16.5.13

ოლივერ რესლერი / Oliver Ressler


პრეზენტაცია: ინტერვენციები ქალაქის საჯარო სივრცეებში

გეოეარის რეზიდენტი ოლივერ რესლერი წარადგენს მის ინტერვენციებს საჯარო სივრცეში.

თარიღი და დრო: 27 მაისი, 2013. 20:00

ადგილი: თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი, დ. აბაშიძის ქუჩა 10

დასწრება თავისუფალია
--

Presentation: Interventions in public inner-city spaces


Date and time: May 27, 2013. 20:00

Place: Center of Contemporary Art - Tbilisi, D. Abashidze str. 10

Attendance is free of charge
                                                                        (Resist_to_Exist_Copenhagen)


ოლივერ რესლერი დაიბადა 1970 წელს, ცხოვრობს და მუშაობს ვენაში, როგორც ხელოვანი და კინორეჟისორი. ის ქმნის გამოფენებს, პროექტებს საჯარო სივრცეში და ფილმებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა ეკონომიკა, დემოკრატია, გლობალური დათბობა, წინააღმდეგობის ფორმები და სოციალური ალტერნატივები. 

მისი პროექტები, გამოფენების სახით წარმოდგენილი იყო აშშ-ს ბერკლის ხელოვნების მუზეუმში, სტამბოლის Platform Garanti თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, ბელგრადის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ლუნებურგის უნივერსიტეტის სახელოვნებო სივრცეში, მადრიდის Centro Cultural Conde Duque-ში, ეგვიპტეში ალექსანდრიის თანამედრვე ხელოვნების ფორუმზე, კრაკოვის  BunkierSztuki თანამედროვე ხელოვნების გალერეასა და ტაიპეის The Cube Project Space-ზე. რესლერს მონაწილეობა აქვს მიღებული 200-ზე მეტ ჯგუფურ გამოფენაში, რომელთა შორისაცაა MASSMoCA, USA; Itaú Cultural Institute, Sao Paulo; National Museum of Contemporary Art, Athens; Van Abbe Museum, Eindhoven და პრაღის, სევილის, მოსკოვის, ტაიპეის, ლიონისა და გიუმრის ბიენალეები. 2013 წელს, ჟენევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში წარმოდგენილია მისი 15 ფილმის რეტროსპექტივა. ტაიპეის 2008 წლის ბიენალესთვის ის იყო გლობალიზაციის საწინააღმდეგო მოძრაობის შესახებ გამოფენის -  A World Where Many Worlds Fit (სამყარო, რომელშიც მრავალი სამყარო ეტევა)  კურატორი. ამჟამად, ფინეთის Pori-ს ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილია მისი და გრეგორი შოლეტის თანა-კურატორული შოუ It’s the Political Economy, Stupid, რომელიც ფინანსურ კრიზისს შეეხება. მათი წიგნი - It’s The Political Economy, Stupid: The Global Financial Crisis in Art and Theory, გამოიცა 2013 წელს Pluto Press-ის მიერ.


Oliver Ressler, born 1970, lives and works as an artist and filmmaker in Vienna, Austria, and produces exhibitions, projects in the public space, and films on issues such as economics, democracy, global warming, forms of resistance and social alternatives. 

His projects have been in solo exhibitions at the Berkeley Art Museum, USA; Platform Garanti Contemporary Art Center, Istanbul; Museum of Contemporary Art, Belgrade; Kunstraum at the University of Lüneburg; Centro Cultural Conde Duque, Madrid; Alexandria Contemporary Arts Forum, Egypt; BunkierSztuki Contemporary Art Gallery, Krakow and The Cube Project Space, Taipei. Ressler has participated in more than 200 group exhibitions, including the MASSMoCA, USA; Itaú Cultural Institute, Sao Paulo; National Museum of Contemporary Art, Athens; Van Abbe Museum, Eindhoven and at the biennials in Prague, Seville, Moscow, Taipei, Lyon and Gyumri. A retrospective of his 15 films is taking place at Centre d’ArtContemporain Genève throughout 2013.For the Taipei Biennale 2008, Ressler curated an exhibition on the anti-globalization movement, A World Where Many Worlds Fit. A traveling show on the financial crisis, It’s the Political Economy, Stupid, co-curated with Gregory Sholette, is currently on display at Pori Art Museum in Finland. Their book It’s The Political Economy, Stupid: The Global Financial Crisis in Art and Theory was published by Pluto Press in 2013.

www.ressler.at

Residency stay is supported by BMUKK – Austrian Federal Ministry for Education, Arts and Culture

No comments:

Post a Comment