2.6.13

სონა აბგარიანი / Sona Abgaryan






















პრეზენტაცია

გალერეა “ნექტარი" აღმაშენებლის გამზირი 16 

20.06.2013 19.00


სონა აბგარიანმა წარადგინა იმ ხელოვანთა რამდენიმე ვიდეო ნამუშევარი, რომელთაც აქვთ სხვადასხვა პროფესიები და წარსულში შეხება არ ჰქონიათ ხელოვნებასთან. ასევე, მან წარადგინა ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრები და განიხილა პოლიტიკური სიტუაციის ზეგავლენა თანამედროვე ხელოვნებაზე.

--

Presentation 

16, Agmashnebeli ave. Gallery Nectar

Sona Abgaryan presented video works of few artists, who have different professions and who in the past did not have any relationship to arts. She also presented the works of emerging artists and later discussed the impact of political situation on contemporary art.

--

სონა აბგარიანი დაიბადა 1979 წელს, ბერდში, სომხეთი. მისი ნამუშევარი პირველად 1998 წელს დილიჟანში, მხატვართა კურორტზე გამართულ ხელოვანთა კონგრესზე გამოიფინა. ეს იყო ინსტალაცია, შესაძლოა პერფორმანსიც. მან ხეზე ჩამოკიდა კონვერტები, რომლებშიც განთავსებული იყო მესიჯი: „უშველე საკუთარ თავს“. ამას მოჰყვა მისი სხვა გამოფენა - „სხეულისა და სულის სიგიჟეები“. 2001 წელს, რამდენიმე გოგონასთან ერთად, სონამ ჩამოაყალიბა როკ ჯგუფი და იყო ყველა სიმღერის ტექსტებისა და ჯგუფის დასახელების ავტორი. თუმცა, 2 წელიწადში ჯგუფი დაიშალა. სომხეთის რეალობაში გოგონათა ჯგუფი ექსტრაორდინალურ ფენომენს წარმოადგენდა და აღშფოთებას იწვევდა. იგივე გუნდთან ერთად მან დაიწყო სატელევიზიო გადაცემა "Underground", თუმცა ამ პროექტის არსებობაც ხანმოკლე აღმოჩნდა. ის გადაიცა მხოლოდ ორჯერ და შემდეგ გაუქმდა, რამდენადაც კომერციულად მომგებიანი არ იყო. გადაცემა შეეხებოდა გოგონათა ჯგუფს, რომელიც უარყოფდა რეალობას და სურდა მიწისქვეშ ცხოვრება. ეს შოუ ნაჩვენები იქნა 2001 წელს ვენაში, საზაფხულო ხელოვნების ფესტივალზე “The world is you".

2007 წელს მან დაიწყო სკოლაში მუშაობა, სადაც უძღვებოდა ფილმისა და ფოტოგრაფიის დეპარტამენს. 2009 წელს, ხელოვანთა ჯგუფთან ერთად, სონამ დაიწყო ყოველწლიური ალტერნატიული მედიის ფესტივალი "Rusty Pumpkin". ამ ინიციატივის იდეა წარმოადგენდა ახალი, ალტერნატიული პლატფორმის დაწყებას, სადაც სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს შეეძლებოდათ ფილმებისა და ვიდეოების მიწოდება, რომლებიც შეზღუდული არ იქნებოდა ნარატიული, ფორმის, სიგრძისა და პროფესიული ასპექტებით.

2012 წლიდან სონა მუშაობს ერევანში თანამედროვე ექსპერიმენტული ხელოვნების ცენტრში და ხელმძღვანელობს ხელოვნების დეპარტამენტს. გამოფენაში "Crisis" მან წარადგინა მისი ბოლო დროის ვიდეო About," და პროექტი "The Anthem of the Crisis", რომელიც სვეტლანა ანტონიანის ფოტო ისტორიას აჩვენებდა.  

„ჩემი ნამუშევრების თემა ყოველთვის განსხვავდებოდა სახელოვნებო ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე, თუმცა, ერთი ელემენტი ყოველთვის დომინირებდა ჩემს საქმიანობაში - თამაშის ელემენტი. ჩემთვის ხელოვნება თამაშია, რომელსაც ზოგჯერ არ აქვს ბედნიერი დასასრული. ამჟამად, ეს ჩემთვის ზღაპარივითაა, რომელსაც ფსიქოლოგიური, სოციალური და პოლიტიკური ნარატივები გააჩნია“.


რეზიდენციას ფინანსურად მხარს უჭერს ღია საზოგადოების ინსტიტუტის, ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა. 











(1998 Help Yourself, 
RA Artist congress, 
Dilijan, Armenia)



Sona Abgaryan was born in 1979, in the city of Berd, Armenia. Her work was first exhibited in 1998, during the Artists Congress at the Painter’s Resort House in Dilijan. It was an installation, or perhaps a performance. She had hang envelopes from the trees with the same message inside, “Save yourself.” It was followed by other exhibition by her called: “The Crazies of Body and Soul”. In 2001, with few girls Sona formed a rock band and was the author of all the lyrics as well as of the name for the band. In two years they split off. In Armenian reality a 'girl band' as such was an extraordinary phenomenon, and it had generated a lot of anger. With the same team, they had started a TV show, "Underground," but it again had a short life. It was broadcasted only twice and then was pulled off the air since it wasn't commercially viable. The show was about a group of girls rejecting the reality and wanting to live in underground. This show was also presented in “The world is you" Summer Art Festival, Vienna, Austria in 2001.

In 2007, she started to work at a school where she was in charge of the Film and Photo department. In 2009, together with a group of artists, Sona initiated "Rusty Pumpkin" Annual Alternative Media Festival. The idea was to launch a new, alternative platform where people from different age groups and with different professional background could submit their films and videos regardless of the narrative, form, length and the professional quality.

Since 2012, Sona works at the Contemporary Experimental Arts Center in Yerevan and is in charge of the Art Department. In exhibition called "Crisis", she presented her recent video, "About," and "The Anthem of the Crisis" project, which illustrated Svetlana Antonyan's photo story.

“The themes of my works were always different in different stages of my artistic life, but one element has always been dominant in all my undertakings - the element of game. For me art is a game, which sometimes doesn't have a happy ending. Now for me, it is a kind of fairy tale with psychological, social and political narratives.”

Residency stay is supported by Open Society Institute, Arts and Culture Network Program.

1.6.13

ასტრიდ ბუსინკი / Astrid Bussink


ასტრიდ ბუსინკი სწავლობდა ნატიფ ხელოვნებას ხელოვნების აკადემიაში, ეშედეში, ჰოლანდია და მაგისტრატურაში ფილმის განხრით ედინბურგის ხელოვნების კოლეჯში, შოტლანდია. მაგისტრატურაში სწავლის დროს გადაიღო დაჯილდოებული დოკუმენტური ფილმი 'The Angelmakers' (IDFA სადებიუტო ჯილდო, Little Stamp ჯილდო, ZagrebDOX, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, ნომინაცია გრირსონის ჯილდოსთვის (Grierson Award) და სხვა მრავალი). ამის შემდეგ მან გადაიღო დოკუმენტური ფილმები „თავდაყირა“ (Rückenlage / Upside Down) (ვერმონტის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ექსპერიმენტული ფილმისთვის, Silver Cub, IDFA 2006 ნომინაცია), „ჩემი მანქანის 9 ცხოვრება“ (The 9 lives of my car - 2007 წლის ჰოლანდიის კინოფესტივალი) და „მე ვესროლე მერს“ (ან: გეგმა ბ) (I shot the mayor (Or: Plan B) - ნომინაცია Silver Cub-ზე, IDFA 2007, Zagrebdox და HOTDOCS ოფიციალურ პროგრამებში).

ასტრიდ ბუსინკი მუშაობს და ცხოვრობს ამსერდამში, სადაც გადაიღო მისი პირველი სტულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „დაკარგული კოლონია“ (The Lost Colony - როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ პროგრამაში, HOTDOCS). მან, ასევე, დაასრულა მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე  „ჩემი ეშედე“ (MijnEnschede), რომელიც ეხება 2000 წელს ეშედეში მომხდარ აფეთქებას, რომელმაც შეიწირა 23 ადამიანის სიცოცხლე და ათასობით ადამიანი დაშავდა. „ჩემი ეშედე”-ს პრემიერა მოეწყო როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2010 წელს. ნიუ იორკში რეზიდენციაში ყოფნის დროს მან დაიწყო მუშაობა პროქტზე “კონსტრუქციები” (www.constructionsofhappiness.com), რომელიც ნაჩვენები იყო ნიუ იორკისა და ედინბურგის გალერეებში და ახლაც აგრძელებს ამ პროექტზე და იგივე სათაურის მქონე დოკუმენტურ ფილმზე მუშაობას.

Astrid Bussink studied fine art at the Academy of fine Arts, AKI, Enschede (BA) in the Netherlands and her Master in film at the Edinburgh College of Art in Scotland. During this Master she shot her award-winning documentary 'The Angelmakers' (First Appearance Award IDFA, Little Stamp award, ZagrebDOX, Best short Documentary, Dokufest, nomination Grierson Award and more). After this she made the short films Rückenlage / Upside Down (Best Short Experimental film at Vermont International Film Festival, nominated Silver Cub, IDFA 2006), The 9 lives of my car (a.o. Dutch Filmfestival 2007) and I shot the mayor (Or: Plan B) (a.o. nominated Silver Cub, IDFA 2007, official selection Zagrebdox and HOTDOCS).

Bussink now lives and works in Amsterdam where she made her first feature length documentary The Lost Colony (Official Selection Rotterdam International Filmfestival, HOTDOCS a.o.) and has now finished her new personal documentary MijnEnschede, about the Enschede fireworks disaster that happened in 2000, in which 23 people died, 1000 were injured. 'My Enschede' has premiered at the International Film Festival Rotterdam in January 2010.During her artist in residency program in New York she started her project Constructions of (www.constructionsofhappiness.com) which she showed in galleries in New York and Edinburgh. Back in the Netherlands she is now continuing her COH project and is working on the documentary by the same title.

http://www.astridbussink.com/

--
კულტურული გაცვლითი პროექტი ახლა იღვიძებს ზღვადაიწყო 2012 წელს თურქეთში პროექტის NLTR400 ფარგლებში.
ECF-ის ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა პროექტის გაგძელება საქართველოსა და მოლდავეთში. პროექტის იდეის ავტორი არის ჰოლანდიური ორგანიზაცია „სატელიტგრუპი“ (http://www.satellietgroep.nl/) და მოიაზრებს კვლევით დაინტერესებული ხელოვანების/არქიტექტორების/რეჟისორების რეზიდენციას შავი და ჩრდილოეთის ზღვების სანაპირო ტრანზიტულ ზონებში მდებარე ქალაქებსა თუ დასახლებულ პუნქტებში. ასევე, შეიქმნება ახალი ნამუშევრები, შეგროვდება უკვე არსებული ფილმები და პროგრამა მოგზაური კინოფესტივალისთვის, რომლისთვისაც მოეწყობა საჯარო ჩვენებები და დისკუსიები როგორც შავი, ასევე, ჩრდილოეთის ზღვის სანაპირო ქალაქებში. ხელოვანთა ორგანიზაცია სატელიტგრუპი დაარსდა 2006 წელს ჰააგაში, ჰოლანდიაში, ქვეყანაში, რომელსაც მჭიდრო ისტორიული სახელოვნებო და ინოვატორული კავშირი აქვს ზღვასთან. სატელიტგრუპი ხელოვნების და კულტურის მეშვეობით იკვლევს თუ რა ზეგავლენას ახდენს ზღვა და წყლები ქალაქებზე, ადამიანებზე, თემზე და გარემოზე. სატელიტგრუპის მიზანია საჯარო და პროფესიული ცნობიერების ამაღლება სანაპირო ზოლების ცვალებადობაზე. მათ განავითარეს ახალი მეთოდი ხელოვანთა რეზიდენციის პროგრამისა, სადაც ხდება კვლევა და ლოკალური ცოდნის გაზიარება გლობალურ დონეზე. რეზიდენციაში მოწვეულნი არიან საერთაშორისო ხელოვანები და მკვლევარები, რათა ერთობლივად განავითარონ და წარადგინონ კვლევა, რომელიც გააერთიანებს ზღვის და სანაპიროების კულტურულ, ინოვაციურ და მდგრად მნიშვნელობას. ეს პროცესი მოიცავს ადგილზე კვლევას, თემთან ჩართულობას, ექპერტებთან თანამშრომლობას და საერთაშორისო ქსელებთან დაკავშირებას. აკავშირებს რა თანამედროვე კვლევას და ახალ ნამუშევრებს ისტორიულ და სამომავლო სანაპირო ზოლის განვითარებას, პროექტი, ასევე, კავშირებს აბამს სანაპირო ზოლის ტერიტორიის თემებს შორისაც.

პროექტი ფინანსდება ევროპის კულტურის ფონდის თანამშრომლობითი პროექტების საგრანტო პროგრამით.

NWTS
The cultural exchange project 'Now Wakes The Sea' started in 2012 with Turkey in the context of NLTR400.
ECF provides funding to continue the project with Moldova and Georgia.
The project NWTS is initiated by Dutch Satellietgroep and involves research based artist in residence programs for artists/architects/filmmakers in coastal transition areas in countries surrounding the Black Sea and North Sea to develop new works, select existing works and program traveling film festivals for public screenings and debates on venues, both on the coast of the Black Sea as on the North Sea.
Artist run initiative Satellietgroep is based since 2006 in The Hague, The Netherlands, a country with a strong historic art and innovative relationship with the sea. Satellietgroep explores through arts and culture how the sea and waterways influence cities, people, communities and environment. Satellietgroep’s aim is to enhance public and professional awareness on coastal transitions. Satellietgroep developed a new method, an ‘artist in residency program’ for research and exchange of local knowledge on a global level. It invites international artists and scientists to jointly develop and present research articulating a cultural, innovative and sustainable significance of the sea and its coasts by doing on-site research, engaging with local communities, collaborating with local experts and connecting to international networks. It interconnects coastal communities by connecting contemporary research and new works to historic and future coastal developments.

Project is supported by ECF through Collaboration Grants program.