16.12.10

ვალტ ვან ბეკი / Walt Van Beek



საუბარი ხელოვანებთან: ვალტ ვან ბეკი / ინგე ვანდენსანდე

Artists Talk: Walt Van Beek / Inge Vandensande

24.12.2010, 18.00

გეოეარი სტუმრად თბილისი სტუდიაში

GeoAIR visiting Tbilisi Studio

მისამართი დადიანის ქ. 20
Address: Dadiani Str. 20

http://www.tbilisistudio.org/


ვალტ ვან ბეკი - ბელგიელი ხელოვანი, ცხოვრობს და მუშაობს ბრიუსელში. 2009 წლის დასაწყისში ვალტ ვან ბეკმა დააარსა WaiWai Space, დამოუკიდებელი სახელოვნებო სივრცე ბრიუსელის ცენტრში იმ მიზნით, რომ გარდა საკუთარი ნამუშევრებისა ეჩვენებინა სხვა ხელოვანების ნამუშევრებიც და ეთანამშრომლა სხვა სახელოვნებო სივრცეებთან.

ინგე ვანდენსანდე - გრაფიკოს დიზაინერი, ცხოვრობს და მუშაობს ბრიუსელში. ინგე ვანდენსადი უძღვება პროექტს M’ATUVU, რომელიც არის ადგილი საინტერესო ღონისძიებებისთვის, გამოფენებისთვის, კონცერტებისთვის ან რაიმე სხვისთვის ბრიუსელის ცენტრში მაღაზიის ვიტრინაში.


საუბრის ენა: ინგლისური, ქართული თარგმანით


Walt Van Beek
- artist, lives and works in Brussels. founder of WaiWai Space, an independent art space in the centre of Brussels with the intention to show his own work, works by other artists and to collaborate with other venues.

Inge Vandensande - Graphic designer, lives and works in Brussels. Runs the project M’ATUVU, a place for cool events, exposition, concert or whatever in funky shop window in Brussels city center.

language: English with Georgian Translation

http://www.waiwaispace.blogspot.com/

http://www.matuvubxl.be/



ვალტ ვან ბეკი (დაიბადა 1981 წ. ანტვერპენში), ბელგიელი ხელოვანი, ცხოვრობს და მუშაობს ბრიუსელში.

ვალტ ვან ბეკი სწავლობდა ინტერიერის დიზაინს, ვიდრე ბრიუსელის ცენტრში სადიზაინო სტუდიას WoutWalt (ვალტ ვან ბეკის და ვოუტერ დე რაევეს კრეატიული დუეტი) დააარსებდა. მათი ადრეული ნამუშევრები ძირითადად საკუთარი პროექტების რეალიზაციაზე იყო დაფუძნებული, მალე კი კულტურის სფეროში მომუშავე სხვადასხვა კლიენტების შეკვეთებიც მოყვა (Bozar, Zinneke, VICE…). WoutWalt მუშაობს ვიზუალურ პროექტებზე, ატარებს ლექციებს, აკეთებს ინსტალაციებს, აცხობს...

2009 წლის დასაწყისში ვალტ ვან ბეკმა დააარსა WaiWai Space, დამოუკიდებელი სახელოვნებო სივრცე ბრიუსელის ცენტრში იმ მიზნით, რომ გარდა საკუთარი ნამუშევრებისა ეჩვენებინა სხვა ხელოვანების ნამუშევრებიც და ეთანამშრომლა სხვა სახელოვნებო სივრცეებთან. WaiWai Space წვლილი ბრიუსელის სახელოვნებო სივრცეში მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.

მის ბოლო დროის ნამუშევარში Gläser (განვითარებადი პროექტი), ვალტ ვან ბეკი განიხილავს ნივთების წარმავლობის საკითხს და ცდილობს ამ იდეის აზრის წარმავლობაში გარდაქმნას. Gläser წარმოიშობა პირადი კავშირიდან და პერსონალური მიზიდულობის ნიადაგზე, ეს არის სიყვარული მიტოვებული და დაკარგული ნივთების მიმართ. ეს არის დროის კრისტალიზაციის მცდელობა პროცესის უკან მობრუნების საშუალებით, სხვადასხვა ვითარებაში სტაბილურის თხევად მდგომარეობაში გადაქცევით, რაც საბოლოოდ უსასრულ გამჭვირვალობას გამოიწვევს.

პროექტის პირველი ნაწილი ნაჩვენები იყო Zennestraat 17, თებერვალი/მარტი 2010, ბრიუსელში.
შემდეგ პროექტი გაგრძელდა ვერბეკე ფონდში (Verbeke Foundation), სადაც 2010 წლის აპრილ-მაისში ვალტ ვან ბეკი იმყოფებოდა რეზიდენციაში.
http://www.youtube.com/watch?v=10wY3WeQj3U

ამჟამად ვალტ ვან ბეკი არის სტამბულში, პლატფორმ გარანტის (Platform Garanti) რეზიდენტი.



Walt Van Beek (born 1981 in Antwerp), Belgian artist, lives and works in Brussels.

Walt Van Beek studied Interior Design before starting WoutWalt, a design studio in the centre of Brussels. WoutWalt is a Brussels-based creative duo (Walt Van Beek and Wouter De Raeve). WoutWalt’s early work mainly focused on WoutWalt projects, soon followed by work for cultural clients (Bozar, Zinneke, VICE…). WoutWalt does visual work, gives lectures, makes cookies, installations... Early 2009 Walt Van Beek founded WaiWai Space, an independent art space in the centre of Brussels with the intention to show his own work, works by other artists and to collaborate with other venues. Its contribution to the Brussels art scene has been significant up to date.

In his recent work: Gläser (work/project in progress), Walt Van Beek questions the transitoriness of an object and tries to transform that into a transitoriness of thought. Gläserbol arises from an intimate relation and a personal attraction; and is the love for a banned and lost object. It is an attempt to crystallize time by reversing the process, from stable to fluid in different circumstances which would then in principle evoke endless transparencies.


First step shown at Zennestraat 17, February/March 2010, Brussels (BE)

The work was continued at Verbeke Foundation, where Walt Van Beek was working as a resident artist from April until May 2010.

Currently Walt Van Beek is a resident at Platform Garanti Istanbul.


http://www.waiwaispace.blogspot.com/

http://www.woutwalt.be/

http://www.woutwalt.be/portfolio/

http://www.verbekefoundation.com/

30.11.10

ალევტინა კახიძე / Alevtina Kakhidze



ლექცია: სამომხმარებლო ჟინის ევოლუცია განვითარდა მიახლოებით ათჯერ უფრო მეტად ვიდრე ჩვეული სისწრაფით

Lecture: The evolution of consumer desire developed at about ten times its usual speed


16.12. 2010, 18.00

საბა და კომპანია, Bang & Olufsen -ის საგამოფენო ოთახი  

Saba & Co., Bang & Olufsen showroom

მისამართი: ბუდაპეშტის ქ. 7

Address: Budapesht st. 7


ლექციის თემაა თვით-რეფლექსია მომხმარებლობის ჟინის, ნამდვილი სიამოვნების და ბედნიერების მიმართებით. ალევტინა კახიძე განიხილავს ამ თემას როგორც უკრაინელი, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ცხოვრობდა ნაირფერ დასავლეთში, ახლა კი უკრაინული საზოგადოების რაღაც ნაწილის, მათ შორის საკუთარი ოჯახის გამდიდრების პასიური მონაწილეა. ალევტინა კახიძე ხატავს მოხმარების და ხარჯვის ევოლუციის სურათს: დაწყებული ნივთებზე გადარევით, ეგზოტიკური ადგილების და ექსტრემალური გამოცდილებების (კერძო თვითმფრინავის ფრენა, ყვინთაობა...) წადილით და დამთავრებული გაცვლის ისეთი ადგილებით, როგორიც არის მაღაზიები და აუქციონები.  


ლექციის ენა: რუსული

ხანგრძლივობა: 45 წ.  

 

The lecture deals with self-reflection on consumer desire, the true pleasure and happiness. As a Ukrainian having lived in the flamboyant West in early 2000, and now as a passive participant of a enrichment of some part of Ukrainian society, including her own family. Alevtina Kakhidze draws a picture of the evolution of consumptionism: from the coveting of goods, the desire for exotic places and extreme experiences (flying the private plane, deep-sea diving) to the logic of places of exchange like stores and auction houses.

Lecture language: Russian

Lecture duration: 45 min.


ალევტინა კახიძე (დაიბადა 1973), უკრაინელი ხელოვანი, არტ კრიტიკოსი და კურატორი, ცხოვრობს და მუშაობს მუზიჩიში.  

ალევტინა კახიძემ დააარსა არაფორმალური სახელოვნებო რეზიდენცია თავის ახალ საცხოვრებელ ადგილას, სოფელ მუზიჩიში, რომელიც მდებარეობს კიევიდან მიახლოებით 20 კმ. მოშორებით. ნამუშევრებში, როგორიც არის საქორწინო კონტრაქტი და გამოცემა ჟდანოვკა ალევტინა კახიძე წარმატებულად ახერხებს განიხილოს და ყურადღება გაამახვილოს უკრაინული საზოგადოებისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიც არის ქონების გაყოფა თუ ქალაქგარე პერიფერია. ალევტინა კახიძე სწავლობდა ჰოლანდიაში იან ვან ეიკის აკადემიაში. იგი მონაწილეობს, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო გამოფენებში.






Alevtina Kakhidze (born in 1973), Ukrainian artist, art critic, curator, lives and works in Muzychi.

Alevtina Kakhidze has founded the informal artists residency program in her new place of residence in the village of Muzychi approximately 20 km from Kyiv. In works as the marriage contract as well as in her publication Zhdanovka Kakhidze succeeds in addressing those topics of urgency in the Ukrainian society, such as the new divide of wealth as much as the rural periphery. Alevtina Kakhidze has attended the Jan van Eyck Academie in the Netherlands and exhibits in Ukraine as well as internationally.






http://www.alevtinakakhidze.com/

8.11.10

საბინა შიხლინსკაია / Sabina Shikhlinskaya


პრეზენტაცია: ნაციონალური იდენტიფიკაციის საკითხი აზერბაიჯანულ ხელოვნებაში
Presentation: national identity in Azerbaijan art

24.11.2010, 18.00

გოეთეს ინსტიტუტი საქართველო
Goethe Institute Georgia
მისამართი: ზანდუკელის ქ. 16
Adress: Sandukeli st. 16


საბინა შიხლინსკაია არის ხელოვანი და კურატორი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს ბაქოში, აზერბაიჯანი. იგი არის CIMAM წევრი და ხელოვანთა ჯგუფი ლაბირინთის დამაარსებელი. საბინა შიხლინსკაია ბევრი საერთაშორისო სახელოვნებო ღონისძიების მონაწილე და კურატორია, როგორც აზერბაჯანში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში, საბინა შიხლინსკაიას პრეზენტაციის თემაა ნაციონალური იდენტიფიკაციის საკითხი აზერბაიჯანულ ხელოვნებაში, რომელსაც იგი განიხილავს აზერბაიჯანიდან თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების რამოდენიმე კონკრეტული პროექტის მაგალითზე, რომლებზეც საბინა ახლა თავად მუშაობს როგორც ხელოვანი და როგორც კურატორი.

Sabina Shikhlinskaya is an artist and curator, lives and works in Baku, Azerbaijan. She is member of CIMAM, founder of Labirynth Art Group, participant and curator of numerous international art events in Azerbaijan and abroad.

Topic of her presentation at Goethe-Institut is a subject of questioning of national identity in Azerbaijan art, through the demonstration of some of the projects of contemporary visual art from Azerbaijan on which Sabina is currently working as an artist and as a curator.

აზერბაიჯანელი ხელოვანი, პედაგოგი და კურატორი საბინა შიხლინსკაია (დაიბადა 1962 .) 1993 წლიდან 50 საერთაშორისო და ეროვნული საგამოფენო პროექტის ავტორია, მათშორის 2007 წელს ვენეციის 52- ბიენალეზე პირველი აზერბაიჯანული პავილიონის კურატორი, 2008 . გამოფენა “USSR – Remix”, 2009 . თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფორუმი “Maiden Tower”, 2010 . ვიდეო ხელოვნების გამოფენა “Openly” “Istanbul 2010 – Capital of Culture of Europe" ფარგლებში. 2010 . “USSR-Remix”- ის ახალი ვერსია ნორვეგიაში.

1996 წელს მან დაიწყო პროექტილაბირინთი”, რომლის წარმატების შემდეგაც, შიხლინსკაიას ხელმძღვანელობით მასში მონაწლე 12 ხელოვანისგან ჩამოყალიბდა არტ ჯგუფი ლაბირინთი. 2005 -ს აზერბაიჯანის მე-2 საერთაშორისო ბიენალეს ფარგლებში შიხლინსკაიას კურატორობით ჩატარდა პერფორმანსი ლაბირინთის ჯგუფის მონაწიელობით.

1996-2005 წლებში კურატორული მოღვაწეობის პარალელურად საბინა შიხლინსკაიამ დაარსა საბავშვო სამხატვრო სკოლა, ასწავლიდა ბაქოს ევროპულ ლიცეუმში და TISA-ში, აზერბაიჯანის საერთაშორისო სკოლაში. იგი ასევე ატარებდა ხელოვნების თერაპიის კურსს დაუცველ ბავშვებთან.

თავისი პროექტების განსახორციებლად საბინა შიხლინსკაია თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან ,როგორებიცაა გუგენჰაიმის მუზეუმი, UNDP, UNESCO, UNIFEM, ფონდი ღია საზოგადოება, Appolonia Art Exchanges, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო, აზერბაიჯანის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, აზერბაიჯანის მხატვართა კავშირი, აზერბაიჯანის სამხატვრო მუზეუმი, ასევე საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ნორვეგიის და იაპონიის საელჩოს კულტურის წარმომადგენლობებთან.



Since 1993 artist, educator and curator Sabina Shikhlinskaya (d.o.b. 1962) has organized more than 50 exhibitions and projects in both Azerbaijani and international venues. In 2007, Sabina Shikhlinskaya was the curator of the Azerbaijan’s 1st pavilion at the 52nd Art Biennale in Venice. In 2008, Shikhlinskayacurated a group exhibition “USSR – Remix”. Later that year, “USSR – Remix“ was exhibited in Dresden Museum of Art along with another group show curated by Shikhlinskaya - “Steps of Times”. In 2009 Sabina Shikhlinskaya organized “Maiden Tower”, the international forum of contemporary art. In 2010, she curated international video art exhibition “ Openly” shown in Istanbul, Antrepo in the frames of “ Istanbul 2010 – Capital of Culture of Europe”. In 2010 Shikhlinskaya presented new version of “USSR-Remix” group exhibition project in Norway.

In 1996, Shikhliskaya launched the “Labyrinth” project in Baku. Following the success of this project, the twelve participating artists, under the leadership of Shikhlinskaya, formed the Labyrinth Art Group. In 1999, Sabina Shikhlinskayacurated the first land art project in Azerbaijan with the artists from the Labyrinth Art Group. In 2005 within the framework of- Azerbaijan’s second International Biennial of Contemporary Art, Sabina Shiklinskayacurated a public performance of the Labirynth Art Group members.

Between 1996 – 2005, alongside her curatorial activities, Sabina Shikhlinskaya undertook a number of educational art projects in various institutions. She founded a school of painting for children, taught art in European Lyceum in Baku and TISA, the International School of Azerbaijan. She also conducted art therapy courses for vulnerable children.

In both her educational and curatorial projects, Sabina Shikhlinskaya partnered with such organizations as the Solomon Guggenheim Museum, UNDP, UNESCO, UNIFEM, Open Society Institute, Appolonia Art Exchanges, Azerbaijan Ministry of Culture and Tourism, Azerbaijan Ministry of Youth and Sports, Azerbaijan Center for Contemporary Arts, Azerbaijani Artists Union, Museum of Fine Art of Azerbaijan, as well as cultural representations of French, Italian, German, Norwegian, and Japanese embassy missions in Azerbaijan.



Residency stay of Sabina Shikhlinskaya is supported by:

Open Society Institute, Arts and Culture Network Program

5.11.10

ნიკოლას პერეტი და სედრიკ ანგლარეტი / Nicolas Perret & Cédric Anglaret

სვანეთის ხმოვანი პეიზაჟები

(სამუშაო სათაური)

ნიკოლას პერეტის და სედრიკ ანგლარეტის პროექტი


პროექტი ეხება სვანეთის ხმოვან პეიზაჟებს და მის ბგერით (ხმოვან) მახსოვრობას. როგორც ექო 1930იანი წლების მიხეილ კალატოზიშვილის მიერ გადაღებული მუნჯი დოკუმენტური ფილმისა “ჯიმ შვანტე. მარილი სვანეთს”, 80 წლის შემდეგ ნიკოლას პერეტის და სედრიკ ანგლარეტის პროექტი განიხილავს სვანეთის რეგიონის ხმოვან პეიზაჟს. პროექტი განხორციელდება 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე შეგროვდება ხმები, დღევანდელი სვანეთის ბუნების და ადგილობრივ მოსახლეთა საქმოანობის ხმათა დოკუმენტაცია. მეორე ნაწილი იქნება სერია დოკუმენტურ და ხმოვან არტის ნაწარმოებებისა, რომლებიც კომპონირებული იქნება შეგროვილი მასალის და ადგილობრივ ხელოვანებთან და მუსიკოსებთან თანამშრომლობის საფუძველზე. ამ ხმოვანი ნაწარმოებების შედეგად მოეწყობა აუდიო კონცერტების სერია და რადიო გადაცემები ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. 


Soundscapes of Svanetia

(Temporary title)

a project by Nicolas Perret & Cédric Anglaret


The project is about the soundscape and the sound memory of Svanetia, a remote region of northern Georgia. As an echo to the silent 1930's documentary Jim Shvante (Salt for Svanetia), our work will interrogate the soundscape of the region, 80 years after the movie. It will be done in two parts: the first part is a collection of sounds, a sound herbarium, from nature to human activity that documents the soundscape of nowadays Svanetia. The second part is a series of sound pieces in between documentary and sound art composed using the material of the collection and made in collaboration with local sound artists and musicians. These sound pieces will lead to a CD release, a series of concerts and various radio broadcasts with local and international partners.

www.elephantandcastles.com


პროექტის მხარდამჭერი / Project is supported by:

the European Cultural Foundation (ECF) in collaboration with the Open Society Institute (OSI) through the STEP beyond Travel grants.  



27.10.10

ჰელგა კურცხალია / Helga Kurzchalia

ჰელგა კურცხალია
ფსიქოლოგი და მწერალი, ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში


20.10.2010, 18:00 სთ.
გერმანელი და ქართველი ავტორების ლიტერატურული საღამო
ჰელგა კურცხალია წარადგენს წიგნს HIER


ფიროსმანი III პროექტის ფარგლებში, 19.10-30.10.2010
ორგანიზატორი: საქართველო-გერმანიის საზოგადოება
კაფე გოეთე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
ზანდუკელის ქ. 16
0108 თბილისი, საქართველო

27.10.2010, 18:00 სთ.
წიგნის პრეზენტაცია, Lamaras Briefe oder vom Untergang des Kommunismus (ლამარას წერილები ან კომუნიზმის დაისის შესახებ). საუბარი ლაშა ბაქრაძესთან
ორგანიზატორი: გიორგი ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი
ჭანტურიას ქ. 8
0108 თბილისი, საქართველო

გამოცემები:
2010
Lamaras Briefe oder vom Untergang des Kommunismuss (ლამარას წერილები ან კომუნიზმის დაისის შესახებ), რომანი, გამომცემლობა Lichtig (ბერლინი)
2007
HIER, ულრიკე ბრიუკნერთან და ანგელიკა ბარცთან თანამშრომლობით, გამომცემლობა Veenman Publishers (როტერდამი)
www.hierbuch.de
2000
Im Halbschlaf (ნახევრადძილში), რომანი, გამომცემლობა Rotbuch-Publishing (ჰამბურგი)


Helga Kurzchalia
Psychologist and writer, lives and works in Berlin

20.10.2010, 6 pm.
Reading with German and Georgian writers
Helga Kurzchalia presents the HIER book
In the framework of the project Pirosmani III, 19.10-30.10.2010
Organised by Georgian-German Association
Café Goethe, Goethe-Institut Georgien
Address: Sandukeli St. 16
0108 Tbilisi, Georgia

27.10.2010, 6 pm.
Book presentation "Lamaras Briefe oder vom Untergang des Kommunismus"(Lamara’s letters or about downfall of communism) and talk with Lasha Bakradze


Organised by Giorgi Leonidze State Literature Museum
Address: Chanturia St. 8
0108 Tbilisi, Georgia

Publications:
2010
Lamaras Briefe oder vom Untergang des Kommunismus, novel, Lichtig-Publishing (Berlin)

2007
HIER, ein Deutschlandbuch in cooperation with Ulrike Brückner and Angelika Barz, Veenman Publishers (Rotterdam)
www.hierbuch.de

2000
Im Halbschlaf, novel, Rotbuch-Publishing (Hamburg)

22.10.10

Anna-Louise Kratzsch

ქარხნებიდან კულტურამდე. გეოეარის რეზიდენტის ანა-ლუიზა კრატჩის მოხსენება
22.10.2010 / 18:00
ყოფილი შოკოლადის ქარხნის "მზიური" ტერიტორია, მთავარი შენობა, 2 სართული, ხოშარაულის ქ. 27 (ელიავას ბაზრობასთან)


ანა-ლუიზა კრატჩის საუბრის მთავარი თემა იქნება ცარიელი ინდუსტრიული არქიტექტურა და მათი გამოყენება, როგორც კულტურული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე. ისეთები, როგორიც არის Mass MoCa (მასაჩუსეტსი, აშშ), Dia: Beacon (ნიუ ორკი, აშშ), Tate Modern (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) და Spinnerei (ლაიფციგი, გერმანია).

როგორ შეიძლება დაცარიელებული ქარხნების შენობების რე-აქტივირება?

რა სარგებლობას იძლევიან ისინი?

რა ზომები არის ამისთვის საჭირო?



From Factory to Culture. Talk by GeoAIR resident Anna-Louise Kratzsch

22.10.2010 / 6.00 pm

Former chocolate factory "MZIURI", main building, 1st floor. Khosharauli st. 27 (at Eliava market)


The talk will focus on empty industrial architecture and its re-use as cultural locations such as Mass MoCa (Massachusetts, USA), Dia: Beacon (New York), Tate Modern (London, GB) and the Spinnerei (Leipzig, Germany).
How can empty factory buildings be re-activated?
What benefits do they provide?
What measures are needed?


ანა-ლუიზა კრატცში დაიბადა 1980 წელს ჩრდილოეთ გერმანიაში რუგენის კუნძულზე. 1997/98 წლებში იგი ცხოვრობდა აშშ-ში (ცინცინატი),ხოლო 2000/2001 წლებში მადრიდში, ესპანეთში, სადაც ვრცლად გაეცნო ვიზიალური ხელოვნების და მუსიკის მხატვრულ განათლებას. 2002 წლიდან სწავლობდა ლაიპციგის უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის და კულტურის ფაკულტეტზე. ამავე წელს გახდა სახელმწიფო პროგრამის სტიპენდიანტი. 2004 წელს ანა-ლუიზა კრატცშმა კურატორობა გაუწია მის პირველ გამოფენას EIGEN + ART-ის გალერეაში და 7 თვე დაჰყო ნიუ-ორკში, სადაც გაიარა ორი პრაკტიკული კურსი ISCP (საერთაშორისო სტუდიების და კურატორების პროგრამა) და ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმში. ლაიფციგში დაბრუნების შემდეგ მუშობდა როგორც კულტურული პოლიტიკის პლატფორმაზე (Kulturpolitischer Salon), ასევე ფედერკილის ფონდში ლაიპციგის ახალ მხატვრულ უბანში ყოფილი სართავი ქარხნის ტერიტორიაზე (Spinnerei). 2006 წელს მან დაამთავრა ლონდონის კორტოდის ხელოვნების ინსტიტუტი თანამედროვე ხელოვნებაში პოსტ-კომუნისტური სწავლების განხრით. 2006/07 წლებში იგი სწავლობდა მანდარინის ენას და მუშაობდა გოეთეს ინსტიტუტში პეკინში.

2006 წლის ივნისში ანა-ლუიზა კრატცშმა დაარსა LIA - ლაიფციგის საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამა, არა კომერციული ინსტიტუტი და ხელოვანთა რეზიდენცია თანამედროვე ხელოვნების და კულტურის ხელშეწყობის მიზნით. 2007 წელს მოეწყო ინსტიტუტის პირველი გამოფენა იაპონიის ფონდთან და ბერლინში იაპონიის საელჩოსთან თანამშრომლობით. მას შემდეგ LIA - ლაიფციგის საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამის ფარგლებში მან უმასპინძლა 40-ზე მეტ ხელოვანს 17 სხვადასხვა ქვეყნიდან, კურატორობა გაუწია გამოფენებს ლაიფციგში, ბერლინში (Caps Lock Projects, LIA`s temporary project space 2010) და ნიუ-ორკში (Leipzig Calling, exhibition at the New York Academy of Art 2009).

თბილისში GeoAIR რეზიდენციის ფარგლებში ანა-ლუიზა კრატცში მონაწილეობას მიიღებს "არტისტერიუმში", თბილისის საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების გამოფენაში და გოეთეს ინსტიტუტის საქართველოს მიერ მოწყობილ საერთაშორისო სიმპოზიუმში TRANSRELATION, რომელიც ჩატარდება 2010 წლის 2-5 ოქტომბერს.

ანა-ლუიზა კრატჩი მოხსენებას წაიკითხავს 5 ოქტომბერს, 10-13 საათის სესიის ფარგლებში.

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი

მისამართი: ზანდუკელის ქ. 16

მისი თემა "რეალიზმი - მხატვრობის ტრადიციები კომუნიზმის და პოსტ-კომუნიზმის შუალედში" ლაიფციგის მაგალითზე განიხილავს მის "სკოლებს", პროტაგონისტებს ისევე, როგორც გერმანიაში ფიგურალური ხელოვნების ისტორიულ და აქტუალურ აღქმას.

1. კომუნისტური ერა - რას ნიშნავს სოციალისტური რეალიზმი და რა გავლენა ჰქონდა მას როგორც აღმოსავლეთ ასევე დასავლეთ გერმანიაში ფიგურალური ხელოვნების აღქმაზე. მაგალითი: ლაიფციგის ვიზუალური ხელოვნების აკადემია და "ლაიფციგის სკოლა": ვოლფგანგ მათოიერი, ვერნერ ტიუბკე და ბერნჰარდ ჰაიზიგი.
2. პოსტ-კომუნისტური ერა - ვაიმარის ‘The image war’: სხვაობა ხელოვნების აღქმაში, აღმოსავლეთ გერმანია დასავლეთ გერმანიის წინააღმდეგ.
3. აწმყო - ხელოვნების ბაზარი და "ლაიფციგის ახალი სკოლა - EIGEN + ART გალერეის მაგალითზე. როგორ წამოიწია EIGEN + ART წინა პლანზე გლობალური ხელოვნების ბაზარზე ფიგურალური მხატვრობის სექტორის ჩამოყალიბებისას; ქალაქის კულტურული სახის და ფიგურალური მხატვრობის მოდის რეაბილიტაცია; როგორ განვიხილავთ ფიგურალურ ხელოვნებას დღეს და რა როლს თამაშობს გლობალური სახელოვნებო ბაზარი და მედია ჩვენს მიერ მის (ფიგურალური ხელოვნების) აღქმაში.



Anna-Louise Kratzsch was born 1980 in Northern Germany on the Isle of Rügen. She lived for one year 1997/ 98 in the USA (Cincinnati) as well as Spain (Madrid) in 2000/ 2001 and has experienced a broad artistic education in the visual arts and music before she began to study at the University of Leipzig in the Art History and Cultural Studies Department in 2002. In the same year she became fellow of a federal scholarship programme (Evangelisches Studienwerk Villigst e. V.). In 2004 Ms. Kratzsch curated her first group show in the gallery EIGEN + ART and spent seven month in New York City, where she passed two internships, at the ISCP (International Studio and Curatorial Programme) and the Brooklyn Museum of Art. When she returned to Leipzig she worked on a platform of cultural politics (Kulturpolitischer Salon) as well as Foundation Federkiel at the Spinnerei, the new artist district of Leipzig. In July 2006 she graduated with a Masters in Post-Communist studies in Contemporary Art at the Courtauld Institute of Art in London. In 2006/ 07 she studied Mandarin and worked for the Goethe Institute in Beijing.
In June 2006 she founded LIA – Leipzig International Art Programme, a not for profit institution and artist in residency programme to foster contemporary art and culture. In November 2007 Ms. Kratzsch organised the institution’s first exhibition in cooperation with the Japan Foundation and the Japan Embassy of Berlin. Since then she hosted over forty artists from seventeen nations in LIA and curated exhibitions in Leipzig, Berlin (Caps Lock Projects, LIA`s temporary project space 2010) and in New York City (Leipzig Calling, exhibition at the New York Academy of Art 2009).

During her residency at GeoAIR Anna-Louise Kratzsch will be participating in TRANSRELATION - International Symposium of Contemporary Arts Tbilisi, October 2-5, 2010 organized in cooperation with Goethe Institute Georgia and “Artisterum” 3rd Tbilisi International Contemporary Art Exhibition and Art Events.

Anna-Louise Kratzsch's talk will take place on October 5th, 2010, during 1st session 10 am.- 1 pm.

Venue: Goethe Institute Georgia

Address: Zandukeli st. 16

Her talk "Realism – Painting traditions between communism and post-communism" will focus on a case study of Leipzig, its ‘schools’, protagonists and the historical and current reception of figurative art in Germany.

1. Communist era – What Socialist Realism means and the impact it had on the reception of figurative painting in both Eastern and Western Germany. Referring to the Leipzig Academy of Visual Arts and the ‘Leipzig School’: Wolfgang Mattheuer, Werner Tübke and Bernhard Heisig.

2. Post-Communist era – ‘The image war’ of Weimar: The differences of art perception, Eastern Germany versus Western Germany.

3. Present –The art market and the ‘New Leipzig School – Case study EIGEN + ART. How EIGEN + ART came to the forefront in shaping the figurative painting sector of the global art market. Rehabilitating both the face of a cultural city and the trend of figurative painting. How we look at figurative painting today and what role the global art market and the media play with the way we perceive art.

For more info please visit:
http://liap.eu/

http://artisterium.org/goethe_artisterium.html


Residency stay of Anna-Louise Kratzsch is supported by:

30.6.10

Rob Hamelijnck and Nienke Terpsma

Presentation_Fucking Good Art / Tbilisi in times of museum remonts and the banning of the outdoor farmers' markets / 27.09.10 / New Art Cafe, 31, V. Orbeliani st. Tbilisi, Georgia
პრეზენტაცია_Fucking Good Art / თბილისი მუზეუმების რემონტების და გარე ვაჭრობის აღკვეთის დროში / 27.09.10 / ნიუ არტ კაფე, ვ. ორბელიანის ქ. 31, თბილისი, საქართველო





ეს არის პრეზენტაცია მათი კავკასიაში 3 თვიანი სტუმრობის დასასრულს.
This is a small presentation at the very end of their 3-month stay in the Caucasus.

Fucking Good Art-ის რეზიდენციაში სტუმრობის მხარდამჭერი არის ფონდი BKVB (ვიზუალური ხელოვნების, დიზაინის და არქიტექტურის ნიდერლანდების ფონდი) / Residency stay of Fucking Good Art is supported by Fonds BKVB (The Netherlands Foundation for Visual Arts, Design and Architecture)



ჰოლანდიელი ხელოვანები და არა-აკადემიური თავისუფალი მკვლევარები რობ ჰამელინკი და ნინკე ტერპსმა ცნობილნი არიან, როგორც პერიოდული გამოცემის Fuking Good Art-ის რედაქტორები, რომლის საწყისი იდეაა პუბლიკაცია 'ხელოვნების პოზიტიურ კრიტიკაზე' DIY (თვითნაკეთ) სტილში. იგი დაარსდა 2003 წელს და წარმოაგენს ბეჭდვით ან/და ინტერნეტ გამოცემას.

პირველი გამოცემის შემდეგ, ფოკუსი გადავიდა იმაზე, თუ რა ხდება თავად ნამუშევრის და გამოფენის ირგვლივ, სახელოვნებო სივრცის მიღმა კონტექსტსა და კულტურულ პოლიტიკაზე. ყოველთვის ძალიან სპეციფიკური, ინდივიდუალური, ანეკდოტური გზისკვლევა და ძალისხმევაა საჭირო რათა გაიგო, გაიზიარო და შეუერთდე ზოგად ურთიერთგაგების კონსტრუირებას.

FGA-ი ხელოვნების კვლევის კარგ ფორმად გამოდგა. FGA არის კოლექტიური ძალისხმევა: ყოველ გამოცემაზე მუშაობს სხვადასხვა ჯგუფი, ორგანულად მზარდი (და კუმშვადი) ხელოვანთა, მწერალთა და კურატორთა ქსელი, რომელთაც სხვადასხვა საფუძველი გააჩნიათ იმასთვის, რომ წერონ ხელოვნებაზე, გაუზიარონ ცოდნა, დაკვირვებები და გაახმაურონ ინსტიტუციონალური კრიტიკა.

წარსულში FGA მოკლე თუ ხანგრძლივი პერიოდით ფუძნდებოდა სხვადასხვა ქალაქებში: მიუნხენში, ბერლინში, დრეზდენში, რიგაში, კოპენჰაგენში, ციურიხში, სან პაოლოში, რათა ემუშავათ FGA-ის გამოცემებზე ადგილობრივ კონტექსტზე დაყრდნობით და ყოველთვის შემოქმედთა და მწერალთა ახალ კოლექტივთან ერთად. ამ სახელოვნებო გაერთიანებების მუდმივი თანამონაწილეობრივი გამოკვლევის შედეგად FGA-ის გამოცემები ქვეყნდებოდა როგორც წიგნის, ასევე A3 ბროშურის, ხოლო ზოგჯერ პლაკატის, ინტერნეტ რადიოს, ფოტოს და ვიდეო ნამუშევრის სახით.

22-25 ივლისი, 2010, თბილისი
რობ ჰამელინკის და ნინკე ტერპსმას მონაწილეობა ჯოანა ვარშას პროექტში: გაყინული მომენტები: არქიტექტურა გვპასუხობს

15 აგვისტომდე საქართველოს ბანკის ფასადზე (პეკინის გამზ.14, თბილისი) შეგიძლიათ ნახოთ Fucking Good Art-ის ვიდეო ნამუშევრის "sharing a view" („თვალთახედვა“) პირველ ვერსია. ნამუშევარი ფართო საზოგადოებას სთავაზობს რამოდენიმე ხედს საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტროს ფანჯრებიდან.

პროექტის შესახებ: გაყინული მომენტები: არქიტექტურა გვპასუხობს დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
http://ruinsofourtimes.wordpress.com/


Dutch artists and non-academic free-style researchers Rob Hamelijnck and Nienke Terpsma are best known as editors of Fucking Good Art, a periodic that started as a publication for'positive art critique'in a do-it-yourself style. It was founded in 2003,and is published both on paper and online,and some issues on paper or online.

After the first issues the focus shifted more and more to what happens around the work and the exhibition itself, on the context and cultural politics behind the art world, always navigating between the very specific, individual, anecdotal, and an effort to gain, share and join in the construction of some general understanding.

Fucking Good Art has proved to be a good tool to report on this art research. FGA is a collaborate effort; each edition is compiled by a different team, an organically growing (and shrinking) network of artists,writers and curators who have different reasons for writing about art, for sharing knowledge and observations, and for voicing institutional criticisms.

In the past FGA settled for shorter or longer periods in, among other places, Münich, Berlin, Dresden, Riga, Kopenhagen, Zürich and Sao Paulo to make editions of FGA on the basis of the local context, and always in a new collective of makers & thinkers. In this ongoing participating investigation of artistic communities Fucking Good Art editions appeared in book format as well as humble A3 pamphlets, and also sometimes posters,web radio, photo works and video.

July 22–25, 2010, Tbilisi, Georgia
Rob Hamelijnck and Nienke Terpsma will participate in a project by Joanna Warsza Frozen Moments: Architecture Speaks Back.

Until 15th of August you have a possibility to see a first version of video "sharing a view" by Fucking Good Art. It is screened on the facade of Georgian Bank, Pekini Avenue 14, Tbilisi, and offers some views from the windows of The Former Ministry of Highways of Georgian Soviet Socialist Republic to a bigger audience.

For more info about the project: Frozen Moments: Architecture Speaks Back please visit
http://ruinsofourtimes.wordpress.com/




www.fuckinggoodart.nl


Residency stay of Rob Hamelijnck and Nienke Terpsma is supported by:

29.6.10

November Paynter

ნოვემბერ პეინტერი დუბაიში Artist Pension Trust--ის დირექტორი და სტამბოლში მოღვაწე დამოუკიდებელი კურატორია. ბოლო პერიოდში იგი სტამბოლში Platform Garanti Contemporary Art Center-ის კურატორად მუშაობს. იგი იყო სტამბოლის მე-9 საერთაშორისო ბიენალეს კურატორის თანაშემწე და Tate Modern-ის გამოფენის Global Cities კონსულტანტი-კურატორი. პეინტერი პერიოდულად წერს სახელოვნებო პერიოდული გამოცემებისთვის, მათ შორის ჟურნალებისთვის Bidoun, Artforum and ArtReview. მისი ნაწერები ასევე ქვეყნდება სახელოვნებო და საგამოფენო პუბლიკაციებში.

პეინტერის საკურატორო პროექტები თურქეთის გარშემო ფართო რეგიონის წარმომადგენელ მხატვრებთან ურთიერთობაზეა აქცენტირებული. მომავალ პროექტებში კავკასიელი ხელოვანების ჩართვის მიზნით მისთვის გადამწყევტი მნიშვნელობა აქვს კავკასიაში სახელოვნებო სცენის გაცნობას. არსებობს ამ ქვეყნების მხატვრების ჩართვის პოტენციალი მომავალ საკურატორო პროექტებში, რომლებსაც სხვადასხვა საგამოფენო სივრცისთვის, მათ შორის სტამბოლში Platform Garanti-სთვის.

The Artist Pension Trust თრუსტ ხელოვანთათვის გრძელვადიანი ფინანსური დაგეგმვის პირველი პროგრამაა. ტრადიციული ფინანსური შენატანის მაგივრად, ხელოვანებს მათი საკუთარი ნაშრომების ინვესტირებასა და შეგროვებას სთავაზობენ რეგიონისთვის სპეციფიკური კოლექციის სახით, რომელშიც, საბოლოო ჯამში 5000 ხელოვნების ნიმუშიც შეიძლება გაერთიანდეს. რვავე სატრასტო ორგანიზაცია რეგიონალურ საკურატორო საბჭოსთან თანამშრომლობით 250 ხელოვანს ირჩევს 5-წლიანი ვადით. თითოეული მონაწილე ხელოვანი 20 ნამუშევარს გასცემს 15-20 წლით, რაც მას საკუთარი შემოქმედების ამსახველი კოლექციის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.


November Paynter is director of the Artist Pension Trust, Dubai and an independent curator based in Istanbul. Recently she helds the positions of Curator at Platform Garanti Contemporary Art Center, Istanbul. She has been an Assistant Curator of the 9th International Istanbul Biennial and Consultant Curator at Tate Modern for the exhibition Global Cities. Paynter regularly writes for art periodicals including Bidoun, Artforum and ArtReview magazines, as well as for artist and exhibition publications.

Paynter’s curatorial projects generally focuses on working with artists from the broad region that surrounds Turkey, therefore it is vital for her to become acquainted with the art scenes of the Caucasus countries in order to incorporate artists from Caucausus in her future projects. There is the potential to involve artists from these countries in my future curatorial projects that I am developing for various exhibition spaces including Platform Garanti in Istanbul.

The Artist Pension Trust is the first long-term financial planning programme for artists, whereby rather than make a conventional financial commitment, artists are invited to invest and build a collection of their own works of art within a region specific collection that in total might eventually comprise 5000 works of art. All eight trusts work with a regionally experienced curatorial committee to select 250 artists over a period of five years and all the participating artists commit 20 works over a 15 - 20 year period in order to create a representative collection of their own career.

www.artistpensiontrust.org

19.5.10

Eva Khachatryan

Presentation / 31.05.10 / Goethe-Institut, Sandukeli 16, 0108 Tbilisi.
პრეზენტაცია / 31.05.10 / გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის 16, 0108 თბილისი.




თანამედროვე ხელოვნების რეპრეზენტაცია სომხეთში

ევა ხაჩატრიანი დაიბადა 1977 წელს ერევანში, სადაც იგი ცხოვრობს და მოღვაწეობს. ევა ხაჩატრიანი დამოუკიდებელი კურატორი და AICA (საერთაშორისო არტ კრიტიკოსთა გაერთიანება) სომხეთის წევრია. 2003-08 წლებში ხაჩატრიანი კურატორად მუშაობდა თანამედროვე ექსპერიმენტული ხელოვნების სომხურ ცენტრში (ACCEA). 2006-08 წლებში კი იგი ამავე ცენტრის ვიზუალური ხელოვნების დირექტორის მოადგილე იყო. ამჟამად იგი თავის პროექტებს Suburb კულტურის ცენტრში ახორციელებს. ხაჩატრიანი არის http://artnews.am ვებ-გვერდის თანადამფუძნებელი, რომელზეც თვეში ერთხელ სომხეთის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მიმდინარე მოვლენებზე ახალი ინფორმაცია იტვირთება. მისი უახლესი კურატორიული საქმიანობა გენდერის და ახალი მედიებს თემას ეთმობა.
თავის პრეზენტაციაზე ევა ხაჩატრიანი განიხილავს სომხეთის ინსტიტუციონალურ სივრცეში თანამედროვე ხელოვნების რეპრეზენტაციის თემას. იგი ისაუბრებს სხვადასხვა ორგანიზაციების, კერძო პირების და კულტურული ოპერატორების საქმიანობის შესახებ, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით სომხეთის თანამედროვე სახელოვნებო სივრცის ფორმირებაში. პრეზენტაციისას ასევე ნაჩვენები იქნება სომხეთში მცხოვრები ხელოვანების ნამუშევრები.


Representation of Contemporary Art in Armenia.

Eva Khachatryan was born in 1977 in Yerevan, Armenia, where she lives and works. She an independent curator and member of AICA Armenia. Between 2003-2008 she was working as a curator at the Armenian Center for Contemporary Experimental Art (ACCEA) and between 2006-2008 she was holding position of co-director of Department of Fine Arts at the ACCEA. At the moment she is realizing her projects at the Suburb Cultural Center. She is the co-founder of the new web site http://artsnews.am, which is updated per month and focused on representation of contemporary art situation in Armenia. Her recent curatorial work has been mostly on women‘s issues and new media in contemporary art.

During the talk Eva Khachatryan will explore the representation of Contemporary art in Armenia through institutional environment. She will describe activities of some of the organizations and individuals, cultural operators, which play important role in formation of contemporary art scene. During presentation will be shown also some works of artists based in Armenia.

21.4.10

Selda Asal

Work presentation / 27.04.10 / Caucasian House, Galaktioni street 20
ნამუშევრების პრეზენტაცია / 27.04.10 / კავკასიური სახლი, გალაქტიონის ქუჩა 20




სელდა ასალი, დაიბადა იზმირში, მოღვაწეობს სტამბულში. მან მუსიკის თეორია და ვიზუალური ხელოვნება ისწავლა. სელდა ასალმა ჩამოაყალიბა ‘აპარტმენტ პროექტი’ (“Apartment Project”) სტამბულში.
2006 წლიდან სელდა ასალი მუშაობს ვიდეო და აუდიო პროექტებზე, რომელ თაც იგი თინეიჯერებთან ერთად თურქეთში, გერმანიაში, დანიაში, საფრანგეთში, შვედეთში, ირანში, აზერბაიჯანში, თურქეთში და საქართველოში ანხორციელებს. ამ ვიდეო ნამუშევრებს სხვადასხვა სათაურები აქვთ, მაგრამ ერთი კონცეფცია აერთიანებთ: მათი მთავარი თემა ახალგაზრდების ოცნებები და სირთულეებია. ასალი ახალგაზრდებთან ვორკშოპს ატარებს, სადაც ისინი ტექსტებზე მუშაობენ, ეს ტექსები ახალგაზრდების რეალობას ასახავს, ამის შემდეგ ასალი მათ რედაქტირებას უკეთებს. შემდეგ ამ ახალი ტექსტით და მუსიკით იგი ახალ ნამუშევარს, მუსიკალურ ვიდეოს ქმნის. ხელოვანი თვითოეულ პროექტზე სხვადასხვა მუსიკოსთან თანამშრომლობს.

თბილისიში სელდა ასალი გეოერის (GeoAIR) დაპატიჟებით 2010 წლის აპრილს ჩამოვიდა. აქაც მან სამუშაოდ თბილისელი ახალგაზრდები მოიწვია. ვირკშოპების მეშვეობით ამ ახალგაზრდებმა ასალთან ერთად ახალი ვიდეო ნამუშევარი შექმნეს, რომელიც მათ რეალობას ასახავს. ასალმა ეს პრეოქტი მუსიკოს ჯემ აკკანთან ერთად განახორციელა.


Selda Asal is an artist, born in Izmir. She studied Musicology and Art. Initiator of the “Apartment Project” in Istanbul. Currently living in Istanbul.

Since the year 2006, Selda Asal has been producing projects consisting of video films, sound installations and music videos by working with teenagers in Turkey, Germany, Denmark , France, Sweden, Iran, Azerbaijan, Armenia, Georgia etc... The videos have different titles, but conceptually they all focus on dreams and struggles. The artist creates workshop spaces in order to collaborate with youngsters on texts focusing on dreams and struggles and then prepares a new collage text from parts of what they have written. This collage text forms the lyrics of the video works. The music in the videos is produced in collaboration with different musicians each time and the final work is filmed by the artist.

In Tbilisi, she has been invited by GeoAIR residency for one month, during April 2010. Here too she focused on Tbilisi’s young people from different backgrounds. Through workshops her digital film is shaped by these young people according the stories they tell, their wills and circumstances. In Tbilisi Selda Asal worked with the sound designer Cem Akkan.



www.seldaasal.com

www.apartmentproject.com

22.3.10

Sonya Schönberger

Sonya Schoenberger, ‘What Makes the Life’ / October 2-10.2010 / Artisterium ‘Imagine Future’, Tbilisi.
სონია შონბერგერი, ‘What Makes the Life’ / ოქტომბერი 2-10.2010 / არტისტერიუმი “Imagine the Future’’ (წარმოიდგინე მომავალი), თბილ
ისი.



|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||


Work presentation / 26.03.10 / Goethe-Institut, Georgien, Sandukeli 16, 0108 Tbilisi.
ნამუშევრების პრეზენტაცია / 26.03.10 / გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის 16, 0108 თბილისი.



სონია შიონბერგერი - გერმანელი ხელოვანი, მუშაობს ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა დარგში: ვიდეო, პერფორმანსი, მხტვრობა და ქარგვა. იგი სწავლობდა სოციალურ ანტროპოლოგიას და ფილოსოფიას ბერლინსა და ციურიხში, ვიზუალურ ხელოვნებას ამსტერდამის რიტფელდის აკადემიაში და ექსპერიმენტულ ხელოვნებას ბერლინში.

26 მარტს, გოეთეს ინსტიტუტში, სონია შიონბერგერი წარადგენს ახალ პროექტს, რომელზეც იგი მუშაობდა თბილისში, გეოეარ-ის რეზიდენციაში ყოფნის დროს. გარდა ამისა, იგი ისაუბრებს ზოგადად თავის ხელოვნებაზე, რომელშიც იგი იყენებს ახალი ამბების ფოტო მასალას, რათა ხელოვნების მეშვეობით შეცვალოს ჩვენ ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო შემოჭრილი პრესის გამოსახულებები. ქარგვით, და ამის შედეგად აღქმული გამოსახულების კონტექსტის შეცვლით, იგი ცდილობს მისცეს მაყურებელს ხელმეორედ დაკვირვების საშუალება და გაზარდოს ზოგადად ჩვენ ყოველდღიურ ყოფაში მედიის გამოყენების შეგნება. სონია შიონბერგერის ვიდეო ნამუშევრებში ძირითადი თემაა მხატვრის გარემომცველი სამყაროს ყოველდღიურობის და ბანალურობის გააზრება და გამოყენება.

პრეზენტაციის შემდეგ საშუალება გაქვთ შეუერთდეთ ხელოვანს კაფე-გალერეა პეროვზე (ახლვედიანის ქუჩა 15).


Sonya Schönberger, German visual artist, working with video, photography, performance, drawing and stitching. She Studied Social Anthropology and Philosophy in Berlin and Zürich, Visual Art at the Rietveld Academie Amsterdam, Experimental Mediadesign at the University of Arts Berlin.
On March 26th, Sonya Schönberger will be presenting her new project, on which she worked during her residency at GeoAIR in Tbilisi. Besides she will be talking about her artistic work in general, for which she uses images sourced from news media to reverse the process of an emerging press image through handicrafts. By stitching and with this changing the context of the image that she perceives, she attempts to let the audience look again and enhance awareness of the use of media in general in our daily life. Another major topic in her work is using and reflecting on the everyday of her surroundings in her video works.

After the presentation everybody can join the artist for some drinks and music at Cafe-Galerea Perovze (N15 Akhvlediani (Perovskaia) Street. Tbilisi)



www.sonyhof.de

28.2.10

რინკე ენგჰარტი / Rienke Enghardt

Hopebox tour Georgia 2010 / 21.09.2010 / Batumi Ajara Art Museum and 25.09.2010 / Borjomi Historical Museum



|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||


HBX déjeuner pensant créant / 06.03.10 / Residency house



ჰოლანდიელი რინკე ენგჰარტის სურვილია, ხელოვნების მეშვეობით რეალობის მრავალმხრივობა ასახოს. ენგჰარტის 1991 წლის პროექტი Hope Box (HBX) ერთი პროექტის ფარგლებს გაცდა და გრძელვადიან პროცესად იქცა. მას შემდეგ ამ პრექტში სხვადასხვა ქვეყნის ასობით ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა. HBX მასში მონაწილე მხატვრის და მაყურებლის როლს ერთმანეთისგან არ ანსხვავებს, მასში ჩაბმა ყოველთვის შესაძლებელია და ის სულ ღიაა ინტერაქციისთვის. Hope Box-ის ანგელოზები სხვადასხვა სახით ყოველთვის მოძრაობაში არიან, მათ არ აკმაყოფილებთ ვირტუალური ინფორმაცია, არამედ სოცილალურ სივრცეში თავისი წვლილის შესატანად იღწვიან.

Rienke Enghardt aims to employ art in a manner faithful to the diversity of reality. In 1991 she created Hope Box (HBX for short) that started as a single project and has grown into a process that hundreds of artists from dozens of courtiers have participated to. HBX is to its artists, what it is to its observers: a non-exclusive, open-faced interaction. Hope Box Angels hold a variety of passports and are in constant motion, not satisfied with virtual information but in need of sensual and social phenomenological input.

www.hopebox.nl

16.2.10

Nicky Larkin

Work presentation / 19.02.10 / State Silk Museum, 6 Tsabadze Sreet, Tbilisi, Georgia
ნამუშევრების პრეზენტაცია / 19.02.10 / აბრეშუმის მუზეუმი, ცაბაძის 6, თბილისი





ნიკი ლარკინი ირლანდიელი ფოტოგრაფი, ვიდეოარტისტი და ფერმწერია. მისი შემოქმედების ინტერესის საგანი მიტოვებული სივრცეებია. სივრცეები, რომელთა ესთეტიურმა ღირებულებამ მნიშვნელობა და ინტერესი დაკარგა.

Nicky Larkin is Irish video-artist, photographer and painter. His work is concerned with empty spaces and bleak aesthetic environments. He is interested in the grim places, places where aesthetic value is no longer viewed as important or enforced.


www.nickylarkin.com
www.krankynilic.com

Blog Archive