16.5.13

ოლივერ რესლერი / Oliver Ressler


პრეზენტაცია: ინტერვენციები ქალაქის საჯარო სივრცეებში

გეოეარის რეზიდენტი ოლივერ რესლერი წარადგენს მის ინტერვენციებს საჯარო სივრცეში.

თარიღი და დრო: 27 მაისი, 2013. 20:00

ადგილი: თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი, დ. აბაშიძის ქუჩა 10

დასწრება თავისუფალია
--

Presentation: Interventions in public inner-city spaces


Date and time: May 27, 2013. 20:00

Place: Center of Contemporary Art - Tbilisi, D. Abashidze str. 10

Attendance is free of charge
                                                                        (Resist_to_Exist_Copenhagen)


ოლივერ რესლერი დაიბადა 1970 წელს, ცხოვრობს და მუშაობს ვენაში, როგორც ხელოვანი და კინორეჟისორი. ის ქმნის გამოფენებს, პროექტებს საჯარო სივრცეში და ფილმებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა ეკონომიკა, დემოკრატია, გლობალური დათბობა, წინააღმდეგობის ფორმები და სოციალური ალტერნატივები. 

მისი პროექტები, გამოფენების სახით წარმოდგენილი იყო აშშ-ს ბერკლის ხელოვნების მუზეუმში, სტამბოლის Platform Garanti თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, ბელგრადის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ლუნებურგის უნივერსიტეტის სახელოვნებო სივრცეში, მადრიდის Centro Cultural Conde Duque-ში, ეგვიპტეში ალექსანდრიის თანამედრვე ხელოვნების ფორუმზე, კრაკოვის  BunkierSztuki თანამედროვე ხელოვნების გალერეასა და ტაიპეის The Cube Project Space-ზე. რესლერს მონაწილეობა აქვს მიღებული 200-ზე მეტ ჯგუფურ გამოფენაში, რომელთა შორისაცაა MASSMoCA, USA; Itaú Cultural Institute, Sao Paulo; National Museum of Contemporary Art, Athens; Van Abbe Museum, Eindhoven და პრაღის, სევილის, მოსკოვის, ტაიპეის, ლიონისა და გიუმრის ბიენალეები. 2013 წელს, ჟენევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში წარმოდგენილია მისი 15 ფილმის რეტროსპექტივა. ტაიპეის 2008 წლის ბიენალესთვის ის იყო გლობალიზაციის საწინააღმდეგო მოძრაობის შესახებ გამოფენის -  A World Where Many Worlds Fit (სამყარო, რომელშიც მრავალი სამყარო ეტევა)  კურატორი. ამჟამად, ფინეთის Pori-ს ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილია მისი და გრეგორი შოლეტის თანა-კურატორული შოუ It’s the Political Economy, Stupid, რომელიც ფინანსურ კრიზისს შეეხება. მათი წიგნი - It’s The Political Economy, Stupid: The Global Financial Crisis in Art and Theory, გამოიცა 2013 წელს Pluto Press-ის მიერ.


Oliver Ressler, born 1970, lives and works as an artist and filmmaker in Vienna, Austria, and produces exhibitions, projects in the public space, and films on issues such as economics, democracy, global warming, forms of resistance and social alternatives. 

His projects have been in solo exhibitions at the Berkeley Art Museum, USA; Platform Garanti Contemporary Art Center, Istanbul; Museum of Contemporary Art, Belgrade; Kunstraum at the University of Lüneburg; Centro Cultural Conde Duque, Madrid; Alexandria Contemporary Arts Forum, Egypt; BunkierSztuki Contemporary Art Gallery, Krakow and The Cube Project Space, Taipei. Ressler has participated in more than 200 group exhibitions, including the MASSMoCA, USA; Itaú Cultural Institute, Sao Paulo; National Museum of Contemporary Art, Athens; Van Abbe Museum, Eindhoven and at the biennials in Prague, Seville, Moscow, Taipei, Lyon and Gyumri. A retrospective of his 15 films is taking place at Centre d’ArtContemporain Genève throughout 2013.For the Taipei Biennale 2008, Ressler curated an exhibition on the anti-globalization movement, A World Where Many Worlds Fit. A traveling show on the financial crisis, It’s the Political Economy, Stupid, co-curated with Gregory Sholette, is currently on display at Pori Art Museum in Finland. Their book It’s The Political Economy, Stupid: The Global Financial Crisis in Art and Theory was published by Pluto Press in 2013.

www.ressler.at

Residency stay is supported by BMUKK – Austrian Federal Ministry for Education, Arts and Culture

7.5.13

დიანა მაკკარტი / Diana McCarty

გეოეარის, ქალთა ფონდი საქართველოში და ორგანიზაცია ,,იდენტობა"-ს ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო კინო ჩვენება, სადაც ნაჩვენები იქნა ორი ფილმი და მოეწყო დისკუსია დიანა მაკკარტისთან.


ჩვენების დრო: ორშაბათი, 13 მაისი - 19:00
ადგილი:  ორგანიზაცია ,,იდენტობა", რუსთაველის 37, ბინა 1.
ხანგრძლივობა: 2 საათი
დასწრება: 5 ლარი შემოწირულობის სახით.
ღონისძიებაზე შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდა ქალთა ფონდის საგრანტო ბიუჯეტს

ნაჩვენები იქნა:

Born in Flames ( Lizzie Borden, USA, 1983)
დოკუმენტური სტილის ფემინისტური, მეცნიერულ-ფანტასტიკური ფილმი, რომელიც განიხილავს რასიზმს, კლასიზმს, სექსიზმსა და ჰეტეროსექსიზმს ალტერნატიულ აშშ-ს სოციალისტურ დემოკრატიაში. 

Conakry (Filipa César with Grada Kilomba & Diana McCarty, 2012) 10 min. (World Premiere!)
ეს არის ფილმი, რომელიც მოგზაურობს დროში, სივრცესა და მედიაში, რათა განიხილოს პოლიტიკური სუტაცია გინეა-ბისაუში. ის დადგმულია ბერლინში, Haus der Kulturen der Welt-ში და ეფუძნება ფლორა გომესის, სანა ნა ნჰადას, ჯოზეფინა კრატოსა და ხოსე კობუმბა ბოლამას 70-ანი წლების სურათების არქივს. ფილმი აჩვენებს არქივის გამოგონილ მედია ანგარიშს, სურათების სუბიექტურ კითხვას და განიხილავს მათ როლს პოსტ-აფრიკულ ლიბერაციაში. ის აღწერს და აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება თითქმის დავიწყებული მასალა გახდეს მეხსირების აღდგენის ინსტრუმენტი.
--
GeoAIR, Women's Fund in Georgia and "Identoba" organized a movie night, where the screening of two films were followed by the discussion with Diana McCarty. 

Screening date and time: Monday, May 13 - 19:00
Venue:  "Identoba", Rustaveli 37, Apt.1
Duration: 2 hours
Attendance: 5 GEL as a donation.
Collected money was fully used for the grant budget of Women's Fund. 

Following films were screened:

Born in Flames ( Lizzie Borden, USA, 1983)
is a documentary-style feminist science fiction film that explores racism, classism, sexism and heterosexism in an alternative United States socialist democracy.
 
Conakry (Filipa César with Grada Kilomba & Diana McCarty, 2012) 10 min. (World Premiere!)

"Luta Ca Caba Inda" (Creole T. The Struggle Is Not Over Yet), is an homage to the African Liberation Movement and Amilcar Cabral. “Conakry”  is a 16 MM film that travels through time, space and media to revisit the political landscape of Guinea Bissau. Staged at the Haus der Kulturen der Welt in Berlin and based on 70s archival images of Flora Gomes, Sana na N’Hada, Josefina Crato and José Cobumba Bolama, the film layers fictional media accounts of the archive, subjective readings of the images, and questions their role post-African liberation. It describes and exposes how accessing almost forgotten footage of militant imaginary can be an instrument for recovering memory.




დიანა მაკკარტი დაიბადა და გაიზარდა ნიუ მეხიკოში და 1993 წლიდან ცხოვრობს ევროპაში. კერძოდ, 90-იან წლებში ცხოვრობდა ბუდაპეშტში და 2000-იან წლებში ბერლინში. მისი ნამუშევრები უკავშირდება ხელოვნებას, პოლიტიკასა და ახალ/ძველ მედიას. ამჟამად ის მუშაობს რადიოში, ასევე, გენდერის, რევოლუციური ქალებისა და ფილმის საკიხებზე.
ის არის ბერლინში, ცნობილი რადიო  reboot.fm-ის თანადამაარსებელი და რედაქტორი. ასევე, დიანა არის საერთაშორისო სახელოვნებო რადიო ქსელის, radia.fm-ის თანადამაარსებელი და ქალთა, ხელოვნებისა და ტექნოლოგიის ელექტრონული ქსელის თანამოდერატორი (ქეითი რაი ჰაუფმანთან, ველი ჯორჯევიჩსა და უში რეითერთან ერთად).
მისი ბოლო პერიოდის ნამუშევრებია: Prologue: New Feminism, New Europe. დიანა, ასევე, იყო International Women’s University-ს სერვერის განვითარების გუნდის წევრი (სედა გურსისთან, ბარბარა შელკესთან, პროფესორ ჰეიდი შელოვსა და ჰეიქი პიშთან ერთად), რის ფარგლებშიც ის, ასევე, მუშაობდა ტექნოლოგიასთან ფემინისტური პედაგოგიკის სწავლების  მიდგომების განვითარებაზე. 90-იანი წლების შუა პერიოდში, მან, გირთ ლოვინკთან და პით შულთზთან ერთად დაარსა Nettime და როგორც Media Research Foundation-ის ნაწილს, ორგანიზება გაუწია MetaForum-ს, კონფერენციათა სერიას ბუდაპეშტში (იანოს შუგარსა დ აგირთ ლოვინკთან ერთად). ის იყო Mikro e.V თანადაამრსებელიც. დიანა მუშაობს ხელოვანებთან, წერს მათი ნამუშევრების შესახებ და იყო Nettime Medien Zentral Kommittee readers თანარედაქტორი. მისი ძირითადი ინტერესია სოციალური და ტექნოლოგიური სისტემების გამოყენება კულტურასა და რეალურ ცხოვრებაში. 
www.reboot.fm
www.faces-l.net
ჩემი რეზიდენციის პერიოდი თბილისში, დაეთმობა საქართველოს ახლანდელი, ძველი და მომავალი ფემინიზმისა და ქალთა აქტივიზმის კვლევას. ასევე, შესაბამისი ფილმების გაზიარებასა და ხსენებულ თემებთან დაკავშირებით, მომავალი თანამშრომლობისათვის პარტნიორების მოძებნას. 
--
Diana McCarty - Agent of Cultural Provocation

Was was born and raised in New Mexico and have lived in Europe since 1993 - Buda
pest in 90's and Berlin in the 2000s. Her work revolves around art, politics and new/old media. Currently, she works with radio, gender and revolutionary women and film practices. 

She is an editor and co-founder of the award winning artist run radio 
reboot.fm in Berlin, a co-founder of the international radio art network, radia.fm  and a co-moderator of the faces on-line community for women, art and technology (with Kathy Rae Huffman, Valie Djordjevic, Ushi Reiter). 

Past projects in include Prologue: New Feminism, New Europe, with plans for future implementaitons.  A long time ago, McCarty was part of the International Women’s University server development team, (with Seda Gürses, Barbara Schelkle, Prof. Heidi Schelhowe, and Heiki Pisch) - and also worked to develop feminist pedagogical approaches to learning technology. In the mid-nineties, she co-founded the Nettime (with Geert Lovink, Pit Schultz) and as part of the Media Research Foundation, co-organized the MetaForum Conference Series in Budapest (with Janos Sugar and Geert Lovink). She was a co-founder of Mikro e.V. and the now defunct cultural hacker space, bootlab,  in Berlin. McCarty works with artists, occasionally writes about their work and has co-edited the Nettime Medien Zentral Kommittee readers. Her main interests are exploiting social and technological systems for culture and real life. 

www.reboot.fm
www.faces-l.net

Diana's residency in Tbilisi was spent researching present, past and future feminist and women activists in Georgia, sharing related films and looking for partners for future projects that relate to all of this. 


Diana McCarty thanks to the Institut für Auslandsbeziehungen (ifa) in Germany for their kind support of travel and costs, and the GeoAIR residency program for hosting her.

 

2.5.13

მარაიკე ვენცელი / Mareike Wenzel


მარაიკე ვენცელი არის მსახიობი და პერფორმანსის ხელოვანი ბერლინიდან. ბირმინგემის სამსახიობო სკოლაში მან დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი. ბოლო 6 წლის განმავლობაში ის მოღვაწეობს პერფორმანსულ ჯგუფში - SIGNA, რომელიც მიწვეული იყო სხვადასხვა ფესტივალებზე, როგორებიცაა: Berliner Theatertreffen, Schauspiel Köln, Salzburger Festspiele, Volksbühne Berlin და სხვა. 2012 წლიდან ის, ასევე, თანამშრომლობს ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციასთან - TERRE DES FEMMES, რომლის ფარგლებშიც მან გერმანიის მასშტაბით განახორციელა პერფორმანსი ქალთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ.
2011 წელს მან შექმნა ინტერდისციპლინარული პერფორმანსული პროექტი Salon Tbilisi Berlin, რომელიც არის ქალ მწერალთა გაცვლითი პროექტი საქართველოსა და გერმანიას შორის.
Salon Tbilisi Berlin ხორციელდება წელიწადში ორჯერ, თბილისსა და ბერლინში. პროექტის ფორმატი არის ტრადიციული ქართული სუფრა თამადით. პროექტის ფარგლებში 5-7 ქალი ბერლინიდან და თბილისიდან ითავსებენ თამადის როლს და წერენ ტექსტებს ქართული სადღეგრძელოების თემაზე. ქართული ტექსტები გერმანულ, ხოლო გერმანული ტექსტები ქართულ ენაზე ითარგმნება და პროექტის ფარგლებში გამართულ სუფრაზე ხდება მათი წარდგენა. ამ პერფორმანსების დროს მწერალთა მიერ მზადდება ქართული და გერმანული საკვები. დამსწრე საზოგადოებას შეუძლია მიირთვას მათთან ერთად და ამავდროულად, მოუსმინოს ტექსტებს და აქტიურად ჩაერთოს პროექტში. ყოველი პერფორმანსის განმავლობაში, დამსწრეთა ისტორიებიც გროვდება, რაც საბოლოო პერფორმანსის ნაწილი გახდება.
საბოლოო პერფორმანსი ჩატარდება 2014 წლის ზაფხულში. ყოველი მონაწილე მწერალი შეიკრიბება, გადახედავენ ერთმანეთის ნამუშევრებს, შეარჩევენ ტექსტებს და შექმნიან ინტერაქციულ პერფორმანსს, რომელიც ჩატარდება ორივე ქალაქში. ასევე, დაგეგმილია პროექტის ამსახველი პუბლიკაციის გაკეთება, რომელშიც გამოყენებული იქნება ფოტოგრაფ იან ვილკენის ფოტო მასალა.
--
Mareike Wenzel is an actress and performance artist from Berlin/Germany. She graduated from Birmingham School of Acting with a BA(hons) in acting. For the past six years she has been working as an actress for the performance company SIGNA. Their performances have been invited to Berliner Theatertreffen, Schauspiel Köln, Salzburger Festspiele, Volksbühne Berlin and others. Since 2012, she has also been collaborating with the women's rights organisation TERRE DES FEMMES for which she devised a performance against trafficking of women which toured throughout Germany.
In 2011, she founded the interdisciplinary performance project Salon Tbilisi Berlin, which is an exchange project between female writers from Georgia and Germany.
The Salon Tbilisi Berlin takes place twice a year in Tbilisi and Berlin. The frame for the project is the Georgian tradition of the supra -  traditional Georgian feast/banquette with the tamada - toastmaster. In Salon Tbilisi Berlin five to seven women from Berlin and Tbilisi are taking over the part of the tamada and are writing texts on the topics of the Georgian toasts. These texts are then translated into the other language and presented during a supra in Tbilisi and Berlin. During these performances there is German and Georgian food cooked by the writers and the audience is invited to sit and eat together with them, as well as to listen the texts and also actively take part. During all performances the stories of the audience are also collected and will be included in the final performance.
The final performance will take place in summer 2014. All participating writers will come together, review their work, select texts and based on all collected material device an interactive performance which is then going to be presented in both cities. A publication documenting the project, including photos taken by photographer Jann Wilken is also planned.