საუბარი: თეთრი კურდღლის კვალდაკვალ!
Talk: Follow the White Rabbit!
11.02.2011, 19:00
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი
Center of Contemporary Art –Tbilisi (CCAT)
მისამართი: დ. აბაშიძის ქ. 10
Address: D. Abashidze str. 10
თანამედროვე ხელოვნების ერთი-ერთი თვისება, ინტერაქტიულობა (ურთიერთქმედება) განსაკუთრებით აახლოებს მას ბავშვებთან. ეს თვისება ამცირებს მანძილს ნამუშევრსა და მაყურებელს შორის და აიძულებს დამთვალიერებელს გახდეს ნამუშევრის ნაწილი. უცნაურია, მაგრამ მოზრდილ ადამიანებს გაციელბით უფრო გვიჭირს ასეთ სიტუაციასთან გამკლავება. მუზეუმში, თექის ჩუსტების ტარებით შებოჭილნი, ჩვენ გაუბედავად ვმოძრაობთ საგამოფენო სივრცეებში, ვუპირისპირებთ ჩვენს ცოდნას მსოფლიოს შესახებ და ფორმებს, რომელთა გაგება გვიჭირს. ჩვენ ხშირად ვართ უსუსურნი, როდესაც ვრჩებით უახლესი დროის ხელოვნების პირისპირ.
ბავშვებისთვის, მათი სპონტანურობის წყალობით, უფრო იოლია დააკმაყოფილონ თანამედროვე ხელოვნების მოთხოვნები, მათ ძალუძთ შევიდნენ მაყურებლის და ხელოვნების ნიმუშს შორის სიმბიოზურ, დინამიურ ურთიერთობაში. ბავშვების ხელოვნებაში მონაწილეობის აუცილებლობა აშკარაა. როდესაც ხელოვნების ნიმუშთან კონტაქტი დგება, ჩვენ ვმდიდრდებით ახალი განცდით, და ყოველი განცდა, გადატანილი რეფლექსიაში, გვმატებს თვითშემეცნების ახალ ნაწილაკს.
ხელოვნება გვასწავლის აბსტრაქტულ აზროვნებას, რომლის მეშვეობითაც ვითარდება ჩვენი შემეცნების და განმარტების უნარი. ვინაიდან ხელოვნება იყენებს მოტივებს და ვიზუალურ სახსრებს ყოველიდღიური ცხოვრებიდან, ეს უადვილებს ბავშვებს გაიგონ და სახელი დაარქვან მას. ამავდროულად, ირჩევს რა მოვლენას სტიმულების უსასრულო რაოდენობიდან, ხელოვნება გვაჩვევს კონცენტრაციას და კრიტიკულ აზროვნებას.
ანა სმოლაკის საუბრის თემაა მისი თაკურატორობით ორგანიზებული გამოფენა “თეთრი კურდღლის კვალდაკვალ!”, რომელიც ჩატარდა კრაკოვში, თანამედროვე ხელოვნების გალერეა Bunkier Sztuki -ში 2010 წლის სექტემბერ-ოქტომბერში. გამოფენის მოწყობის მიზანი ბავშვების მხრიდან კულტურულ ღონისძიებებში ჩართვის უზარმაზარი საჭიროება გახლდათ. საუბარი განიხილავს ამ მოვლენასთან და თემასთან დაკავშირებულ სამ საკითხს: კურატორის როლი, გამოფენის საგანმნათლებლო-შემეცნებითი დანიშნულება, ხელოვანების და ხელოვნების ნიმუშის მიზანი.
Contemporary art has a characteristic which makes it particularly close to children: it invites interaction. It shortens the distance between the work and the audience, causing the spectator to become a part of the work. Paradoxically, it is much harder for us grown-ups to find ourselves in such a situation. Burdened with the memory of the felt slippers worn in museums, we shilly move around the gallery, confronting our knowledge about the world with forms which are difficult to understand. We often remain helpless, when faced with the offering of the most recent art...
However, children - thanks to their spontaneity - find it much easier to meet the expectations of contemporary art; they are capable of entering a symbiotic, extraordinarily dynamic relation between the audience and the work. What can art offer in exchange? The necessity for children to participate in art seems obvious. When in contact with a work of art, we become enriched with new experiences, and each experience, digested into a reflection, brings another piece of self knowledge.
Art teaches abstract thinking, through which it develops our perceptive and interpretative powers. Because art uses motives and visual means present in everyday life, it makes it easier for children to name it and to understand it. At the same time, by selecting phenomena from an infinite number of stimuli, it teaches concentration and critical thinking.
In her talk Anna Smolak's will focus on an exhibition for children Follow the White Rabbit!, which took place during 09.-10.2010 at Bunkier Sztuki Contemporary Art Gallery, Krakow. The exhibition has been organised to meet the tremendous demand for encouraging active participation in culture by children. Talk will point out three main issues, which where important for this exhibition: curators role, importance of educational practice in term of mediating contemporary art and purpose/ intention of an artwork.
http://www.bunkier.art.pl/en/exhibitions/show/130
Photos © Rafal Sosin
ანა სმოლაკი (დაიბადა 1976 წ.), კურატორი. დაამთავრა ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი იაგიელონიის უნივერსიტეტში კრაკოვში (The Jagiellonian University), ასევე ასპირანტურა კულტურულ დიპლომატიაში კოლეგიუმ სივიტას უნივერსიტეტში (Collegium Civitas) და ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტში ვარშავაში. 2004 წლიდან იგი მუშაობს გალერეა Bunkier Sztuki კრაკოვში. მანამდე იგი უძღვებოდა კერძო გალერეას “Sito”, რომელიც ხელს უწყობდა ახალგაზრდა მხატვრებს. იგი იყო თანაკურატორი პროექტისა “ტრანსკულტურა” (2006-2008). 2008 წელს მან ორგანიზება გაუწია საერთაშორისო კონფერენციას ევროპული წლის კულტურათაშორისი დიალოგის ფარგლებში სათაურით: “ტრანსკულტურა: XXI საუკუნის ხელოვნება და მიმდინარე რეალობა”. იგი იყო თანაკურატორი გამოფენისა “თეთრი კურდღლის კვალდაკვალ”, რომელიც შეისწავლიდა ბავშვების მიერ თანამედროვე ხელოვნების აღქმის საზღვრებს (2010). მან მიიღო მონაწილეობა ხელოვნების კურატორების საზაფხულო სემინარში “პოსტ სოციალიზმი და მედია ტრანსფორმაცია: რეპრეზენტაციის სტრატეგიები” (AICA; ერევანი, სომხეთი, 2007) და სემინარში “გალიცია. ევროპის ისტორიული რეგიონი” (საერთაშორისო კულტურული ცენტრი; კრაკოვი-ლვოვი, 2001). იგი განსაკუთრებით დაინტერესებულია პროექტებით, რომლებშიც ჩართულია სხვადასხვა დისციპლინები.
ანა სმოლაკის ყოფნა GeoAIR-ის რეზიდენციაში არის მისი პროექტის ღრმა კვლევის ნაწილი, რაც მოიაზრებს ხელოვანთა სახელოსნოების სტუმრობას და უახლესი დროის ხელოვნების გაცნობას, რომელიც ხშირად წარმოიშობა ოფიციალური იდიომების საწინააღმდეგოდ, ინსტიტუციონალური ჩარჩოების მიღმა და, რომელიც ძალზედ მგრძნობიარედ რეაგირებს სულ მცირე სოციალურ ცვლილებებზეც კი. ამ კვლევების შედეგი იქნება კავკასიის რეგიონის თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გალერეაში Bunkier Sztuki,, რომელიც ასევე გავრცელდება კრაკოვის საზოგადოებრივ სივრცეში.
Anna Smolak (born 1976), curator. Graduated from the Jagiellonian University in Krakow, faculty History of Art as well as Cultural Diplomacy Postgraduate Studies at the Collegium Civitas and Adam Mickiewicz Institute in Warsaw. From 2004 working for the Contemporary Art Gallery Bunkier Sztuki in Krakow. Before she had run private “Sito” Gallery promoting young artists. Co-curator of the TRANSKULTURA project (2006-2008). In 2008 she organized international conference accompanying European Year of Intercultural Dialogue entitled “Transkultura: Art and Fluid Reality of the XXI Century”. Co-curator of the “Follow the White Rabbit” exhibition exploring the bounds of children’s perception of contemporary art (2010). She took part in the International Summer Seminar for Art Curators “Post Socialism and Media Transformations: Strategies of Representation” (AICA; Yerevan, Armenia, 2007) and “Galicia. Historical region of Europe” seminar (International Cultural Center; Krakow-Lviv, 2001). She is particularly interested in projects that involve different disciplines.
Anna Smolak’s stay at GeoAIR residency is part of her in-depth research project based on studio visits to source the most up-to-date art, which, frequently, is created in opposition to the official idiom, outside of the institutional framework, and which reacts most sensitively to even the least social changes. The result of the research is an exhibition of contemporary art from Caucasus region at Bunkier Sztuki Contemporary Art Gallery, which will also make use of public spaces in Kraków.
ანა სმოლაკის კვლევითი პროექტის და გეოეარის რეზიდენციაში სტუმრობის მხარდამჭერები არიან:/ Anna Smolak's research project and residency stay at GeoAIR is supported by: Adam Mickiewicz Institute and the European Cultural Foundation (ECF) in collaboration with the Open Society Institute (OSI) through the STEP beyond Travel grants: