30.11.10

ალევტინა კახიძე / Alevtina Kakhidze



ლექცია: სამომხმარებლო ჟინის ევოლუცია განვითარდა მიახლოებით ათჯერ უფრო მეტად ვიდრე ჩვეული სისწრაფით

Lecture: The evolution of consumer desire developed at about ten times its usual speed


16.12. 2010, 18.00

საბა და კომპანია, Bang & Olufsen -ის საგამოფენო ოთახი  

Saba & Co., Bang & Olufsen showroom

მისამართი: ბუდაპეშტის ქ. 7

Address: Budapesht st. 7


ლექციის თემაა თვით-რეფლექსია მომხმარებლობის ჟინის, ნამდვილი სიამოვნების და ბედნიერების მიმართებით. ალევტინა კახიძე განიხილავს ამ თემას როგორც უკრაინელი, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ცხოვრობდა ნაირფერ დასავლეთში, ახლა კი უკრაინული საზოგადოების რაღაც ნაწილის, მათ შორის საკუთარი ოჯახის გამდიდრების პასიური მონაწილეა. ალევტინა კახიძე ხატავს მოხმარების და ხარჯვის ევოლუციის სურათს: დაწყებული ნივთებზე გადარევით, ეგზოტიკური ადგილების და ექსტრემალური გამოცდილებების (კერძო თვითმფრინავის ფრენა, ყვინთაობა...) წადილით და დამთავრებული გაცვლის ისეთი ადგილებით, როგორიც არის მაღაზიები და აუქციონები.  


ლექციის ენა: რუსული

ხანგრძლივობა: 45 წ.  

 

The lecture deals with self-reflection on consumer desire, the true pleasure and happiness. As a Ukrainian having lived in the flamboyant West in early 2000, and now as a passive participant of a enrichment of some part of Ukrainian society, including her own family. Alevtina Kakhidze draws a picture of the evolution of consumptionism: from the coveting of goods, the desire for exotic places and extreme experiences (flying the private plane, deep-sea diving) to the logic of places of exchange like stores and auction houses.

Lecture language: Russian

Lecture duration: 45 min.


ალევტინა კახიძე (დაიბადა 1973), უკრაინელი ხელოვანი, არტ კრიტიკოსი და კურატორი, ცხოვრობს და მუშაობს მუზიჩიში.  

ალევტინა კახიძემ დააარსა არაფორმალური სახელოვნებო რეზიდენცია თავის ახალ საცხოვრებელ ადგილას, სოფელ მუზიჩიში, რომელიც მდებარეობს კიევიდან მიახლოებით 20 კმ. მოშორებით. ნამუშევრებში, როგორიც არის საქორწინო კონტრაქტი და გამოცემა ჟდანოვკა ალევტინა კახიძე წარმატებულად ახერხებს განიხილოს და ყურადღება გაამახვილოს უკრაინული საზოგადოებისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიც არის ქონების გაყოფა თუ ქალაქგარე პერიფერია. ალევტინა კახიძე სწავლობდა ჰოლანდიაში იან ვან ეიკის აკადემიაში. იგი მონაწილეობს, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო გამოფენებში.






Alevtina Kakhidze (born in 1973), Ukrainian artist, art critic, curator, lives and works in Muzychi.

Alevtina Kakhidze has founded the informal artists residency program in her new place of residence in the village of Muzychi approximately 20 km from Kyiv. In works as the marriage contract as well as in her publication Zhdanovka Kakhidze succeeds in addressing those topics of urgency in the Ukrainian society, such as the new divide of wealth as much as the rural periphery. Alevtina Kakhidze has attended the Jan van Eyck Academie in the Netherlands and exhibits in Ukraine as well as internationally.






http://www.alevtinakakhidze.com/

8.11.10

საბინა შიხლინსკაია / Sabina Shikhlinskaya


პრეზენტაცია: ნაციონალური იდენტიფიკაციის საკითხი აზერბაიჯანულ ხელოვნებაში
Presentation: national identity in Azerbaijan art

24.11.2010, 18.00

გოეთეს ინსტიტუტი საქართველო
Goethe Institute Georgia
მისამართი: ზანდუკელის ქ. 16
Adress: Sandukeli st. 16


საბინა შიხლინსკაია არის ხელოვანი და კურატორი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს ბაქოში, აზერბაიჯანი. იგი არის CIMAM წევრი და ხელოვანთა ჯგუფი ლაბირინთის დამაარსებელი. საბინა შიხლინსკაია ბევრი საერთაშორისო სახელოვნებო ღონისძიების მონაწილე და კურატორია, როგორც აზერბაჯანში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში, საბინა შიხლინსკაიას პრეზენტაციის თემაა ნაციონალური იდენტიფიკაციის საკითხი აზერბაიჯანულ ხელოვნებაში, რომელსაც იგი განიხილავს აზერბაიჯანიდან თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების რამოდენიმე კონკრეტული პროექტის მაგალითზე, რომლებზეც საბინა ახლა თავად მუშაობს როგორც ხელოვანი და როგორც კურატორი.

Sabina Shikhlinskaya is an artist and curator, lives and works in Baku, Azerbaijan. She is member of CIMAM, founder of Labirynth Art Group, participant and curator of numerous international art events in Azerbaijan and abroad.

Topic of her presentation at Goethe-Institut is a subject of questioning of national identity in Azerbaijan art, through the demonstration of some of the projects of contemporary visual art from Azerbaijan on which Sabina is currently working as an artist and as a curator.

აზერბაიჯანელი ხელოვანი, პედაგოგი და კურატორი საბინა შიხლინსკაია (დაიბადა 1962 .) 1993 წლიდან 50 საერთაშორისო და ეროვნული საგამოფენო პროექტის ავტორია, მათშორის 2007 წელს ვენეციის 52- ბიენალეზე პირველი აზერბაიჯანული პავილიონის კურატორი, 2008 . გამოფენა “USSR – Remix”, 2009 . თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფორუმი “Maiden Tower”, 2010 . ვიდეო ხელოვნების გამოფენა “Openly” “Istanbul 2010 – Capital of Culture of Europe" ფარგლებში. 2010 . “USSR-Remix”- ის ახალი ვერსია ნორვეგიაში.

1996 წელს მან დაიწყო პროექტილაბირინთი”, რომლის წარმატების შემდეგაც, შიხლინსკაიას ხელმძღვანელობით მასში მონაწლე 12 ხელოვანისგან ჩამოყალიბდა არტ ჯგუფი ლაბირინთი. 2005 -ს აზერბაიჯანის მე-2 საერთაშორისო ბიენალეს ფარგლებში შიხლინსკაიას კურატორობით ჩატარდა პერფორმანსი ლაბირინთის ჯგუფის მონაწიელობით.

1996-2005 წლებში კურატორული მოღვაწეობის პარალელურად საბინა შიხლინსკაიამ დაარსა საბავშვო სამხატვრო სკოლა, ასწავლიდა ბაქოს ევროპულ ლიცეუმში და TISA-ში, აზერბაიჯანის საერთაშორისო სკოლაში. იგი ასევე ატარებდა ხელოვნების თერაპიის კურსს დაუცველ ბავშვებთან.

თავისი პროექტების განსახორციებლად საბინა შიხლინსკაია თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან ,როგორებიცაა გუგენჰაიმის მუზეუმი, UNDP, UNESCO, UNIFEM, ფონდი ღია საზოგადოება, Appolonia Art Exchanges, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო, აზერბაიჯანის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, აზერბაიჯანის მხატვართა კავშირი, აზერბაიჯანის სამხატვრო მუზეუმი, ასევე საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ნორვეგიის და იაპონიის საელჩოს კულტურის წარმომადგენლობებთან.



Since 1993 artist, educator and curator Sabina Shikhlinskaya (d.o.b. 1962) has organized more than 50 exhibitions and projects in both Azerbaijani and international venues. In 2007, Sabina Shikhlinskaya was the curator of the Azerbaijan’s 1st pavilion at the 52nd Art Biennale in Venice. In 2008, Shikhlinskayacurated a group exhibition “USSR – Remix”. Later that year, “USSR – Remix“ was exhibited in Dresden Museum of Art along with another group show curated by Shikhlinskaya - “Steps of Times”. In 2009 Sabina Shikhlinskaya organized “Maiden Tower”, the international forum of contemporary art. In 2010, she curated international video art exhibition “ Openly” shown in Istanbul, Antrepo in the frames of “ Istanbul 2010 – Capital of Culture of Europe”. In 2010 Shikhlinskaya presented new version of “USSR-Remix” group exhibition project in Norway.

In 1996, Shikhliskaya launched the “Labyrinth” project in Baku. Following the success of this project, the twelve participating artists, under the leadership of Shikhlinskaya, formed the Labyrinth Art Group. In 1999, Sabina Shikhlinskayacurated the first land art project in Azerbaijan with the artists from the Labyrinth Art Group. In 2005 within the framework of- Azerbaijan’s second International Biennial of Contemporary Art, Sabina Shiklinskayacurated a public performance of the Labirynth Art Group members.

Between 1996 – 2005, alongside her curatorial activities, Sabina Shikhlinskaya undertook a number of educational art projects in various institutions. She founded a school of painting for children, taught art in European Lyceum in Baku and TISA, the International School of Azerbaijan. She also conducted art therapy courses for vulnerable children.

In both her educational and curatorial projects, Sabina Shikhlinskaya partnered with such organizations as the Solomon Guggenheim Museum, UNDP, UNESCO, UNIFEM, Open Society Institute, Appolonia Art Exchanges, Azerbaijan Ministry of Culture and Tourism, Azerbaijan Ministry of Youth and Sports, Azerbaijan Center for Contemporary Arts, Azerbaijani Artists Union, Museum of Fine Art of Azerbaijan, as well as cultural representations of French, Italian, German, Norwegian, and Japanese embassy missions in Azerbaijan.



Residency stay of Sabina Shikhlinskaya is supported by:

Open Society Institute, Arts and Culture Network Program

5.11.10

ნიკოლას პერეტი და სედრიკ ანგლარეტი / Nicolas Perret & Cédric Anglaret

სვანეთის ხმოვანი პეიზაჟები

(სამუშაო სათაური)

ნიკოლას პერეტის და სედრიკ ანგლარეტის პროექტი


პროექტი ეხება სვანეთის ხმოვან პეიზაჟებს და მის ბგერით (ხმოვან) მახსოვრობას. როგორც ექო 1930იანი წლების მიხეილ კალატოზიშვილის მიერ გადაღებული მუნჯი დოკუმენტური ფილმისა “ჯიმ შვანტე. მარილი სვანეთს”, 80 წლის შემდეგ ნიკოლას პერეტის და სედრიკ ანგლარეტის პროექტი განიხილავს სვანეთის რეგიონის ხმოვან პეიზაჟს. პროექტი განხორციელდება 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე შეგროვდება ხმები, დღევანდელი სვანეთის ბუნების და ადგილობრივ მოსახლეთა საქმოანობის ხმათა დოკუმენტაცია. მეორე ნაწილი იქნება სერია დოკუმენტურ და ხმოვან არტის ნაწარმოებებისა, რომლებიც კომპონირებული იქნება შეგროვილი მასალის და ადგილობრივ ხელოვანებთან და მუსიკოსებთან თანამშრომლობის საფუძველზე. ამ ხმოვანი ნაწარმოებების შედეგად მოეწყობა აუდიო კონცერტების სერია და რადიო გადაცემები ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. 


Soundscapes of Svanetia

(Temporary title)

a project by Nicolas Perret & Cédric Anglaret


The project is about the soundscape and the sound memory of Svanetia, a remote region of northern Georgia. As an echo to the silent 1930's documentary Jim Shvante (Salt for Svanetia), our work will interrogate the soundscape of the region, 80 years after the movie. It will be done in two parts: the first part is a collection of sounds, a sound herbarium, from nature to human activity that documents the soundscape of nowadays Svanetia. The second part is a series of sound pieces in between documentary and sound art composed using the material of the collection and made in collaboration with local sound artists and musicians. These sound pieces will lead to a CD release, a series of concerts and various radio broadcasts with local and international partners.

www.elephantandcastles.com


პროექტის მხარდამჭერი / Project is supported by:

the European Cultural Foundation (ECF) in collaboration with the Open Society Institute (OSI) through the STEP beyond Travel grants.