30.5.14

იზა როგუცკა / Iza Rogucka


იზა როგუცკა პოლონელი ხელოვანია, რომელიც ვარშავაში ცხოვრობს და მხატვრობისა და ინსტალაციის სფეროში მუშაობს. იზამ დაამთავრა პოზნანის ხელოვნების აკადემიის მხატვრობის ფაკულტეტი (2007-2012) და ვენის ხელოვნების აკადემია (პაველ ალტჰამერისა და იულიან გოეთეს სახელოსნო, 2010-2013). 2008 წლის ოქტომბერი - 2009 წლის თებერვლის პერიოდში გრანადის უნივერსიტეტში (ესპანეთი) მუშაობდა სადიპლომო ნამუშევარზე პროფესორ ანდრჟეი ზდანოვიჩის ხელმძღვნელობით.

თავისი ნამუშევრებისთვის იზა როგუცკას მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო. მათ შორის არქიტექტურული კონკურსის Re-Vita Wielkopolsko (პოსტინდუსტრიული შენობების გაცოცხლება, 2010) მეორე პრიზი. 2013 წელს ის გახდა ვროცლავის გეპერტის სახელობის მეთერთმეტე კონკურსის ფინალისტი. როგუცკას მონაწილეობა აქვს მიღებული პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში: ქალაქის თამაშები, Old Powder House (ვარშავა, პოლონეთი, 2014),უხერხულად ბუნებაში, Raumacht Gallery (ვენა, ავსტრია, 2012), წმინდა და წარმართული სიყვარული, Ludwik Zamenhof Center (ბელოსტოკი, პოლონეთი, 2011), ნაპოვნი ნივთების ბიურო, Franz-Josephs-Bahnhof (ვიდენი, ავსტრია, 2013), ფრთილად! ნახატი! გეპერტის სახელობის მეთერთმეტე კონკურსი (ვროცლავი, პოლონეთი, 2013). იზა ქართველ არტისტ, დადა (გიორგი) მაღრაძესთან ერთად იმუშავებს პროექტ "აღმოაჩინე ელიავას" ფარგლებში. DSC_0627 Iza Rogucka (born September 6, 1985) is a Polish artist who lives and works in Warsaw and practices drawing and installation. Iza is the graduate of the Academy of Fine Arts in Poznan, Faculty of Painting (2007-2012) and the Academy of Fine Arts in Vienna (master class of Paweł Althamer and Julian Goethe, 2010-2013). Between October 2008 and February 2009 she worked on the Painting Diploma Project under instruction of Prof. Andrzej Zdanowicz at the University of Granada, Spain. Iza Rogucka’s works have been awarded several awards including the 2nd price in the architectural competition Re-Vita Wielkopolsko (Revitalization of Postindustrial Buildings, 2010). In 2013 she became finalist of the 11th edition of the Geppert Competition in Wrocław. Rogucka participated in personal and group exhibitions. Among them:  Spiele der Stadt, Old Powder House (Warsaw, Poland, 2014), Unbehagen in der Natur, Raumacht Gallery (Vienna, Austria, 2012), Sacred and Profane Love, Ludwik Zamenhof Center (Białystok, Poland, 2011), Lost and Found, Franz-Josephs-Bahnhof (Wiedeń, Austria, 2013), Caution! Painting! 11th edition of Geppert Competition (Wrocław, Poland, 2013).

Iza Rogucka  will be working with georgian artist  DADA (Giorgi) Magradze.  



With the support of the Culture Programme of the European Union.
With the support of the Culture Programme of the European Union




Iza rogucka residency stay is part of an exchange program between GeoAIR and Adam Mickiewicz Institute














Iza rogucka residency stay is kindly supported by Tbilisi cultural activity center 

1.5.14

დონიკა ჩინა / Donika Cina


დონიკა ჩინა ახალგაზრდა ალბანელი ხელოვანია, რომელიც ტირანასა (ალბანეთი) და კლუჟ-ნაპოკაში (რუმინეთი) ცხოვრობს. ის ძირითადათ მუშაობს ვიდეო ხელოვნების, ვიდეო ინსტალაციისა და მოკლე ფილმების სფეროში. დამთავრებული აქვს ტირანას სამხატვრო აკადემიის მულტიმედია ხელოვნების ფაკულტეტი. ამჟამად სწავლობს ფოტოგრაფიასა და ვიდეო ხელოვნებას კლუჟ-ნაპოკას ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტში. დონიკა ცანას მიღებული აქვს მონაწილეობა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ გამოფენებსა და პროექტებში.

ხელოვანის ინტერესთა სფეროებს განეკუთვნება შემეცნების პროცესი, ადამიანების მიერ სამყაროს აღქმა და პირადი და კოლექტიური გამოცდილების საფუძველზე სხვადასხვა ფენომენთან შეხვედრის ანალიზი. ხელოვანის შემოქმედების ძირითადი ობიექტია თავად ის, მისი ისტორია და ის ამბები, რომლებიც მის გარშემო ხდება. ის ცდილობს ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა თვალსაზრისი, გაანალიზოს მომხდარი და ის, რაც ახლა ხდება; გამოიკვლიოს ფიზიკური და ემოციური ასპექტები, რომლებიც უნივერსალურ კითხვებსა და თემებში ჩაღრმავებისათვის საწყის წერტილს წარმოადგენს. დონიკას აინტერესებს სოციალური სტატუსის თემა და საზოგადოების მხრიდან მისი, როგორც ადამიანის აღქმა და განსჯა.  ის ცდილობს ინტერიერსა და ექსტერიერს შორის დაპირისპირების შექმნასა და მათ მრავალფეროვან წარმოჩენას;  შესაძლებლობების შექმნას სხვადასხვა ფენომენის მიუკერძოებელი შეფასებისათვის; ჩვენს პირად და კოლექტიურ განსჯასთან დაკავშირებული კითხვების დასმას. დონიკასთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავად პროცესი, რომელსაც ის სხვადასხვა მოვლენის დაწყებისა და განვითარების სფეროდ განიხილავს.

დონიკა ჩინას რეზიდენცია არის გეოეარსა და T.I.C.A-ს (ალბანეთი) შორის გაცვლითი პროგრამის ნაწილი. იგი მოწვეულ იქნა პროექტში "აღმოაჩინე ელიავა" მონაწილეობის მისაღებად.
პროექტი ხორციელდება GALA (Green Art Lab Alliance) ფარგლებში, ევროკავშირის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით.



დონიკა ჩინა იმუშავებს თბილისში მცხოვრებ და მომუშავე ავსტრიელ ხელოვანთან, კატარინა შტადლერთან ერთად.


დამატებითი ინფორმაცია პროექტ GALA-ს შესახებ იხილეთ: 


/////////////////////////////////////////

Donika Cina is a young Albanian artist. She lives between Tirana, Albania and Cluj-Napoca, Romania. Donika usually works in the medium of video art, video installation and short movies. She graduated from the Faculty of Multimedia Art at the Academy of Arts in Tirana and continues to study photography and video at the University of Arts and Design in Cluj-Napoca, Romania. She has been part of numerous national and international exhibitions and projects.

Donika Cina is interested in the cognition processes, in the way we see the world and the way we are introduced to the diverse phenomena on the basis of our personal and collective experiences. The subject of the most of her works is she herself, her story and the stories of the surrounding crowd. She is working on comparing of different points of view regarding to what had happened and what is actually happening; investigation of physical and emotional aspects, which serve as a starting point for proceeding into the more universal questions and themes; gaining of a social status, the way Donika is perceived and judged by the society. Donika creates a confrontation between the exterior and the interior by presenting them in a multifaceted way. She tries to give all the possible chances to the impartial evaluation of a phenomenon and puts under question mark our ways of personal and collective judgment. Donika puts a great importance into the process itself, considering it to be a segment where different events start and develop.

Donika Cinas residency stay is part of an exchange program between GeoAIR and T.I.C.A.(Albania). She is  invited to participate in the project "Discover Eliava". It is implementing in the frame of GALA (Green Art Lab Alliance) project, with the support of the Culture Programme of the European Union.

Donika Cinas will be working with in Tbilisi based, Austrian artist Katharina Stadler.























Donika Cinas residency stay is kindly supported by Tbilisi cultural activity center 

16.4.14

ჯერალდინ პაოლი / Geraldine Paoli


ჯერალდინ პაოლი ინტერმედია ხელოვანი, კურატორი, ინტერდისციპლინარული პედაგოგია. იგი ცხოვრობს და მუშაობს მარსელსა (საფრანგეთი) და კასაბლანკაში (მაროკო). 
ჯერალდინ პაოლი სწავლობდა მოსახლეობის სპეციფიკურ ტერიტორიებს უნივერსიტეტების, სკოლების და ინსტიტუციების ფარგლებში.

მისი ანთროპოლოგიური სწავლა კონცენტრირებული იყო უკანასკნელ დეკადებში ხალხის ისტორიულ განვითარებაზე, მათ გარემოზე, ურთიერთობებზე და წინააღმდეგობებზე. იგი დაინტერესებულია საერთო იდენტურობასა და მემკვიდრეობაში სოციალური, ეკონომიკური, კულტურული ფასეულობების საკითხების წამოჭრასა და შეფასებაში. გერალდინ პაოლიმ იკვლევდა ადამიანის იდენტობის თანამედროვე საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია სპეციფიკური ტერიტორიისა და ისტორიის გამოცდილებას და იმით თუ როგორ ახდენს ეს გავლენას მოსახლეობაზე, მათ ისტორიასა და კულტურულ იდენტობაზე.

2001 წელს გერალდინ პაოლიმ შექმნა პროექტი “Palimpseste”, რომელიც  ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებს, მეცნიერებს, ქორეოგრაფებს, დიზაინერებს, ჰიდროლოგებს, პროგრამისტებს, ფილოსოფოსებს, ფოტოგრაფებს, მუსიკოსებს, მკვლევარებს, განმანათლებლებს, მწერლებს, გეოდეზისტებს და სხვებს. იგი, როგორც კულტურის დიზაინერი და კურატორი იწვის გააუქმოს საზღვრები რათა გადაკვეთოს დისციპლინები და შექმნას შესაფერისი ფორმა შეხვედრებისთვის, გაზიარებისთვის და შემოქმედებითი მოძრაობისთვის  სახელად ”meshes confluences”.


Geraldine Paoli - Intermedia Artist, curator, interdisplinaire teacher. Lives and works in Marseille (France), Casablanca (Morocco).
Geraldine Paoli studied the specific territories of populations within universities, schools and institutions.

Her anthropological studies concentrated on the historical development of recent decades on people, their environment, relationships and oppositions. She is interested in valorization and questioning of social, economic, cultural values in common identity and heritage. Geraldine Paoli has researched the contemporary quest for human identity that is confronted with specific territorial and historical experiences and how that effected those populations, their histories and cultural identities.

In 2001 Geraldine Paoli created project “Palimpseste”, which culturally meshes artists, scientists, chorographers, designers, hydrologists, programming artists, philosophers, photographers, musicians, researchers, educators, writers, videographers, surveyors and others from various countries. As the cultural designer, curator and director she strived to deterritorialize to cross disciplines and create shapes suitable for dating, sharing, and movement of creation called “meshes confluences”.


გეოეარის რეიდენციაში ყოფნის მანძილზე ჯერალდინ პაოლი, ნინი ფალავანდიშვილთან ერთად იმუშავებს სამომავლო პროექტის რეზონანსული შენაკადები. სამყაროთა კვეთა: შემოქმედება გამოძახილში (CONFLUENCES RESONANTS. THE CROSSING OF THE WORLDS: CREATIONS IN ECHO)  კონცეპტუალიზაციაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე.
წარმოვიდგინოთ ხელოსანი, რომელიც ჭიმავს კაბელს სამყაროთა შორის, რომელშიც უნდა ჩაიდოს ბადე და თარგი: იგი ბადეში გააბამს სამყაროებს და შექმნის მათ შორის თანამშრომლობას და დინამიკას.
აკუსტიკაში ჩვენ ვილაპარაკებთ რეზონანსზე, კინეტიკაში მარყუჟზე, ფიზიკაში, როგორც ჰიდროდინამიკაში, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ შენაკადები. მაგრამ საერთო ენაზე უნდა ვილაპარაკოთ ქსელზე, თანამშრომლობაზე და საერთო სივრცეზე.

Palimpseste-ის მოწოდებაა გამოიწვიოს ამგვარი რეაქცია. როგორც შემაკავშირებელი Palimpseste არის კვანძი, შეხვედრა შრომის გაცვლის თანხლებით.
Palimpseste არის გადამკვეთი ცოდნის ვორკშოფი….
შესართავთან არის ქმნილება - არც კოლექტიური მუშაობა, არც შერევა - არამედ გადახლართული ტრადიციების ნაყოფი და ცოდნა, და ეს ქმნილება ძლიერია გაზიარების საფუძველზე. 
შორს მოქმედებისა და პერფორმანსისგან, შესრულებული სამუშაო ორივე მხრივ უნდა გაიზარდოს, როგორც საერთო შრომის საფუძველზე, ასევე ღია იყოს ფართო საზოგადოებისთვის: შედგენილი ბუნება, იგი არ არის ეკლექტური, არამედ გაზიარებულია. 
ეს  გამოძახილი შემოქმედება განასახიერებს ჩვენ იზოლირებულ სამყაროს, რომელიც არ ერწყმის გლობალური კულტურის ტალღებს, არამედ ჩვენთვის ნაცნობ ჩვეულებრივ ფორმებს: სავარაუდოდ, ეს არის გლობალიზაცია.
როგორც ციფრული ფორუმები მოითხოვენ მოდერატორს, Palimpseste, მდიდარი თავისი თანაცხოვრების გამოცდილებით, ცდილობს დაიჭიროს ეს ძალები და შეამსუბუქოს შენაკადები.  
როგორ? კითხვების გაზიარებით და უწყვეტი დაპირისპირების ხერხების ტესტირებით.
ამდენად, საჯარო სივრცის საკითხის დაყენებით, შეგვიძლია ხელოვანები დავუპირისპიროთ იმ გამოწვევას, რომელსაც ისინი მუდმივად ხვდებიან: რა ვაჩვენოთ, როგორ და სად?


While her stay at GeoAIR residency Geraldine Paoli together with Nini Palavandishvili will work on conceptualisation and collaboration for upcoming project: CONFLUENCES RESONANTS. THE CROSSING OF THE WORLDS: CREATIONS IN ECHO
Let us imagine a craftsman responsible for tensioning a WIRE between these worlds, and having to insert a web and a pattern: he will mesh those worlds creating synergy and dynamic between them.
In acoustics we shall speak of resonances, in kinetic a loop, in physics as in fluid dynamics, we shall retain confluences.
But in the common language we shall talk about networking, collaboration and shared space.

It is the vocation of Palimpseste to arouse such reactions. In terms of connectivity Palimpseste is a knot more than interface: the meeting accompanied by the exchange of work.
Palimpseste is the workshop of crossed knowledge…
At the confluence there is creation – neither collective work, neither melting pot – but fruit of mesh traditions and know-how, and this creation is strong by sharing
Far of happenings-performance, the work produced must both grow from common labor and open to a wide audience: a composite nature, it is not eclectic but shared.
These echo creations illustrate our universe constituted of isolates related which does merge not in a global culture wave but in orderly shapes familiar to all: Perhaps this is globalisation.
As the digital forums require moderators, Palimpsest, rich by its experience of living together, seeks to capture these forces and facilitate confluences.
How? By sharing questions and testing by continuous friction – techniques.
Thus, by starting with the questions of the public space, can we confront artists in a challenge they face every moment: What to show, how and where?



5.4.14

OPEN CALL: 6 თვიან რეზიდენციის პროგრამა "ახალი კავშირები" / OPEN CALL for 6-Month Residency NEW NETWORKS

კონკურსი ქართველი ხელოვანებისთვის, 6 თვიან რეზიდენციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
UJAZDOWSKI CASTLE-ის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის A-I-R LABORATORY-ში, ვარშავა/პოლონეთი (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი 2014) და SCHLOSS SOLITUDE-ის აკადემიაში, შტუტგარტი/გერმანია (იანვარი, თებერვალი, მარტი 2015).

SCHLOSS SOLITUDE-ის აკადემია, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი Ujazdowski Castle და პოლონურ-გერმანული თანამშრომლობის ფონდი იწვევს ხელოვანებს, მონაწილეობა მიიღონ A-I-R LABORATOR-ის სახელოვნებო რეზიდენციის 6 თვიან პროგრამაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრ Ujazdowski Castle-ში, ვარშავა და Schloss Solitud-ის აკადემიაში, შტუტგარტი

2003 წელს Ujazdowski Castle-ის და Schloss Solitude-ის აკადემიის თანამშრომლობით ჩამოყალიბდა ახალი რეზიდენციის პროგრამა თანამედროვე ხელოვნების ცენტრ Ujazdowski Castle-შიამ დროიდან მოყოლებუილი A-I-R LABORATORY და Schloss Solitude-ის აკადემია ყოველ წელს ახორციელებენ 3 თვიან რეზიდენციას პოლონელი ხელოვანებისთვის Schloss Solitude-ში და სანაცვლოდ Solitude-ის სტიპენდიანტები მიწვეულები არიან რამდენიმე თვით ვარშავაში. ახალი კავშირები/New Networks არის მათი ახალი პროექტი, რომლის ფოკუსიც გადადის ევროპის კიდევ უფრო აღმოსავლეთი ტერიტორიებისკენ. ყოველ წელს ერთი ხელოვანი, განსაზღვრული ქვეყნიდან მიწვეული იქნება ორივე ინსტიტუციაში 3-3 თვიან რეზიდენიაში. ვიმედოვნებთ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს როგორც კომუნიკაციას, ქსელის შექმნას, ასევე ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას ერთმანეთისგან დაშორებულ რეგიონებში.


აპლიკაციები მიიღება საქართველოდან
თარიღები:
A-I-R Laboratory, ვარშავა/პოლონეთი: სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი 2014
Schloss Solitude-ის აკადემია, შტუტგარტი/გერმანია: იანვარი, თებერვალი, მარტი 2015
სტიპენდიანტებმა უნდა მოამზადონ:
- საჯარო შეხვედრა/საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია
- მონაწილეობა მიიღონ  A-I-R Laboratory - და Solitude-ის პროგრამაში (სემინარი, შეხვედრები, სასწავლო ვიზიტი)
- ითანამშრომლონ A-I-R Laboratory-ის და Solitude-ის კურატორებთან კვლევასთან და პროექტის კონცეპტუალიზაციასთან დაკავშირებით.
A-I-R Laboratory  სთავაზობს:
-    3 თვიან რეზიდენციას, სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით 2014 წ.
-    ინდივიდუალურ საცხოვრებელ სივრცეს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაო სივრცესთან
-    სტიპენდიას 3000 PLN / დაახლ. 800 EUR
-    ორმხრივი მგზავრობის ღირებულების ანაზღაურებას
-    სამუშაო ბიუჯეტს 6000 PLN
-    კურატორის დახმარებს კვლევისა და შექმნის ნაწილში
-    პრეზენტაციის, ,,ღია სტუდიის” მოწყობის შესაძლებლობას საჯაროდ ან პროფესიული აუდიტორიისთვის
-    სახელოსნოების და სახელოვნებო დაწესებულებების მონახულებას ვარშავასა და მის ფარგლებს გარეთ
-    პროფესიული და დიდხნიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას
-    A-I-R Laboratory-ის მიმდინარე პროექტში Re-Directing: East მონაწილეობას,  რაც მდგომარეობს იდეისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, რომელიც სთავაზობს სახელოვნებო პრაქტიკის გაგებას და მისი სოციალური და პოლიტიკური კონტექსტის გააზრებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და შუა და ცენტრალურ აზიას შორის.
Schloss Solitude-ის აკადემია სთავაზობს:
-        3- თვიან რეზიდენციას, იანვრიდან მარტის ჩათვლით 2015 წ.
-        საცხოვრებელ და სახელოსნო სივრცეს აკადემია Schloss Solitude-ში
-        ორმხრივი მგზავრობის ღირებულების ანაზღაურებას
-       ყოველთვიურ სტიპენდიას 1100 EUR
-        სამუშაო ბიუჯეტს 2000 EUR
-        საჯარო წარდგენის საშუალებას (გამოფენა)
შერჩევა მოხდება განმცხადებლების პროფესიული წარჩინების საფუძველზე. მათ უნდა ჰქონდეთ  ინგლისური ენის დამაკმაყოფილებელი ცოდნა იმისთვის, რომ შეძლონ დამოუკიდებლად მუშაობა და კომუნიკაცია A-I-R Laboratory-სა და Schloss Solitude-ის  თანამშრომლებთან და სხვა რეზიდენტებთან.

აპლიკაციის გამოგზავნის ინსტრუქციები:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ პორტფოლიო (ინგლისურ ენაზე) ელექტრონულად pdf  ფორმატში, რომელიც უნდა მოიცავდეს:
1. პროფესიულ სამუშაო გამოცდილებას
2. სამოტივაციო წერილსმოკლე ახსნა, თუ რატომ გინდათ ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება, რაც ნაჩვენები უნდა იყოს თქვენს პერსონალურ გამოცდილებასა და ადგილობრივ სახელოვნებო გარემოში თქვენს ჩართულობასთან მიმართებით.
3. CV

გთხოვთ, პორტფოლიოს დაარქვათ შემდეგნაირად: თქვენი გვარი_სახელი_ _portfolioFWPN.pdf.  ელ. წერილში განმარტეთ საიდან შეიტყვეთ ამ რეზიდენციის შესახებ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი პორტფოლიო მისამართებზე: infogeoair@gmail.com და air.opencall@gmail.com
დანიშნულებაში მიუთითოთ: OPEN CALL 'NEW NETWORKS'
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 04.05.2014
Artists-In-Residence Laboratory-ის შესახებ:
A-I-R Laboratory  2002 -დან ახორციელებს საერთაშორისო რეზიდენციის პროგრამას თანამედროვე ხელოვნების ცენტრ Ujazdowski Castle-ში, ვარშავა. მათ მიაჩნიათ, რომ ვარშავა არის ინსპირაციის წყარო საერთაშორისო ხელოვანებისთვის, იმისთვის რომ განავითარონ თავიანთი იდეები რეზიდენციაში ყოფნის დროს და გამოიყენონ იგი, როგორც შემოქმედების და კრიტიკული რეფლექციის საშუალება. ეს რეზიდენცია ხელოვანებს და ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროფესიონალებს აძლევს საშუალებას, რომ განავითარონ პროექტი კურატორთან ახლო დიალოგში და პატივისცემით ეკიდებიან ისეთ ნამუშევრებს, რომელიც  ცდება სახელოვნებო ბაზარს და საგამოფენო დაკვეთებს. ამჟამად A-I-R Laboratory- ერთდროულად შეუძლია უმასპინძლოს შვიდ ხელოვანს მის სახელოსნოებში, რომლებიც განლაგებულია  CCA -ში და 2010 წელს მის მიმდებარედ გახსნილ ლაბორატორიის შენობაში.
Schloss Solitude-ის აკადემიის შესახებ:
Schloss Solitude-ის აკადემია წარმოადგენს საჯარო სამართლის ფონდს, რომელიც ხელოვანებს და მეცნიერებს სთავაზობს ინტერდისციპლინარულ, საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას. 1990 წლიდან აკადემია სთავაზობს რეზიდენციას და სტიპენდიას ხელოვანებს შემდეგ დისციპლინებში: არქიტექტურა, ვიზუალური ხელოვნება, პერფორმანსი, დიზაინი, ლიტერატურა, მუსიკა/ საუნდი და ვიდეო /ფილმი/ახალი მედია. 2002 წლიდან, ასევე, შესაძლებლობა ეძლევათ ახალგაზრდებს, მეცნიერების და ბიზნესის სფეროდან მიიღონ სტიპენდია ხელოვნების, მეცნიერების და ბიზნესის პროგრამაში.
Schloss Solitude-ის აკადემია, გვიანი ბაროკოს სტილის ეს ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც კულტურისა და ინდუსტრიის ქალაქ შტუტგარტს მთიდან გადმოჰყურებს,  ჩამოყალიბდა როგორც მნიშვნელოვანი გლობალური ქსელი საერთაშორისო ხელოვნების სცენისთვის. ციხესიმაგრე, რომელიც ჰარმონიაში იმყოფება თავის ადგილმდებარეობასა და ისტორიასთან წარმოადგენს დასვენების და “თავისუფალ ზონას”  ხელოვნებისა და ცხოვრებისათვის. მაგრამ მას ასევე გააჩნია საჯარო სახე, მას აქვს საგამოფენო სივრცე, ინოვაციური ლაბორატორია და გარემო დისკუსიებისთვის. აკადემიის სტიპენდიანტები და სტუმრები იყენებენ მას როგორც ინკუბატორს, პროექციის ეკრანს, ადგილს სადაც იქმნება დიდხნიანი  კონტაქტები ან შესაძლებლობა განახორციელონ პროექტები ყოველგვარი შეთანხმებული კონვენციების გარეშე. ინსტიტუტი წარმოადგენს ღია კონცეფციას ხელოვნებისთვის და მის სტუმრებს შეგნებულად აძლევს უფლებას მოახდინონ მასზე ზეგავლენა და ფორმირება.
http://www.akademie-solitude.de