30.5.14

იზა როგუცკა / Iza Rogucka


იზა როგუცკა პოლონელი ხელოვანია, რომელიც ვარშავაში ცხოვრობს და მხატვრობისა და ინსტალაციის სფეროში მუშაობს. იზამ დაამთავრა პოზნანის ხელოვნების აკადემიის მხატვრობის ფაკულტეტი (2007-2012) და ვენის ხელოვნების აკადემია (პაველ ალტჰამერისა და იულიან გოეთეს სახელოსნო, 2010-2013). 2008 წლის ოქტომბერი - 2009 წლის თებერვლის პერიოდში გრანადის უნივერსიტეტში (ესპანეთი) მუშაობდა სადიპლომო ნამუშევარზე პროფესორ ანდრჟეი ზდანოვიჩის ხელმძღვნელობით.

თავისი ნამუშევრებისთვის იზა როგუცკას მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო. მათ შორის არქიტექტურული კონკურსის Re-Vita Wielkopolsko (პოსტინდუსტრიული შენობების გაცოცხლება, 2010) მეორე პრიზი. 2013 წელს ის გახდა ვროცლავის გეპერტის სახელობის მეთერთმეტე კონკურსის ფინალისტი. როგუცკას მონაწილეობა აქვს მიღებული პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში: ქალაქის თამაშები, Old Powder House (ვარშავა, პოლონეთი, 2014),უხერხულად ბუნებაში, Raumacht Gallery (ვენა, ავსტრია, 2012), წმინდა და წარმართული სიყვარული, Ludwik Zamenhof Center (ბელოსტოკი, პოლონეთი, 2011), ნაპოვნი ნივთების ბიურო, Franz-Josephs-Bahnhof (ვიდენი, ავსტრია, 2013), ფრთილად! ნახატი! გეპერტის სახელობის მეთერთმეტე კონკურსი (ვროცლავი, პოლონეთი, 2013). იზა ქართველ არტისტ, დადა (გიორგი) მაღრაძესთან ერთად იმუშავებს პროექტ "აღმოაჩინე ელიავას" ფარგლებში. DSC_0627 Iza Rogucka (born September 6, 1985) is a Polish artist who lives and works in Warsaw and practices drawing and installation. Iza is the graduate of the Academy of Fine Arts in Poznan, Faculty of Painting (2007-2012) and the Academy of Fine Arts in Vienna (master class of Paweł Althamer and Julian Goethe, 2010-2013). Between October 2008 and February 2009 she worked on the Painting Diploma Project under instruction of Prof. Andrzej Zdanowicz at the University of Granada, Spain. Iza Rogucka’s works have been awarded several awards including the 2nd price in the architectural competition Re-Vita Wielkopolsko (Revitalization of Postindustrial Buildings, 2010). In 2013 she became finalist of the 11th edition of the Geppert Competition in Wrocław. Rogucka participated in personal and group exhibitions. Among them:  Spiele der Stadt, Old Powder House (Warsaw, Poland, 2014), Unbehagen in der Natur, Raumacht Gallery (Vienna, Austria, 2012), Sacred and Profane Love, Ludwik Zamenhof Center (Białystok, Poland, 2011), Lost and Found, Franz-Josephs-Bahnhof (Wiedeń, Austria, 2013), Caution! Painting! 11th edition of Geppert Competition (Wrocław, Poland, 2013).

Iza Rogucka  will be working with georgian artist  DADA (Giorgi) Magradze.  



With the support of the Culture Programme of the European Union.
With the support of the Culture Programme of the European Union




Iza rogucka residency stay is part of an exchange program between GeoAIR and Adam Mickiewicz Institute














Iza rogucka residency stay is kindly supported by Tbilisi cultural activity center 

1.5.14

დონიკა ჩინა / Donika Cina


დონიკა ჩინა ახალგაზრდა ალბანელი ხელოვანია, რომელიც ტირანასა (ალბანეთი) და კლუჟ-ნაპოკაში (რუმინეთი) ცხოვრობს. ის ძირითადათ მუშაობს ვიდეო ხელოვნების, ვიდეო ინსტალაციისა და მოკლე ფილმების სფეროში. დამთავრებული აქვს ტირანას სამხატვრო აკადემიის მულტიმედია ხელოვნების ფაკულტეტი. ამჟამად სწავლობს ფოტოგრაფიასა და ვიდეო ხელოვნებას კლუჟ-ნაპოკას ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტში. დონიკა ცანას მიღებული აქვს მონაწილეობა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ გამოფენებსა და პროექტებში.

ხელოვანის ინტერესთა სფეროებს განეკუთვნება შემეცნების პროცესი, ადამიანების მიერ სამყაროს აღქმა და პირადი და კოლექტიური გამოცდილების საფუძველზე სხვადასხვა ფენომენთან შეხვედრის ანალიზი. ხელოვანის შემოქმედების ძირითადი ობიექტია თავად ის, მისი ისტორია და ის ამბები, რომლებიც მის გარშემო ხდება. ის ცდილობს ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა თვალსაზრისი, გაანალიზოს მომხდარი და ის, რაც ახლა ხდება; გამოიკვლიოს ფიზიკური და ემოციური ასპექტები, რომლებიც უნივერსალურ კითხვებსა და თემებში ჩაღრმავებისათვის საწყის წერტილს წარმოადგენს. დონიკას აინტერესებს სოციალური სტატუსის თემა და საზოგადოების მხრიდან მისი, როგორც ადამიანის აღქმა და განსჯა.  ის ცდილობს ინტერიერსა და ექსტერიერს შორის დაპირისპირების შექმნასა და მათ მრავალფეროვან წარმოჩენას;  შესაძლებლობების შექმნას სხვადასხვა ფენომენის მიუკერძოებელი შეფასებისათვის; ჩვენს პირად და კოლექტიურ განსჯასთან დაკავშირებული კითხვების დასმას. დონიკასთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავად პროცესი, რომელსაც ის სხვადასხვა მოვლენის დაწყებისა და განვითარების სფეროდ განიხილავს.

დონიკა ჩინას რეზიდენცია არის გეოეარსა და T.I.C.A-ს (ალბანეთი) შორის გაცვლითი პროგრამის ნაწილი. იგი მოწვეულ იქნა პროექტში "აღმოაჩინე ელიავა" მონაწილეობის მისაღებად.
პროექტი ხორციელდება GALA (Green Art Lab Alliance) ფარგლებში, ევროკავშირის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით.



დონიკა ჩინა იმუშავებს თბილისში მცხოვრებ და მომუშავე ავსტრიელ ხელოვანთან, კატარინა შტადლერთან ერთად.


დამატებითი ინფორმაცია პროექტ GALA-ს შესახებ იხილეთ: 


/////////////////////////////////////////

Donika Cina is a young Albanian artist. She lives between Tirana, Albania and Cluj-Napoca, Romania. Donika usually works in the medium of video art, video installation and short movies. She graduated from the Faculty of Multimedia Art at the Academy of Arts in Tirana and continues to study photography and video at the University of Arts and Design in Cluj-Napoca, Romania. She has been part of numerous national and international exhibitions and projects.

Donika Cina is interested in the cognition processes, in the way we see the world and the way we are introduced to the diverse phenomena on the basis of our personal and collective experiences. The subject of the most of her works is she herself, her story and the stories of the surrounding crowd. She is working on comparing of different points of view regarding to what had happened and what is actually happening; investigation of physical and emotional aspects, which serve as a starting point for proceeding into the more universal questions and themes; gaining of a social status, the way Donika is perceived and judged by the society. Donika creates a confrontation between the exterior and the interior by presenting them in a multifaceted way. She tries to give all the possible chances to the impartial evaluation of a phenomenon and puts under question mark our ways of personal and collective judgment. Donika puts a great importance into the process itself, considering it to be a segment where different events start and develop.

Donika Cinas residency stay is part of an exchange program between GeoAIR and T.I.C.A.(Albania). She is  invited to participate in the project "Discover Eliava". It is implementing in the frame of GALA (Green Art Lab Alliance) project, with the support of the Culture Programme of the European Union.

Donika Cinas will be working with in Tbilisi based, Austrian artist Katharina Stadler.























Donika Cinas residency stay is kindly supported by Tbilisi cultural activity center