Post a Comment