კონკურსი ქართველი ხელოვანებისთვის, 6 თვიან რეზიდენციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
UJAZDOWSKI CASTLE-ის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის A-I-R LABORATORY-ში, ვარშავა/პოლონეთი (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი 2014) და SCHLOSS SOLITUDE-ის აკადემიაში, შტუტგარტი/გერმანია (იანვარი, თებერვალი, მარტი 2015).
SCHLOSS SOLITUDE-ის აკადემია, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი Ujazdowski Castle და პოლონურ-გერმანული თანამშრომლობის ფონდი იწვევს ხელოვანებს, მონაწილეობა მიიღონ A-I-R LABORATOR-ის სახელოვნებო რეზიდენციის 6 თვიან პროგრამაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრ Ujazdowski Castle-ში, ვარშავა და Schloss Solitud-ის აკადემიაში, შტუტგარტი.
2003 წელს Ujazdowski Castle-ის და Schloss Solitude-ის აკადემიის თანამშრომლობით ჩამოყალიბდა ახალი რეზიდენციის პროგრამა თანამედროვე ხელოვნების ცენტრ Ujazdowski Castle-ში. ამ დროიდან მოყოლებუილი A-I-R LABORATORY და Schloss Solitude-ის აკადემია ყოველ წელს ახორციელებენ 3 თვიან რეზიდენციას პოლონელი ხელოვანებისთვის Schloss Solitude-ში და სანაცვლოდ Solitude-ის სტიპენდიანტები მიწვეულები არიან რამდენიმე თვით ვარშავაში. ახალი კავშირები/New Networks არის მათი ახალი პროექტი, რომლის ფოკუსიც გადადის ევროპის კიდევ უფრო აღმოსავლეთი ტერიტორიებისკენ. ყოველ წელს ერთი ხელოვანი, განსაზღვრული ქვეყნიდან მიწვეული იქნება ორივე ინსტიტუციაში 3-3 თვიან რეზიდენიაში. ვიმედოვნებთ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს როგორც კომუნიკაციას, ქსელის შექმნას, ასევე ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას ერთმანეთისგან დაშორებულ რეგიონებში.
აპლიკაციები მიიღება საქართველოდან
თარიღები:
A-I-R Laboratory, ვარშავა/პოლონეთი: სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი 2014
Schloss Solitude-ის აკადემია, შტუტგარტი/გერმანია: იანვარი, თებერვალი, მარტი 2015
სტიპენდიანტებმა უნდა მოამზადონ:
- საჯარო შეხვედრა/საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია
- მონაწილეობა მიიღონ A-I-R Laboratory -ს და Solitude-ის პროგრამაში (სემინარი, შეხვედრები, სასწავლო ვიზიტი)
- ითანამშრომლონ A-I-R Laboratory-ის და Solitude-ის კურატორებთან კვლევასთან და პროექტის კონცეპტუალიზაციასთან დაკავშირებით.
A-I-R Laboratory სთავაზობს:
- 3 თვიან რეზიდენციას, სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით 2014 წ.
- ინდივიდუალურ საცხოვრებელ სივრცეს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაო სივრცესთან
- სტიპენდიას 3000 PLN / დაახლ. 800 EUR
- ორმხრივი მგზავრობის ღირებულების ანაზღაურებას
- სამუშაო ბიუჯეტს 6000 PLN
- კურატორის დახმარებს კვლევისა და შექმნის ნაწილში
- პრეზენტაციის, ,,ღია სტუდიის” მოწყობის შესაძლებლობას საჯაროდ ან პროფესიული აუდიტორიისთვის
- სახელოსნოების და სახელოვნებო დაწესებულებების მონახულებას ვარშავასა და მის ფარგლებს გარეთ
- პროფესიული და დიდხნიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას
- A-I-R Laboratory-ის მიმდინარე პროექტში Re-Directing: East მონაწილეობას, რაც მდგომარეობს იდეისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, რომელიც სთავაზობს სახელოვნებო პრაქტიკის გაგებას და მისი სოციალური და პოლიტიკური კონტექსტის გააზრებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და შუა და ცენტრალურ აზიას შორის.
Schloss Solitude-ის აკადემია სთავაზობს:
- 3- თვიან რეზიდენციას, იანვრიდან მარტის ჩათვლით 2015 წ.
- საცხოვრებელ და სახელოსნო სივრცეს აკადემია Schloss Solitude-ში
- ორმხრივი მგზავრობის ღირებულების ანაზღაურებას
- ყოველთვიურ სტიპენდიას 1100 EUR
- სამუშაო ბიუჯეტს 2000 EUR
- საჯარო წარდგენის საშუალებას (გამოფენა)
შერჩევა მოხდება განმცხადებლების პროფესიული წარჩინების საფუძველზე. მათ უნდა ჰქონდეთ ინგლისური ენის დამაკმაყოფილებელი ცოდნა იმისთვის, რომ შეძლონ დამოუკიდებლად მუშაობა და კომუნიკაცია A-I-R Laboratory-სა და Schloss Solitude-ის თანამშრომლებთან და სხვა რეზიდენტებთან.
აპლიკაციის გამოგზავნის ინსტრუქციები:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ პორტფოლიო (ინგლისურ ენაზე) ელექტრონულად pdf ფორმატში, რომელიც უნდა მოიცავდეს:
1. პროფესიულ სამუშაო გამოცდილებას
2. სამოტივაციო წერილს – მოკლე ახსნა, თუ რატომ გინდათ ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება, რაც ნაჩვენები უნდა იყოს თქვენს პერსონალურ გამოცდილებასა და ადგილობრივ სახელოვნებო გარემოში თქვენს ჩართულობასთან მიმართებით.
3. CV
გთხოვთ, პორტფოლიოს დაარქვათ შემდეგნაირად: თქვენი გვარი_სახელი_ _portfolioFWPN.pdf. ელ. წერილში განმარტეთ საიდან შეიტყვეთ ამ რეზიდენციის შესახებ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი პორტფოლიო მისამართებზე: infogeoair@gmail.com და air.opencall@gmail.com
დანიშნულებაში მიუთითოთ: OPEN CALL 'NEW NETWORKS'
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 04.05.2014
Artists-In-Residence Laboratory-ის შესახებ:
A-I-R Laboratory 2002 წ-დან ახორციელებს საერთაშორისო რეზიდენციის პროგრამას თანამედროვე ხელოვნების ცენტრ Ujazdowski Castle-ში, ვარშავა. მათ მიაჩნიათ, რომ ვარშავა არის ინსპირაციის წყარო საერთაშორისო ხელოვანებისთვის, იმისთვის რომ განავითარონ თავიანთი იდეები რეზიდენციაში ყოფნის დროს და გამოიყენონ იგი, როგორც შემოქმედების და კრიტიკული რეფლექციის საშუალება. ეს რეზიდენცია ხელოვანებს და ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროფესიონალებს აძლევს საშუალებას, რომ განავითარონ პროექტი კურატორთან ახლო დიალოგში და პატივისცემით ეკიდებიან ისეთ ნამუშევრებს, რომელიც ცდება სახელოვნებო ბაზარს და საგამოფენო დაკვეთებს. ამჟამად A-I-R Laboratory-ს ერთდროულად შეუძლია უმასპინძლოს შვიდ ხელოვანს მის სახელოსნოებში, რომლებიც განლაგებულია CCA -ში და 2010 წელს მის მიმდებარედ გახსნილ ლაბორატორიის შენობაში.
Schloss Solitude-ის აკადემიის შესახებ:
Schloss Solitude-ის აკადემია წარმოადგენს საჯარო სამართლის ფონდს, რომელიც ხელოვანებს და მეცნიერებს სთავაზობს ინტერდისციპლინარულ, საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას. 1990 წლიდან აკადემია სთავაზობს რეზიდენციას და სტიპენდიას ხელოვანებს შემდეგ დისციპლინებში: არქიტექტურა, ვიზუალური ხელოვნება, პერფორმანსი, დიზაინი, ლიტერატურა, მუსიკა/ საუნდი და ვიდეო /ფილმი/ახალი მედია. 2002 წლიდან, ასევე, შესაძლებლობა ეძლევათ ახალგაზრდებს, მეცნიერების და ბიზნესის სფეროდან მიიღონ სტიპენდია ხელოვნების, მეცნიერების და ბიზნესის პროგრამაში.
Schloss Solitude-ის აკადემია, გვიანი ბაროკოს სტილის ეს ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც კულტურისა და ინდუსტრიის ქალაქ შტუტგარტს მთიდან გადმოჰყურებს, ჩამოყალიბდა როგორც მნიშვნელოვანი გლობალური ქსელი საერთაშორისო ხელოვნების სცენისთვის. ციხესიმაგრე, რომელიც ჰარმონიაში იმყოფება თავის ადგილმდებარეობასა და ისტორიასთან წარმოადგენს დასვენების და “თავისუფალ ზონას” ხელოვნებისა და ცხოვრებისათვის. მაგრამ მას ასევე გააჩნია საჯარო სახე, მას აქვს საგამოფენო სივრცე, ინოვაციური ლაბორატორია და გარემო დისკუსიებისთვის. აკადემიის სტიპენდიანტები და სტუმრები იყენებენ მას როგორც ინკუბატორს, პროექციის ეკრანს, ადგილს სადაც იქმნება დიდხნიანი კონტაქტები ან შესაძლებლობა განახორციელონ პროექტები ყოველგვარი შეთანხმებული კონვენციების გარეშე. ინსტიტუტი წარმოადგენს ღია კონცეფციას ხელოვნებისთვის და მის სტუმრებს შეგნებულად აძლევს უფლებას მოახდინონ მასზე ზეგავლენა და ფორმირება.
http://www.akademie-solitude.
ENG
New Networks OPEN CALL
for Ukrainian and Georgian artists Application deadline: May 4, 2014 | |
NEW NETWORKS OPEN CALL
FOR BELARUSIAN AND GEORGIAN ARTISTS TO TAKE PART IN 6-MONTH LONG RESIDENCY AT:THE A-I-R LABORATORY, CCA UJAZDOWSKI CASTLE WARSAW (SEPTEMBER, OCTOBER, NOVEMBER 2014) AND AKADEMIE SCHLOSS SOLITUDE (JANUARY, FEBRUARY, MARCH 2015) Akademie Schloss Solitude, the Centre for Contemporary Art Ujazdowski Castle, and the Polish German Cooperation Foundation invite artists to apply for 6-month long residency at Artists-In-Residence Laboratory programme at the CCA Ujazdowski Castle in Warsaw and Akademie Schloss Solitude in Stuttgart. The cooperation of Akademie Schloss Solitude with the Center for Contemporary Art (CCA) Ujazdowski Castle in Warsaw lead to the foundation of a new residency program at CCA Ujazdowski Castle in 2003. Since than A-I-R Laboratory and Akademie Schloss Soitude have been organizing every year 3-months long residencies for polish artists at the Akademie Schloss Solitude and in exchange Solitude fellows are invited to spend several month-long stays in Warsaw. New Networks is our new project drawing attention towards region of eastern peripheries of Europe. Every year one artist from Eastern Partnership region is going to be invited to Warsaw and Stuttgart for 3 month long residency. We hope that this project will contribute to the creation of communication networks and the exchange of knowledge as well as experience between remote regions. Eligible countries: Belarus, Georgia Dates: A-I-R Laboratory, Warsaw / Poland: September, October, November 2014 Akademie Schloss Solitude, Stuttgart / Germany: January, February, March 2015 Submission deadline: May 4, 2014 Fellows should be prepared to: - Give a public talk providing an overview on their artwork - Participate in the A-I-R Laboratory and Solitude’s programme (seminars, meetings, study visits) - Collaborate with A-I-R Laboratory and Solitude’s curators on preparing the research and conceptualizing a project. A-I-R Laboratory offers: - 3-month long residency, from September until November 2014 - individual living space connected with the working space - grant of 3000 PLN / approx. 800 EUR - return travel costs reimbursement - research / production budget of 6000 PLN - curatorial assistance, focused on research, and production - an opportunity to present to the public or professional audience, in form of presentation, open studio and / or workshop - customized programme and study visits in Warsaw and beyond - providing an opportunity to establish professional and long-lasting contacts - participation in A-I-R Laboratory’s on-going project Re-Directing: East that tries to on develop ideas and modes of action which provide an understanding of artistic practices and its social and political contexts in-between the Central and Eastern Europe, Middle East and Central Asia. Akademie Schloss Solitude offers:- 3-month long residency, from January until March 2015 - accommodation at the studio at the Akademie Schloss Solitude - travel costs reimbursement - monthly stipend of 1100 euro - research / production budget of 2000 euro - opportunity to present to the public (exhibition) Selection will be based on the professional excellence of the applicant’s. Applicants must have sufficient knowledge of English to function independently and communicate with A-I-R Laboratory and Akademie Schloss Solitude staff and other residents. How to apply: Please send an electronic version of your portfolio – preferred format: pdf (in English), including: 1. professional work experience 2. a covering letter – a short explanation of why you would like to take part in our programme presenting any relevant personal background and the form taken by your involvement in your local art scene 3. your CV Please label the portfolio as follows: your surname_your name_portfolioFWPN.pdf. In your email, please specify how you found out about this residency opportunity. Please send the portfolio to e-mails: infogeoair@gmail.com About the Artists-In-Residence Laboratory The A-I-R Laboratory has been organising an international residency programme at the Centre for Contemporary Art Ujazdowski Castle in Warsaw since 2002. We consider Warsaw to be an inspiring environment for international artists to develop their ideas while using the residency as a tool for creation and critical reflection. These residencies for artists and other art-related professionals provide an opportunity to develop projects in close dialogue with a curator, and are organised with respect to artistic work reaching beyond the art market or exhibition commissions. At present, the A-I-R Laboratory can host up to seven artists at one time in studios located within the CCA and in the adjacent Laboratory building, which was opened in 2010. www.csw.art.pl/air About the Akademie Schloss Solitude Akademie Schloss Solitude is a public-law foundation that offers an interdisciplinary and international fellowship program for artists and scientists. Since 1990, the Akademie has supported artists in the disciplines of architecture, visual arts, performing arts, design, literature, music/sound and video/film/new media with residency and work fellowships. Since 2002, young people from the science and business sectors are also eligible for fellowships with the art, science & business program. An example of late-Baroque style, poised on a hill overlooking the cultural and industrial city of Stuttgart, the Akademie Schloss Solitude has developed into an important global network for the international art scene. In harmony with the castle's location and history, Solitude is a retreat and "free zone" for art and life. But it also has a public face as an exhibition venue, innovative laboratory and arena for discourse. The Akademie's fellows and guests use it as an artistic incubator, a projection screen; a place to make lasting connections or as an opportunity to realize a project without having to conform to conventions. The institution represents an open concept of art and intentionally allows its guests to influence and shape it. www.akademie-solitude.de |
No comments:
Post a Comment